⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (08.11.2022)
გაუქმებულია:

სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისა და კონტროლის 2013 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 22.03.2013
ძალის დაკარგვა 08.11.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №62
სარეგისტრაციო კოდი სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისა და კონტროლის სახელმწიფო პროგრამა
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/03/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 460 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.03.2013 მიღება
08.11.2022 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (3)
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი
სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისა და კონტროლის სახელმწიფო პროგრამა თანხა ლარებით
სამივლინებო ხარჯები 50 000
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისა და კონტროლის 2013 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №62 2013 წლის 22 მარტი    ქ. თბილისი სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისა და კონტროლის 2013 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-15 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისა და კონტროლის“  2013 წლის სახელმწიფო პროგრამა. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისა და კონტროლის 2013 წლის სახელმწიფო პროგრამა მუხლი 1🔗. სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისა და კონტროლის სახელმწიფო  პროგრამის მიზანი და ამოცანები 1. სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისა და კონტროლის სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში ‑ პროგრამა) მიზანია საქართველოს   კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის სრულყოფილად წარმართვის ხელშეწყობა, რაც განაპირობებს სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ორგანიზაცი­ული საკითხების გაუმჯობესებისა და სამედიცინო დაწესებულებების მიერ საექსპერტო დასკვნების გაცემის სისწორეს. 2.    პროგრამის ამოცანებია: ა) შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრისა და  სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ორგანიზაციული საკითხების სრულყოფა; ბ) სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის მიმდინარეობაზე სახელმწიფო კონტროლის გაუმჯობესება და ამ სფეროში კანონიერების განმტკიცება. მუხლი  2🔗. პროგრამით განსახორციელებელი ღონისძიებები 1. არასწორად გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის დასკვნის გამოვლენის მიზნით პროგრამის ფარგლებში განხორციელდება  სამედიცინო გადამოწმების მიზნით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გამოკვლევა პროგრამის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიმწოდებლის მიერ. 2. სამედიცინო დაწესებულების მიერ არასწორად გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის დასკვნის გამოსავლენად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს  (შემდგომში - სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო უფლებამოსილია: ა) შერჩევით შეამოწმოს სამედიცინო დაწესებულების მიერ ბოლო შემოწმებიდან გასულ პერიოდში ჩატარებული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ამსახველი სამედიცინო დოკუმენტაცია,  მათ შორის უპირატესად: ა.ა)  შეზღუდული შესაძლებლობის  მქონე პირის სტატუსის ხარისხის დამძიმება დადგენილ ვადაში გადამოწმებისას; ა.ბ.)   პირველადად დადგენილი შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი; ა.გ.)   უვადოდ დადგენილი შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი. 3. სამედიცინო დაწესებულებების მიერ არასწორად გაცემული საექსპერტო დასკვნის გამოვლენის მიზნით შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის განმეორებით შემოწმებას უზრუნველყოფს ტენდერში გამარჯვებული სამედიცინო დაწესებულება. შშმ პირის გადამოწმებისას შშ სტატუსის მიმნიჭებელი სამედიცინო დაწესებულება და ტენდერში გამარჯვებული სამედიცინო დაწესებულება  არ უნდა იყოს: ა)  ერთი და იგივე სამედიცინო დაწესებულება; ბ)  არ უნდა ჰყავდეთ მართვის განმახორციელებელი ერთი პირი; გ) ორივე დაწესებულებაში დამფუძნებლები (მონაწილეები) არ უნდა წარმოადგენდნენ ერთსა და იმავე პირებს, რომელთა ჯამური წილი თითოეულ დაწესებულებაში შეადგენს არანაკლებ 20%-ს. მუხლი 3🔗. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის დაფინანსების წყაროა „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონი (პროგრამული კოდი 35 01 02). პროგრამის ბიუჯეტის ოდენობა შეადგენს 200 000 ლარს. სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისა და კონტროლის სახელმწიფო პროგრამა თანხა ლარებით სამედიცინო დაწესებულების მიერ არასწორად გაცემული დასკვნის გამოსავლენად სამედიცინო გადამოწმების მიზნით შშმ პირის გამოკვლევა მიმწოდებლის მიერ 150 000 სამივლინებო ხარჯები 50 000 მუხლი 4🔗. პროგრამის განხორციელებაში მონაწილე დაწესებულებები პროგრამის განხორციელებაში მონაწილე დაწესებულებებია: ა) შემსყიდველი ორგანიზაცია -  სამინისტროს  სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო; ბ) მიმწოდებელი ‑ სამედიცინო დაწესებულება, რომელთანაც კანონმდებლობით დადგენილი წესით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“  საქართველოს კანონის შესაბამისად, გაფორმებულია  ხელშეკრულება. მუხლი 5🔗. მომსახურების შესყიდვა და განხორციელების  მექანიზმები 1. შემსყიდველი ორგანიზაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით შეარჩევს მიმწოდებელს და დებს მასთან  სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“  საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. 2. შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვებისათვის საჭირო პროცედურების დაწყებას უზრუნველყოფს 2013 წლის 10 აპრილამდე.