„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონი
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 75) 66-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით, 3 წლის ვადით ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია.“;
ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, თუ იგი არ არის საერთო სასამართლოს მოსამართლე, ვერ შეითავსებს სხვა თანამდებობას. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად საერთო სასამართლოს მოსამართლის არჩევის შემთხვევაში მდივანი ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს ახორციელებს სამოსამართლო უფლებამოსილებების განხორციელების პარალელურად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნისთვის დადგენილი სათანადო ანაზღაურების გარეშე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2008 წლის 15 ივლისი.
№198–რს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 15.07.2008.
- როდის იქნა მიღებული „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
- „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე მიღებულია 15.07.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №198. სარეგისტრაციო კოდი — 110.050.010.04.001.003.234.
- სად არის „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.07.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე, №198, 15.07.2008, სარეგისტრაციო კოდი 110.050.010.04.001.003.234 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.07.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/18772/