,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №61 |
|
2013 წლის 22 მარტი ქ. თბილისი |
1. მე-4 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს ,,ვ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,ვ1) ეკონომიკური დეპარტამენტი;“;
ბ) მე-3 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ი) მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;“.
2. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 17. ადმინისტრაციული დეპარტამენტი
ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:
ა) სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება;
ბ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის მატერიალურ‑ტექნიკური უზრუნველყოფა;
გ) სამინისტროს საქმისწარმოების ორგანიზება;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დანიშვნა-გათავისუფლების, გადაყვანის, შვებულების, მივლინების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, სამინისტროს მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა, საკადრო საკითხებთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებების (მათ შორის, წარდგინებების მომზადების) უზრუნველყოფა;
ე) სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა უზრუნველყოფა;
ვ) სახელმწიფო ჯილდოებზე წარდგენის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა;“.
3. მე-17 მუხლის შემდეგ დაემატოს 171 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 171. ეკონომიკური დეპარტამენტი
ეკონომიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:
ა) სამინისტროს სისტემის ეკონომიკური და ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა;
ბ) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამებისათვის დანახარჯებისა და რესურსების პროგნოზირება და ხარჯვის მიმდინარეობის ანალიზი;
გ) სამინისტროს წლიური და საშუალოვადიანი ბიუჯეტების პროექტების მომზადება, ერთიანი ბიუჯეტის შემუშავება და მისი აღსრულების კოორდინაცია;
დ) საფინანსო-ეკონომიკური და საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად და ხარჯთა ნუსხის შედგენა;
ე) სამინისტროსათვის საჭირო საბუღალტრო აღრიცხვა, სამინისტროს სისტემაში შემავალი ერთეულების ფინანსური ანგარიშგების შემოწმება და ბალანსის შედგენა.“.
4. 186 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 186. მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:
ა) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, აგრეთვე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დაწესებულებებთან სამინისტროს შესაბამისი თანამდებობის პირების მიერ ოფიციალური კომენტარისა და ინტერვიუს მიცემის კოორდინაცია;
ბ) სამინისტროს ვებგვერდზე განსათავსებელი ინფორმაციის მომზადება და განთავსების მიზანშეწონილობის განსაზღვრა, ვებგვერდის განვითარებისათვის წინადადებების მომზადება;
გ) საზოგადოებასთან ურთიერთობის, მოქალაქეთა მიღებისა და ცხელი ხაზის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
დ) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა.“.
დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 1 აპრილიდან.
|