მარტვილის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 21.03.2013
ძალის დაკარგვა 21.01.2014
გამომცემი ორგანო მარტვილის მუნიციპალიტეტი
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.109.016082
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/03/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბორის მიქავა | მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე |
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- მარტვილის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 21.01.2014
დოკუმენტის ტექსტი
მარტვილის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №13
2013 წლის 21 მარტი
ქ. მარტვილი
მარტვილის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი“ თანახმად დანართისა.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 3🔗
დადგენილება გამოქვეყნდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილებორის მიქავა
მარტვილის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან
სოციალური დახმარების გაცემის წესი
ეს წესი განსაზღვრავს მარტვილის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მისი მიღების პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარსადგენ დოკუმენტებს და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობას.
მუხლი 1🔗.
სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის სამედიცინო დახმარება
1.
სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის სამედიცინო დახმარება განისაზღვრება მხოლოდ ისეთი სამედიცინო მომსახურებაზე, რომელსაც სადაზღვევო პოლისი არ ანაზღაურებს
ა) 500 ლარამდე-100%-ით
ბ) 2000 ლარამდე-60%-ით
გ) 2000-ზე ზევით-1300 ლარით;
2.
დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა) ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა №100)
ბ) ანგარიშ–ფაქტურა;
გ) სადაზღვევო პოლისის ასლი;
დ) ცნობა რწმუნებულისგან ოჯახის სოციალური მდგომარეობის შესახებ;
ე) პირადობის მოწმობის ასლი;
ვ) განცხადება.
მუხლი 2🔗.
ახალშობილთა დახმარება
1.
ახალშობილთა დახმარება შადგენს 150 ლარს.
2.
დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
ბ) მშობლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) განცხადება;
მუხლი 3🔗.
სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის ერთჯერადი ფულადი დახმარება
1.
სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის ერთჯერადი ფულადი დახმარება შეადგენს 50-250 ლრს.
2.
დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) ცნობა რწმუნებულისგან ოჯახის სოციალური მდგომარეობის შესახებ;
გ) განცხადება.
მუხლი 4🔗.
100 წელს გადაცილებული ხანდაზმულების ერთჯერადი დახმარება
1.
100 წელს გადაცილებული ხანდაზმულების ერთჯერადი დახმარება განისაზღვრება 200 ლარის ოდენობით.
2.
დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა) ხანდაზმულის პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) განცხადება.
მუხლი 5🔗.
ხანძრით, მიწისძვრით და სხვა ბუნებრივი კატასტროფის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის ერთჯერადი დახმარება
1.
დახმარება გათვალისწინებულია შემდეგ კატეგორიაზე:
ა) პიროვნებას, რომელსაც არა აქვს საცხოვრებელი სახლი ზემოთაღნიშნული მიზეზების გამო;
ბ) პიროვნებას, რომლის საცხოვრებელი სახლი საშიშია საცხოვრებლად, ან არ არის ელემენტარული საცხოვრებელი პირობები;
გ) სტიქიის გამო დაზარალებული უკიდურესად ხელმოკლე, მარტოხელა, ხანდაზმულებს, რომელსაც დაუზიანდათ საცხოვრებელი სახლი.
2.
დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა) ცნობა სოფლის რწმუნებულისგან მისი სოციალური მდგომარეობის შესახებ;
ბ) საცხოვრებელი სახლის მდგომარეობის ამსახველი CD დისკი;
გ) ხანძრის შემთხვევაში, ცნობა ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურიდან;
დ) განცხადება;
ე) პირადობის მოწმობის ასლი.
მუხლი 6🔗.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლამდე ბავშვთა დახმარება
1.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლამდე ბავშვთა დახმარება განისაზღვრება 150 ლარით.
2.
დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა)სოციალური სუბსიდიების სააგენტოდან საპენსიო ბაზაში არსებული სახელობითი სია;
ბ)მშობლის პირადობის მოწმობის ასლი.
მუხლი 7🔗.
ომის ვეტერანთა და უკიდურესად შეჭირვებული მარტოხელების სარიტუალო დახმარება
1.
ომის ვეტერანთა და უკიდურესად შეჭირვებული მარტოხელების სარიტუალო დახმარება განისაზღვროს:
ა) გარდაცვლილ ომის ვეტერანთა დახმარება 250 ლარით.
ბ) უკიდურესად შეჭირვებული მარტოხელების დაკრძალვის თანხა 150 ლარით.
2.
დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა)ომის ვეტერანის გარდაცვალების შემთხვევაში:
ა.ა) გარდაცვლილი ომის ვეტერანის პირადობის მოწმობის ასლი;
ა.ბ) ვეტერანის მოწმობის ასლი;
ა.გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
ა.დ) მემკვიდრის მოწმობის ასლი;
ა.ე) განცხადება.
ბ) მარტოხელა სოციალურად დაუცველი მოქალაქის შემთხვევაში:
ბ.ა) სოციალურად დაუცველი მოქალაქის მოწმობის ასლი;
ბ.ბ) რწმუნებულის მიერ გაცემული ცნობა: გარდაცვლილის სოციალური მდგომარეობის შესაახებ და გარდაცვლილის უახლოესი ნათესავის ან მეზობლის შესახებ ვისაც ჩაერიცხება აღნიშნული სარიტუალო დახმარება.
ბ.გ) განცხადება.
მუხლი 8🔗.
ობოლი ბავშვების ერთჯერადი დახმარება
1.
ობოლი ბავშვების ერთჯერადი დახმარება განისაზღვროს:
ა) ობლების შემთხვევაში 150 ლარით;
ბ) დედ–მამით ობლების შემთხვევაში 500 ლარით.
2.
დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა) სოციალური სუბსიდიების სააგენტოდან საპენსიო ბაზაში არსებული სახელობითი სია;
ბ) მეურვის პირადობის მოწმობის ასლი.
მუხლი 9🔗.
მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება
1.
მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება განისაზღვროს 200 ლარით.
2.
დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა) ყველა შვილის (ხუთი და ხუთზე მეტი, ერთი 18 წლამდე) დაბადების ან პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) ქორწინების მოწმობის ასლი;
გ)ერთ–ერთი მშობლის პირადობის მოწმობის ასლი;
დ) განცხადება.