„საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№199
სარეგისტრაციო კოდი
400.010.020.05.001.003.235
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 17, 28/07/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

   მუხლი 1 . „საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 2000 წელი, მუხ. 114) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) გარემოს ეროვნული სააგენტო – საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.“.

2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სანაპიროების საინჟინრო დაცვის ზონების საზღვრებს შეიმუშავებს გარემოს ეროვნული სააგენტო და შესაბამის დაინტერესებულ უწყებებსა და ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებთან შეთანხმებით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.“.

3. IV თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გარემოს ეროვნული სააგენტო და ნაპირდაცვის ღონისძიებათა დაფინანსება“.

4. მე-10 და მე-11 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 10. გარემოს ეროვნული სააგენტო

1. გარემოს ეროვნული სააგენტო არის ამ კანონისა და „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციის, ლიკვიდაციისა და ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 დეკემბრის №1061 ბრძანებულების შესაბამისად დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონითა და დებულებით.

2. გარემოს ეროვნული სააგენტო ამ კანონით რეგულირებული ურთიერთობების სფეროში:

ა) ადგენს სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის გენერალურ სქემებს, ნაპირდაცვის ჰიდროტექნიკური ნაგებობების პროექტებს;

ბ) ახორციელებს ნაპირდაცვისა და ნაპირაღდგენის სამშენებლო საქმიანობების ორგანიზებას;

გ) ახორციელებს მონიტორინგს სანაპიროების საინჟინრო დაცვის ზონებში.

3. გარემოს ეროვნული სააგენტოს მცურავი საშუალებანი საქართველოს პორტებში დგომისას და მუშაობისას მომსახურების საფასურს იხდიან, როგორც სასამსახურო და სამეცნიერო-კვლევითი მცურავი საშუალებანი.

    მუხლი 11. გარემოს ეროვნული სააგენტოს დაფინანსების წყაროები

გარემოს ეროვნული სააგენტოს დაფინანსება ხორციელდება:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით;

ბ) პროგრამული დაფინანსების სახსრებით;

გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებით.“.

    მუხლი 2 ეს კანონი ამოქმედდეს 2008 წლის 1 აგვისტოდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 15 ივლისი.

№199–რს