ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 22.03.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საბურთალოს რაიონის გამგეობა)
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 010260020.53.101.016005
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/03/2013
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.03.2013 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საბურთალოს რაიონის გამგებლის დროებით მოვალეობის შემსრულებელი გია ხუროშვილი | საბურთალოს რაიონის გამგებლის დროებით მოვალეობის შემსრულებელი |
დოკუმენტის ტექსტი
ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის
ბრძანება №1
2013 წლის 22 მარტი
ქ. თბილისი
ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს დედაქალაქის -თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლის, მე-2 პუნქტისა და 30–ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტისა და ,,ქ. თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის №1–1 გადაწყვეტილებით დამტკიცებული დებულების 43–ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის თანდართული რეგლამენტი;
2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საბურთალოს რაიონის გამგებლის დროებით მოვალეობის შემსრულებელიგია ხუროშვილი
ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის
რ ე გ ლ ა მ ე ნ ტ ი
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
საბურთალოს რაიონის გამგეობა
1. ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობა (შემდგომში-გამგეობა) არის ქალაქ თბილისის მერიის ტერიტორიული ორგანო, რომელიც ,,საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონით, ,,ქ. თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის №1-1 გადაწყვეტილებისა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტას და ადმინისტრაციული ერთეულის – რაიონის მართვას.
2. გამგეობა შედგება: ქ. თბილისის რაიონის გამგებლის, მისი მოადგილეების, აპარატის უფროსის, რაიონული სამსახურების (განყოფილებების) ხელმძღვანელებისაგან.
3. გამგეობას ხელმძღვანელობს გამგებელი, იგი განსაზღვრავს გემგეობის საქმიანობის მიმართულებებს და ორგანიზებას უწევს მის მუშაობას, ახორციელებს გამგეობის შემადგენლობისა და წევრთა საქმიანობის კოორდინაციას და კონტროლს. გამგეობის საქმიანობისათვის გამგებელი ანგარიშვალდებულია ქ. თბილისის მერის, ქ. თბილისის საკრებულოსა და რაიონის მოსახლეობის წინაშე.
4. გამგეობის საქმიანობის მიმართულებებს და ორგანიზებას, მუშაობის დაგეგმვას, ქ. თბილისის მერის, მთავრობის, გამგეობისა და გამგებლის სამართლებრივი აქტების მომზადების, გაფორმებისა და გამოცემის, გამგეობის სხდომების და თათბირების მომზადებისა და ჩატარების წესს, პროცედურასა და ვადებს განსაზღვრავს გამგეობის რეგლამენტი (შემდგომში-რეგლამენტი).
თავი II
გამგეობის მუშაობის დაგეგმვა
მუხლი 2🔗.
გამგეობის სამუშაო გეგმა და ამოცანები
1. გამგეობა თავის საქმიანობას წარმართავს სამუშაო გეგმის საფუძველზე, რომელსაც გამგეობის სამსახურებთან (განყოფილებებთან) ერთად შეიმუშავებს გამგეობის აპარატი. გამგებლის მითითების საფუძველზე გამონაკლის შემთხვევაში საკითხი გამგეობის სხდომაზე შეიძლება დამატებით იქნეს გამოტანილი.
2. გამგეობის სამუშაო გეგმის ხანგრძლივობა მოიცავს ერთწლიან პერიოდს და იგი შეიძლება იყოფოდეს კვარტლებად.
3. გამგეობის სამუშაო გეგმის შემუშავების პროცესს უზრუნველყოფს გამგეობის აპარატი.
4. გამგეობის სამუშაო გეგმა უნდა უზრუნველყოფდეს რაიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტული ამოცანების გადაწყვეტას, ეკონომიკური რეფორმების განხორციელებას საბაზრო ეკონომიკის პრინციპებისა და ადგილობრივი ინტერესების გათვალისწინებით, ადგილობრივ საზოგადოებრივ მომსახურებათა ორგანიზებას და საერთოდ რაიონის გამგეობის ფუნქციათა განხორციელებას.
5. გამგეობის კალენდარული სამუშაო გეგმის შესამუშავებლად საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე არა უგვიანეს 10 დღისა, გამგებლის მოადგილეები, გამგეობის სამსახურები (განყოფილებები) აპარატს წარუდგენენ გამგეობის სამუშაო გეგმაში გასათვალისწინებელ საკითხებს.
6. აპარატის მიერ მომზადებულ სამუშაო გეგმის პროექტს ითანხმებს გამგებელი.
მუხლი 3🔗.
პასუხისმგებლობა გამგეობის სამუშაო გეგმის მომზადებისა და განხორციელებისათვის და სამუშაო გეგმის შესრულების კონტროლი
1. საერთო პასუხისმგებლობა გამგეობის სამუშაო გეგმის შედგენისა და მისი განხორციელებისათვის ეკისრებათ შესაბამისი სამსახურის (განყოფილების) ხელმძღვანელებსა და აპარატის უფროსს.
2. გამგეობის სამუშაო გეგმის პროექტს აპარატის უფროსი წარუდგენს გამგებელს საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე 5 დღით ადრე.
3. გამგებელი მისთვის წარდგენილი სამუშაო გეგმის საბოლოო ვარიანტს წარადგენს გამგეობის უახლოეს სხდომაზე დასამტკიცებლად. დამტკიცებული გეგმა ეგზავნებათ შესაბამის სამსახურებს (განყოფილებებს).
4. გამგეობის სამუშაო გეგმის შესრულების კონტროლს ორგანიზაციულად უზრუნველყოფს აპარატი.
5. შესრულების მდგომარეობა და შედეგები იხილება გამგეობის სხდომებზე წლის შედეგების მიხედვით და პერიოდულად გამგეობის სამუშაო თათბირებზე.
თავი III
გამგეობის სხდომის ორგანიზება
მუხლი 4🔗.
გამგეობის სხდომები
1. გამგეობის სხდომას იწვევს და თავმჯდომარეობს გამგებელი.
2. გამგეობის სხდომა, როგორც წესი ტარდება ყოველი თვის ბოლოს ოთხშაბათს 11 საათზე, სხდომას თავმჯდომარეობს რაიონის გამგებელი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში ერთ-ერთი მოადგილე გამგებლის დავალებით, რომელიც მას დროებით ცვლის. ცალკეულ შემთხვევებში გამგებელი უფლებამოსილია გამგეობის სხდომა ჩაატაროს სხვა დროს, აგრეთვე მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა
3. გამგეობის რიგგარეშე სხდომა მოიწვევა გამგებლის ინიციატივით ან გამგეობის წევრების ნახევარზე მეტის დასაბუთებული მოთხოვნით.
4. გამგეობის სხდომა უფლებამოსილია თუ მას ესწრება გამგეობის წევრთა ნახევარზე მეტი. სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ გამგეობის პასუხისმგებელ პირებს, აგრეთვე მოწვეულ პირებს.
5. მოწვეულ პირებს რომელთაც შეეხებათ განსახილველი საკითხი, უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ საკითხის განხილვაში, ასევე წარმოადგინონ ინფორმაცია და წინადადებები განსახილველ საკითხებზე. მოწვეული პირი კენჭისყრაში არ მონაწილეობს.
6. გამგეობის სხდომაზე განსახილველი საკითხების გამო, როგორც წესი მომხსენებელს ეძლევა რეგლამენტით 15 წუთამდე, თანამომხსენებელსა და კამათში გამომსვლელი 5 წუთი. რეპლიკისათვის 3 წუთამდე.
7. გამგეობის გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ გამგეობის სრული შემადგენლობის 4 წევრისა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარის ხმა გადამწყვეტია.
8. სხდომაზე საკითხები იხილება გამგეობის სამუშაო გეგმის შესაბამისად არაგეგმიური საკითხების განხილვა ხდება გამგებელთან შეთანხმებით, გამგებლის ან გამგეობის წევრთა ინიციატივით.
9. გამგეობის სხდომა საჯაროა. დასაბუთებული წინადადებების საფუძველზე დამსწრეთა უმრავლესობით სხდომა შეიძლება დაიხუროს
10. გამგეობის სხდომაზე მიღებული დადგენილებებისა და სხდომის ოქმის გაფორმებას ტექნიკურად უზრუნველყოფს აპარატი.
11. გამგეობის სხდომაზე გადაწყვეტილება (დადგენილებები), როგორც წესი, მიიღება ღია კენჭისყრით (ხელის აწევით). გამგებლის წინადადებით და სხდომის გადაწყვეტილებით შესაძლოა ფარული კენჭისყრა.
12. გამგეობის სხდომაზე განსახილველი საკითხები წარმოდგენილ უნდა იქნეს გამგეობის დადგენილების პროექტის ფორმით.
13. გამგეობის სხდომაზე საკითხის შემომტან პირს ეკისრება პასუხისმგებლობა განსახილველად წარმოდგენილი დადგენილების პროექტის (პროექტების) ხარისხის, თანდართული მასალების უტყუარობისა და სისრულისათვის.
14. გამგეობის სხდომაზე განსახილველ საკითხთა პროექტები, შეთანხმებული შესაბამის სამსახურებთან (განყოფილებებთან), თანდართულ მასალებთან ერთად უნდა ჩაჰბარდეს აპარატს სხდომამდე 10 დღით ადრე, ხოლო ნორმატიული აქტის პროექტი – 15 დღით ადრე.
15. გამგეობის სხდომაზე საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მას გავლილი აქვს შესაბამის სამსახურებში (განყოფილებებში) სათანადო ექსპერტიზა.
მუხლი 5🔗.
გამგეობის სხდომის მომზადებისა და გამართვის წესი
1. გამგეობის სხდომას ამზადებს და სხდომაზე მოწვეულ პირებს აღრიცხავს აპარატი.
2. გამგეობის სხდომაზე განსახილველი საკითხები პროექტის სახით წარმოდგენილი უნდა იქნეს აპარატში სხდომამდე 7 დღით ადრე.
3. აპარატი ადგენს სხდომის დღის წესრიგის პროექტს და თანდართულ მასალებთან ერთად (დადგენილების პროექტი, მოხსენებითი ბარათი, შენიშვნები) სხდომამდე 5 დღით ადრე წარუდგენს გამგებელს, ხოლო არა უგვიანეს 3 დღისა გამგეობის წევრებს.
4. გამგეობის სხდომამდე 2 დღით ადრე, აპარატი აქვეყნებს ინფორმაციას სხდომის და დღის წესრიგის შესახებ.
5. გადაუდებელი აუცილებლობისას გამგეობა უფლებამოსილია ჩაატაროს სხდომა შესაბამისი პროცედურის დაუცველად, ასეთ შემთხვევაში აპარატი ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოაცხადოს სხდომის, მისი ჩატარების ადგილის, დღის და დღის წესრიგის შესახებ.
მუხლი 6🔗.
გამგეობის სხდომის თავმჯდომარე
1. გამგეობის სხდომის თავმჯდომარე:
ა) ხსნის და დახურულად აცხადებს სხდომას;
ბ) უზრუნველყოფს რეგლამენტის დაცვას;
გ) განსაზღვრავს კამათის მონაწილეთა რიგითობას და სიტყვას აძლევს მათ;
დ) კენჭისყრაზე აყენებს საკითხს და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს;
ე) ხელს აწერს სხდომაზე მიღებულ დადგენილებებსა და სხდომის ოქმებს;
ვ) აუცილებლობის შემთხვევაში, სიტყვას ჩამოართმევს გამომსვლელს, სხდომის მონაწილეს ატოვებინებს სხდომათა დარბაზს;
ზ) საჭიროებისამებრ წყვეტს სხდომის მიმდინარეობას და აცხადებს შესვენებას;
თ) ახორციელებს სხდომის გამართვისას აუცილებელ სხვა უფლებამოსილებებს;
2. სხდომის თავმჯდომარე იღებს მონაწილეობას საკითხთა განხილვასა და კენჭისყრაში.
3. გამგეობის სხდომის თავმჯდომარის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება, კამათს არ ექვემდებარება.
მუხლი 7🔗.
გამგეობის სხდომის წევრთა უფლებები და მოხსენება გამგეობის სხდომაზე
1. სხდომის მსვლელობისას გამგეობის სხდომის წევრებს უფლება აქვთ:
ა) წამოაყენონ შენიშვნები დღის წესრიგისა და მუშაობის წესთან დაკავშირებით;
ბ) მიიღონ მომხსენებლისაგან დამატებითი განმარტებანი განსახილველ საკითხებზე;
გ) მიიღონ მონაწილეობა კამათში.
დ) წარმოადგინონ წინადადება საკითხის დამატებით შესწავლის თაობაზე;
ე) მიიღონ ან არ მიიღონ კენჭისყრაში მონაწილეობა;
ვ) წერილობითი ფორმით დააფიქსირონ საკუთარი განსხვავებული აზრი.
2. გამგეობის სხდომაზე განსახილველ საკითხს მოხსენების სახით წარადგენენ გამგეობის წევრები, მოხსენება უნდა შეიცავდეს:
ა) საკითხის განხილვის აუცილებლობის მოკლე დასაბუთებას;
ბ) განმარტებას საკითხის არსის თაობაზე;
გ) საკითხის გადაწყვეტის კონკრეტულ ღონისძიებებს;
დ) განსახილველ საკითხზე გამგეობის დადგენილების პროექტს.
3. დადგენილების პროექტი ხელმოწერილი უნდა იყოს საკითხის შემომტანის მიერ, საკითხი შეთანხმებული უნდა იყოს იმ სამსახურებთან (განყოფილებებთან), რომელთაც შეეხებათ ეს დადგენილება. შეთანხმება დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი სამსახურის (განყოფილების) ხელმძღვანელის (მოადგილე, სამსახურის (განყოფილების უფროსი)) ხელმოწერით. პროექტს თან უნდა ერთვოდეს იმ სამსახურების (განყოფილებების) ჩამონათვალი ვისაც უნდა დაეგზავნოს დადგენილების ასლები.
4. გამგეობის სხდომაზე განსახილველი ყველა დადგენილების პროექტი უნდა იყოს ვიზირებული გამგეობის იურისტის მიერ, რომელიც უზრუნველყოფს გამგეობის პროექტის შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან.
მუხლი 8🔗.
გამგეობის სხდომის ოქმი
1. გამგეობის სხდომის ოქმს აფორმებს და ხელმოსაწერად ამზადებს აპარატი. ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და აპარატის უფროსი.
2. გამგეობის სხდომის ოქმს, თანდართული დადგენილებებით, აფორმებს აპარატი არა უგვიანეს 7 დღისა.
3. გამგეობის სხდომის ოქმში შეიტანება:
ა) კოლეგიალური ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება;
ბ) სხდომის დრო და ადგილი;
გ) სხდომის თავმჯდომარისა და წევრების ვინაობა;
დ) განხილულ საკითხთა ჩამონათვალი;
ე) კენჭისყრის შედეგები;
ვ) მიღებული გადაწყვეტილება;
ზ) მოწვეულ პირთა ვინაობა;
თ) კამათში გამომსვლელთა თხოვნით, განხილულ საკითხებზე მათი განსაკუთრებული აზრი.
თავი IV
გამგეობის სამართლებრივი აქტები, მათი მომზადებისა და გაფორმების წესი
მუხლი 9🔗.
გამგეობის სამართლებრივი აქტები
1. გამგეობის სამართლებრივი ატებია:
ა) გამგებლის ბრძანება, განკარგულება და გამგეობის დადგენილება.
2. სამართლებრივი აქტების მომზადების, მიღების, გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონით ,,ნორმატიული აქტების შესახებ”, საქართველოს კანონით ,,საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ”, ,,ქ. თბილისის მერიის დებულებით”, ,,ქალაქ თბილისის მთავრობის რეგლამენტით” ამ რეგლამენტითა და სხვა ნორმატიული აქტებით.
3. გამგებლის ბრძანება გამოიცემა გამგებლის მიერ გამგეობის წევრებთან კონსულტაციის შემდეგ, ხოლო განკარგულება გამოიცემა გამგებლის მიერ ერთპიროვნულად.
მუხლი 10🔗.
გამგებლისა და გამგეობის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადების ორგანიზება
1. გამგეობისა და გამგებლის სამართლებრივ აქტებს ამზადებს გამგეობის შესაბამისი სამსახური (განყოფილება) ან გამგეობის აპარატი.
2. სამართლებრივი აქტების პროექტები გამგებელსა და გამგეობას წარედგინება გამგებლისა და გამგეობის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე.
3. გამგეობისა და გამგებლის სამართლებრივი აქტების პროექტი შეთანხმებული უნდა იყოს შესაბამის მოადგილესთან, იმ განყოფილების ხელმძღვანელთან, რომლის კომპეტენციასაც განეკუთვნება პროექტით გათვალისწინებული საკითხი, ასევე გამგეობის იურისტთან.
4. შესაბამის ბლანკზე დაბეჭდილ გამგეობის სამართლებრივ აქტს ხელს აწერს გამგებელი.
5. გამგებლის განკარგულებები და გამგეობის დადგენილებები აპარატის მიერ რეგისტრირდება შესაბამისი რიგითი ნომრით და თარიღით, ასლებს ხელს აწერს აპარატის უფროსი ან/და შესაბამისი პასუხისმგებელი პირი, რომელიც მოწმდება გამგეობის ბეჭდით.
მუხლი 11🔗.
გამგეობისა და გამგებლის სამართლებრივი აქტების გაფორმება
1. გამგეობის და გამგებლის სამართლებრივი აქტები ფორმდება შესაბამის ბლანკზე.
2. გამგეობისა და გამგებლის სამართლებრივი აქტები მომზადებული და გამოცემული უნდა იქნეს ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის და ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” შესაბამისად.
თავი V
გამგებლის თათბირების გამართვის ორგანიზება
მუხლი 12🔗.
თათბირის მომზადება და გამართვა
1. გამგეობაში თათბირს იწვევს და თავმჯდომარეობს გამგებელი.
2. თათბირის ჩატარებას ორგანიზაციულად უზრუნველყოფს აპარატი.
3. თათბირებზე განსახილველ საკითხებს, მათ მომზადებაზე პასუხისმგებელ პირებს, თათბირის მონაწილეთა შემადგენლობასა და თათბირის ჩატარების დროს განსაზღვრავს გამგებელი.
მუხლი 13🔗.
გამგეობის ოპერატიული თათბირი
1. გამგეობაში ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით შეიძლება ჩატარდეს გამგებლის მოადგილეების, აპარატის და გამგეობის სამსახურების (განყოფილებების) უფროსების ოპერატიული თათბირი
2. ოპერატიულ თათბირზე პირველ რიგში განიხილება წინა თათბირზე მიღებული დავალების შესრულების მდგომარეობა.
3. ოპერატიულ თათბირს ატარებს გამგებელი, ცალკეულ შემთხვევებში თათბირი შეიძლება ჩაატაროს ერთ-ერთმა მოადგილემ, გამგებლის დავალებით.
მუხლი 14🔗.
თათბირის (ოპერატიული თათბირის) ოქმი
1. თათბირის (ოპერატიული თათბირის) ოქმის შედგენას უზრუნველყოფს აპარატი.
2. თათბირის (ოპერატიული თათბირის) ოქმში შეიტანება:
ა) თათბირის (ოპერატიული თათბირის) ჩატარების (გამართვის) დრო და ადგილი;
ბ) თათბირის (ოპერატიული თათბირის) მონაწილეთა შემადგენლობა;
გ) თათბირზე განხილულ საკითხთა ჩამონათვალი;
დ) დავალების შინაარსი;
ე) დავალების შესრულებისათვის პასუხისმგებელი პირი/პირები.
3. თათბირის ოქმს ხელს აწერს გამგებელი. ოპერატიული თათბირის ოქმს ხელს აწერს ამ რეგლამენტის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული პირი.
4. ოპერატიული თათბირის ოქმის გაფორმება, დავალებათა კონკრეტულ შესრულებამდე დაყვანა აპარატის მიერ ხორციელდება თათბირის გამართვიდან არა უგვიანეს 2 დღისა.
5. თათბირის (ოპერატიული თათბირის) ოქმის ასლები ან ამონაწერი ოქმიდან აპარატის მიერ ეგზავნებათ დავალებათა შესრულებაზე პასუხისმგებელ პირებს, შესაბამის სტრუქტურულ და ტერიტორიულ ერთეულებს.
6. თათბირის ოქმი ფორმდება გამგეობის სხდომის ოქმების გაფორმებისათვის დადგენილი წესით.
თავი VI
გამგეობის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების, ოპერატიული თათბირის დავალებების შესრულებაზე კონტროლის ორგანიზება
მუხლი 15🔗.
გამგეობის სამართლებრივი აქტების შესრულების კონტროლი
1. გამგეობის მიერ გამოცემული დადგენილებების, განკარგულებების, ბრძანების და ოპერატიული თათბირის დავალების შესრულებაზე საერთო კონტროლს ორგანიზაციულად უზრუნველყოფს გამგეობის აპარატი;
2. გამგეობის შესაბამისი სამსახური (განყოფილება) ხელმძღვანელები, პასუხისმგებელი პირები უზრუნველყოფენ მათზე დავალებული საკითხის შესრულებას და შესრულების შედეგებზე ან შესრულების მიმდინარეობის შესახებ, მითითებულ ვადებში, შესაბამისი ინფორმაციის წარმოდგენას;
3. გამგეობის აპარატი პერიოდულად აანალიზებს ამ მიმართებით არსებულ მდგომარეობას, საკითხი შემოაქვს გამგეობის სხდომაზე განსახილველად.
მუხლი 16🔗.
ადმინისტრაციული წარმოება გამგებლის ნორმატიული აქტების გამოსაცემად
1. ადმინისტრაციული წარმოება გამგებლის ნორმატიული აქტის გამოსაცემად იწყება გამგებლის განკარგულებით.
2. წარმოების დაწყებისთანავე აპარატი აქვეყნებს ნორმატიული აქტის პროექტსა და ცნობას წარმოების დაწყების შესახებ.
3. ცნობაში წარმოების დაწყების შესახებ აღინიშნება:
ა) წარმოების დაწყების შესახებ გადაწყვეტილების შინაარსი;
ბ) ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, რომელშიც მიმდინარეობს წარმოება;
გ) იმ ადმინისტრაციული ორგანოს მისამართი, რომელშიც შესაძლებელია მოსაზრებების წარდგენა;
დ) მოსაზრებების წარდგენის ვადა;
ე) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადა.
4. იმ შემთხვევაში თუ წარმოების დაწყების დროს არ არსებობს ნორმატიული აქტის მომზადებული პროექტი, ქვეყნდება მხოლოდ ცნობა წარმოების დაწყების შესახებ, რომელშიც ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნულ ინფორმაციასთან ერთად მიეთითება პროექტის გამოქვეყნების ვადა.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მითითებულ ვადაში გამოქვეყნებულ პროექტთან ერთად აღინიშნება იმ საინფორმაციო საშუალებების რეკვიზიტები (დასახელება, გამოსვლის თარიღი, ნომერი), რომელშიც გამოქვეყნდა ცნობა წარმოების დაწყების შესახებ.
6. გამგეობის აპარატი ვალდებულია უზრუნველყოს ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებული შემდეგი დოკუმენტების (ინფორმაციის) წარდგენა საჯარო გაცნობისათვის:
ა) განცხადება (რომლის საფუძველზეც დაიწყო წარმოება) და მასზე დართული დოკუმენტები, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება წარმოების დაწყების თაობაზე;
ბ) დასკვნა ან მოსაზრება, რომელიც ამ წარმოებასთან დაკავშირებით იქნა წარდგენილი ადმინისტრაციულ ორგანოში;
გ) მოცემულ ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებული იმ დოკუმენტების ნუსხა, რომლებიც არ არის წარდგენილი საჯარო გაცნობისათვის.
თავი VII
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 17🔗.
დასკვნითი დებულებანი
1. რაიონის გამგეობის საქმიანობის ყველა საკითხი, რომელიც არ არის მოწესრიგებული ამ რეგლამენტით, რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით.
2. თუ ამ რეგლამენტში ვადების ბოლო დღე ემთხვევა დასვენების ან უქმე დღეებს, ვადის გასვლის დღედ ითვლება შემდეგი (მომდევნო) სამუშაო დღე.
3. ცვლილებები ამ რეგლამენტში შეიტანება გამგებლის ბრძანებით.