თვითმმართველი ერთეულის მიერ განსაზღვრულ ზონაში (ზონებში) სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის შესახებ.
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება მოქმედი ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 21.03.2013
გამომცემი ორგანო მარტვილის მუნიციპალიტეტი
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.109.016081
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/03/2013
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.03.2013 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (6)
| 1 | I ზონა |
| 2 | II ზონა |
| 3 | III ზონა |
| 4 | IV ზონა |
| მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბორის მიქავა | მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე |
| № | ზონა |
დოკუმენტის ტექსტი
თვითმმართველი ერთეულის მიერ განსაზღვრულ ზონაში (ზონებში) სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის შესახებ.
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №12
2013 წლის 21 მარტი
ქ. მარტვილი
თვითმმართველი ერთეულის მიერ განსაზღვრულ ზონაში (ზონებში) სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტისა და ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 46-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
განისაზღვროს ჯარიმის ოდენობები მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში შესაბამისი ზონების მიხედვით, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 3🔗
დადგენილება გამოქვეყნდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილებორის მიქავა
ჯარიმის ოდენობები, მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე
სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით
დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში,
შესაბამისი ზონების მიხედვით.
№
ზონა
ზონის აღწერა
ჯარიმის ოდენობა (ლარებში) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შემოწმების აქტის შედგენის დღისთვის არსებული სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული ასაშენებელი შენობა-ნაგებობის საერთო ფართობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე
1
2
3
4
1
I ზონა
მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზა (აბაშა-მარტვილი-ჩხოროწყუ და ხონი-მარტვილი) ღერძულა ხაზიდან ორივე მხარეს ორმოცდაათი /50/ მეტრიან ზოლში
0,30
2
II ზონა
ქალაქ მარტვილში შემავალი ცენტრალური ქუჩები: თავისუფლების, თამარ მეფის, კოსტავას, თელი წოწორიას, ჭავჭავაძის, რუსთაველის, გამსახურდიას, 9 აპრილის, მარტვილის, გვალიას, ლერმონტოვის, გაგარინის, შეროზიას, მარქსის, პირველი მაისის, მშვიდობის ქუჩის ყველა შესახვევი, მდინარე ინჩხიას მარცხენა და მარჯვენა სანაპიროები, წერეთლის და ანჯაფარიძის ქუჩები.
0,20
3
III ზონა
ქ. მარტვილში შემავალი ყველა ქუჩა მე-2 ზონაში შემავალი ცენტრალური ქუჩების გარდა და სოფლებში შემავალი ყველა ქუჩა მე-2 ზონაში შემავალი ცენტრალური ქუჩების გარდა.
0,15
4
IV ზონა
მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ყველა სხვა ტერიტორია, რაც მოცემული არ არის I- III ზონაში.
0,10