საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი (1)
- საქართველოს კონსტიტუცია 24.08.1995
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კონსტიტუციური კანონი |
1. 511 მუხლის მოქმედი რედაქციის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის მაისიდან ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებამდე.“.
2. 73-ე მუხლის მოქმედი რედაქციის პირველი პუნქტის:
ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) იღებს მთავრობის, მთავრობის წევრისა და კანონით განსაზღვრულ სხვა თანამდებობის პირთა გადადგომას; მთავრობას, მთავრობის წევრს აკისრებს მოვალეობათა შესრულებას მთავრობის ახალი შემადგენლობის ან მთავრობის ახალი წევრის დანიშვნამდე;“;
ბ) „ს“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. მე-80 მუხლის მოქმედი რედაქციის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის მიღების შემდეგ მთავრობა იხსნის უფლებამოსილებას საქართველოს პრეზიდენტის წინაშე. პრეზიდენტი იღებს მთავრობის უფლებამოსილების მოხსნას და მასვე აკისრებს მოვალეობის შესრულებას მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე.“;
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. თუ მთავრობის შემადგენლობამ და სამთავრობო პროგრამამ ზედიზედ სამჯერ ვერ მიიღო პარლამენტის ნდობა, საქართველოს პრეზიდენტი 3 დღის ვადაში დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საქართველოს კონსტიტუციის 511 მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი გარემოება. საქართველოს კონსტიტუციის 511 მუხლის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს დაითხოვს და რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს შესაბამისი გარემოების ამოწურვიდან 3 დღის ვადაში.“;
გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:
„51. მთავრობის გადადგომის ან საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისი გადაყენების შემთხვევაში პრეზიდენტი მასვე აკისრებს მოვალეობის შესრულებას მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე. მთავრობის ახალი შემადგენლობის წარდგენა და მისთვის ნდობის გამოცხადება ხდება ამ მუხლის მე-2–მე-4 პუნქტების შესაბამისად. პარლამენტის მიერ მთავრობის ახალი შემადგენლობისათვის ნდობის გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოქმედებს ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესი, იმ პირობით, რომ გადამდგარი თუ გადაყენებული მთავრობა განაგრძობს თავისი მოვალეობის შესრულებას რიგგარეშე არჩევნების შედეგად ახალარჩეული პარლამენტის მიერ მთავრობის ახალი შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადებამდე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქუთაისი, 25 მარტი 2013 წ. N496-რს
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუციური კანონი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.03.2013.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 25.03.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №496-რს. სარეგისტრაციო კოდი — 010010000.01.001.016010.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.03.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუციური კანონი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“, №496-რს, 25.03.2013, სარეგისტრაციო კოდი 010010000.01.001.016010 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.03.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1877698/