ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 22.03.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საბურთალოს რაიონის გამგეობა)
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 010260030.53.101.016008
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/03/2013
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.03.2013 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საბურთალოს რაიონის გამგებლის დროებით მოვალეობის შემსრულებელი გია ხუროშვილი | საბურთალოს რაიონის გამგებლის დროებით მოვალეობის შემსრულებელი |
დოკუმენტის ტექსტი
ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ
ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის
ბრძანება №2
2013 წლის 22 მარტი
ქ. თბილისი
ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლის, მე-4 პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 72-ე და 73-ე მუხლების, ,,ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მერის 2013 წლის 28 თებერვლის №11 ბრძანების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ი” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის თანდართული შინაგანაწესი;
2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საბურთალოს რაიონის გამგებლის დროებით მოვალეობის შემსრულებელიგია ხუროშვილი
ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის
შ ი ნ ა გ ა ნ ა წ ე ს ი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის შინაგანაწესი შედგენილია ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 72-ე და 73-ე მუხლებისა და ,,თამბაქოს კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, ,,ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მერის 2013 წლის 28 თებერვლის №11 ბრძანების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ი” ქვეპუნქტის შესაბამისად, მისი მიზანია ხელი შეუწყოს გამგეობის მოსამსახურეთა მიერ შრომისადმი კეთილსინდისიერ დამოკიდებულებას, შრომის დისციპლინის განმტკიცებას, დაცვას, სამუშაო დროის რაციონალურად განაწილებასა და გამოყენებას, მაღალი პროფესიონალიზმისა და კომუნიკაბელურობის გამოვლენით შესრულებული სამუშაოს ხარისხის ამაღლებას.
მუხლი 2🔗.
სამუშაო დროის დასაწყისი და დასასრული
1. ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობაში ხუთდღიანი სამუშაო კვირის პირობებში ყოველდღიური მუშაობის ხანგრძლივობა განისაზღვრება დღეში 8 საათით;
2. სამუშაო დღე იწყება 10:00 სთ-ზე და მთავრდება 19:00 სთ-ზე;
3. სამუშაო დღე განისაზღვრება ერთსაათიანი შესვენებით, შესვენება იწყება 14:00 სთ-დან და გრძელდება 15:00 სთ-მდე;
4. მოსამსახურე, რომელიც სამსახურებრივ საქმეზე, თავისი მოვალეობის შესასრულებლად იმყოფება გამგეობის შენობის გარეთ, ითვლება სამსახურში მყოფად.
მუხლი 3🔗.
დასვენების და სადღესასწაულო დღეებში, აგრეთვე ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ დაწესებულებაში ყოფნის პირობები და წესი
გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის სამსახურის (განყოფილება) ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, მოსამსახურეს შეუძლია დასვენების და სადღესასწაულო დღეებში, აგრეთვე ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ დაწესებულებაში ყოფნა, როგორც გამონაკლისი, მხოლოდ ცალკეული მოსამსახურეთათვის გადაუდებელი, წინასწარ გაუთვალისწინებელი სამუშაოების არსებობის შემთხვევაში, ან როცა აუცილებელია დასრულებულ იქნეს დაწყებული სამუშაო, რომელიც ვერ დამთავრდებოდა დადგენილი სამუშაო დროის განმავლობაში წარმოების ტექნიკური პირობების გამო და რომელთა დროულად შესრულებაზე დამოკიდებულია შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის სამსახურის (განყოფილება) მუშაობა.
მუხლი 4🔗.
ხელფასის გაცემის დრო და ადგილი
გამგეობის მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება ქალაქ თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, რომელიც აისახება ყოველი თვის ბოლოს სახელფასო ბარათზე დარიცხვის წესით.
მუხლი 5🔗.
სამსახურებრივ საკითხებზე განკარგულებათა გამგეობის სტრუქტურული ქვედანაყოფის სამსახურის (განყოფილება) მოსამსახურეებამდე დაყვანის წესი
1. სამსახურებრივ საკითხებზე ხელმძღვანელის მიერ გამოცემულ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ოფიციალურად ეცნობა მოსამსახურე, მისი კომპეტენციის ფარგლებში, რომელსაც ეხება იგი;
2. ოფიციალურად გაცნობა ნიშნავს იმ მოსამსახურის მიერ, რომელსაც ეხება აქტი, მითითებით ,,გავეცანი”;
3. იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეხება გამგეობის სტრუქტურული ქვედანაყოფის სამსახურის (განყოფილება) მოსამსახურეთა განსაზღვრულ პირებს, აქტის გაცნობის წესი შეიძლება შეიცვალოს მისი საჯარო გამოცხადებით;
მუხლი 6🔗.
შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები
1. გამგეობის ხელმძღვანელობა ვალდებულია, სტრუქტურული ქვედანაყოფის სამსახურის (განყოფილება) მოსამსახურეებს შეუქმნას შრომის ჯანსაღი, უსაფრთხო გარემო-პირობები.
2. მოსამსახურე ვალდებულია:
ა) დაიცვას შინაგანაწესის პირობები;
ბ) შეასრულოს ხელმძღვანელობის განკარგულებები;
გ) გაუფრთხილდეს მასზე მინდობილ დაწესებულების ქონებას;
დ) კეთილსინდისიერად შეასრულოს მხოლოდ მასზე დაკისრებული მოვალეობანი;
ე) წესრიგში იქონიოს თავისი სამუშაო ადგილი, დაიცვას სისუფთავე და სიმშვიდე დაწესებულებაში;
ვ) იყოს კოლეგიალური, თავაზიანი, კორექტული მოქალაქეებთან და კოლეგებთან ურთიერთობაში;
ზ) ქმნიდეს პოზიტიურ გარემოს მოქალაქეებთან, საზოგადოებასთან ურთიერთობისას, აგრეთვე სატელეფონო საუბრის დროს.
3. მოსამსახურეს ეკრძალება:
ა) გამგეობის შენობაში ხანძარსაშიში ადვილად აალებადი ნივთიერებებისა და საგნების შემოტანა;
ბ) გამგეობის შენობაში ცივი და ცეცხლსასროლი იარაღის შემოტანა;
გ) გამგეობის შენობაში ასაფეთქებელი ნივთიერებების შემოტანა;
დ) გამგეობის შენობაში ტოქსიკური, ფსიქოტროპული, რადიოაქტიური, და სხვა სახის მავნე ნივთიერებათა შემოტანა;
მუხლი 7🔗.
თამბაქოს მოხმარების წესი და ადგილი
1. გამგეობის შენობაში სტრუქტურული ქვედანაყოფის, სამსახურის (განყოფილება) მოსამსახურეთათვის თამბაქოს მოხმარებისათვის სპეციალური ადგილები გამოიყოფა, გამგეობის აპარატის უფროსის მიერ;
2. გამგეობის შენობაში, თამბაქოს მოხმარებისათვის გამოყოფილი ადგილები უნდა შეიცავდეს: ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაციის ცენტრალურ სისტემას, ვენტილაციას;
3. გამგეობის შენობაში თამბაქოს მოხმარების ადგილებში განთავსებული უნდა იყოს შესაბამისი აბრები;
4. გამგეობის მთელ შენობაში, თამბაქოს მოწევის ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების განზრახ დარღვევისათვის საამისოდ უფლებამოსილ პირს, შეუძლია გამოიყენოს ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ზომა.
5. გამგეობის შენობაში, თამბაქოს მომხმარებელთათვის სპეციალური მოსაწევი ადგილების გამოყოფა აკრძალულია შემდეგ ადგილებში:
ა) მოსაცდელ ოთახებში, კორიდორებში, კიბის უჯრედებში;
ბ) ჰიგიენურ წერტილებში;
გ) წყალსადენ-კანალიზაციის, ელექტრომომარაგების, სუსტი დენების, გათბობის, ხანძარსაწინააღმდეგო და უსაფრთხოების ტექნიკის საკვანძო ადგილებში.
მუხლი 8🔗.
სამსახურში არგამოცხადების შეტყობინების წესი
1. სამსახურში არყოფნის ან შესაძლო დაგვიანების შემთხვევაში, გამგეობის ქვედანაყოფის სამსახურის (განყოფილება) მოსამსახურემ ამის შესახებ, თავის უშუალო უფროსს უნდა აცნობოს, სულ ცოტა ერთი დღით ადრე.
2. მოსამსახურეთა სამსახურში გამოცხადებისა და დღის განმავლობაში დაწესებულებიდან გასვლის აღრიცხვა წასვლის შეიძლება წარმოებდეს სპეციალური ჟურნალით, ან სხვა ტექნიკური საშუალებებით.
მუხლი 9🔗.
გამგეობის მოსამსახურეთა სამსახურში ჩაცმულობის წესი
გამგეობის მოსამსახურეებს სამსახურში ყოფნის დროს მოეთხოვებათ ყურადღება მიაქციონ პიროვნულ იერ-სახეს, აქსესუარებს, ჩაცმულობა უნდა შეესაბამებოდეს საქმიან სტილს.
მუხლი 10🔗.
შინაგანაწესის შესრულება
1. შინაგანაწესი შესასრულებლად სავალდებულოა რაიონის გამგეობის მოსამსახურეთათვის და აგრეთვე (შესაბამის ნაწილში) რაიონის გამგეობის შენობაში მომსვლელ მოქალაქეთათვის;
2. შინაგანაწესი გამოიკვრება რაიონის გამგეობის შენობაში განთავსებულ სპეციალურად გამოყოფილ თვალსაჩინო ადგილას;
3. შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში საჯარო მოსამსახურეს და აგრეთვე რაიონის გამგეობის შენობაში მყოფ მოქალაქეებს ეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.