„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №217/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №41/ნ |
|
2013 წლის 27 მარტი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
|
| მუხლი 1 |
„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 28 დეკემბრის №217/ნ ბრძანების (www.matsne.gov.ge, 111228020, 28/12/2011 სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016254) პირველი პუნქტით დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და წესდების:
ა) მე-4 მუხლის: ა.ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულია უწყვეტი განათლების ცენტრი.“; ა.ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. უწყვეტი განათლების ცენტრი წარმოადგენს უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს უწყვეტი განათლების, პროფესიული რეაბილიტაციის, გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების, სუბსპეციალობის, აკადემიური პერსონალის გადამზადების და სხვა პროგრამების, ცალკეული მოდულების განხორციელებას, მოკლევადიანი სასწავლო კურსების, ტრენინგების, სემინარების და საზაფხულო სკოლების ორგანიზებას.“; ბ) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 და მე-11 პუნქტები: „10. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა არის უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეული. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა შედგება ბიბლიოთეკის ადმინისტრაციისაგან, უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების ბიბლიოთეკებისაგან, სამკითხველო დარბაზებისა და წიგნსაცავისგან. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მიზნებია: ა) საბიბლიოთეკო ფონდებისა და რესურსების უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პერსონალისათვის სრული და ეფექტური გამოყენების ხელშეწყობა; საუნივერსიტეტო განათლებისა და სამეცნიერო კვლევის პროცესის ხელშეწყობა; ბ) უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო მოთხოვნათა შესაბამისად საბიბლიოთეკო ფონდების ჩამოყალიბება; გ) უნივერსიტეტის ზოგადი და სპეციალიზებული საინფორმაციო რესურსებისა და მომსახურების განვითარება-განახლების პროგრამების/პროექტების შემუშავება და განხორციელება. 11. უნივერსიტეტის სხვა დამხმარე სტრუქტურული ერთეულებია: ა) კანცელარია; ბ) სასწავლო პროცესის მართვის სამსახური; გ) ფინანსური და მატერიალური რესურსების მართვის სამსახური; დ) საგარეო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების სამსახური; ე) იურიდიული სამსახური; ვ) ადამიანური რესურსების მართვის სამსახური; ზ) ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფის სამსახური.“ გ) მე-10 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. რექტორის მოადგილის უფლებამოსილება განისაზღვრება რექტორის სამართლებრივი აქტით.“ დ) მე-11 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს სამართლებრივ აქტს ბრძანების სახით“ ე) მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ვ) 25-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს სამართლებრივ აქტებს;“ ზ) 46-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 46. აკადემიური პერსონალი და აკადემიური წოდებები 1. აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორებისაგან. 2. პროფესორთა შემადეგენლობას მიეკუთვნება სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი. 3. პროფესორები მონაწილეობენ ან/და წარმართავენ სასწავლო პროცესსა და მეცნიერულ კვლევებს. 4. პროფესორის სასწავლო და სამეცნიერო-მეთოდური დატვირთვის ზღვრულ ოდენობას განსაზღვრავს აკადემიური საბჭო. ზღვრული ოდენობის შემცირება დასაშვებია აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით. 5. აკადემიურ საბჭოს უფლება აქვს უცხო ქვეყნის მოქალაქე მეცნიერს ან საზოგადო მოღვაწეს განსაკუთრებული დამსახურებისათვის მიანიჭოს საპატიო დოქტორის წოდება. 6. აკადემიურ საბჭოს უფლება აქვს, 65 წელს მიღწეულ სრულ პროფესორს მიანიჭოს ემერიტუსის წოდება. თუ პირი დანიშნულია აკადემიურ ან ადმინისტრაციულ თანამდებობაზე, მას ემერიტუსის წოდება მიენიჭება აკადემიურ/ადმინისტრაციულ თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლის შემდეგ. 7. ემერიტუსის წოდების მქონე პირი მონაწილეობს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში აკადემიური ან/და ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების გარეშე. 8. ემერიტუსის წოდების მქონე პირს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო ან კვლევით დაწესებულებაში აკადემიური, ადმინისტრაციული ან სხვა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული თანამდებობის დაკავების შემთხვევაში ჩამოერთმევა ემერიტუსის წოდება. 9. უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წელს გადაცილებული პირის არჩევის და თანამდებობიდან გათავისუფლების, ემერიტუსის წოდების მინიჭებისა და ემერიტუსის წოდების მქონე პირისთვის ანაზღაურების ოდენობის საკითხს წყვეტს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილებით. 10. აკადემიურ პერსონალს აკადემიური თანამდებობის დაკავებიდან 1 წლის შემდეგ, აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ერთხელ, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება მიეცეს ანაზღაურებადი სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულება არა უმეტეს 6 თვის ვადით. ანაზღაურებადი სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულების მიცემის წესი განისაზღვრება აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით. 11. აკადემიური პერსონალის უფლებები და ვალდებულებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“ თ) 49-ე მუხლის „ე“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) პენსიაზე გასვლა ან ემერიტუსის წოდების მინიჭება;“ ი) 52-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედქციით: „მუხლი 52. თანამდებობრივი შეუთავსებლობა 1. ადმინისტრაციული თანამდებობის პირს არ შეიძლება უნივერსიტეტში იმავდროულად ეკავოს სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა, იყოს სხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. 2. აკადემიური საბჭოს წევრს არ შეიძლება უნივერსიტეტში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა, გარდა რექტორისა, ან იყოს წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი. 3. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს არ შეიძლება იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა. 4. პირს არ შეიძლება უნივერსიტეტში ერთდრულად ეკავოს ორი აკადემიური თანამდებობა. 5. თუ ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების ან მართვის ორგანოს წევრობის წინაპირობაა აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნა, აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლა იწვევს შესაბამის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე ან მართვის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტას აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგების დამტკიცებისთანავე, თუ პირი არ აირჩა შესაბამის აკადემიურ თანამდებობაზე. 6. აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის სხვა სახის სამსახურებრივი შეუთავსებლობა განისაზღვრება აღნიშნული პერსონალების სამსახურში მიღების წესებითა და საქართველოს კანონმდებლობით.“ კ) 53-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგები დგება ბრძანების გამოცემიდან თორმეტი თვის შემდეგ. დროის ამ მონაკვეთში სტუდენტის სტატუსი ითვლება შეჩერებულად და სტუდენტი უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა.“ |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|