საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.03.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №214
სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.016171
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/03/2013
matsne.gov.ge 370 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ლევან დოლიძე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №214 2013 წლის 27 მარტი ქ. თბილისი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციის სამმართველოს თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 15 თებერვლის №107 ბრძანებულების ამოქმედებისთანავე.საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ლევან დოლიძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციის სამმართველოს დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციის სამმართველო (შემდგომ – სამმართველო) არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი. 2. სამმართველო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით. 3. სამმართველო, კომპეტენციის ფარგლებში, თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს. 4. სამმართველო ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. მუხლი 2🔗. სამმართველოს ფუნქციები და ამოცანები სამმართველოს ფუნქციები და ამოცანებია: ა) თავდაცვის ტრანსფორმაციის ღონისძიებების შესრულების მხარდაჭერა, კოორდინაცია, მონიტორინგი და ანგარიშგება; ბ) სამინისტროს სისტემაში გადაწყვეტილების მიღების პროცესების ხელშეწყობა და ამ მიზნით რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშვება; გ) კანონმდებლობითა და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა მოვალეობათა შესრულება. მუხლი 3🔗. სამმართველოს ხელმძღვანელობა 1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) წარმოადგენს სამმართველოს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას; გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; დ) ზედამხედველობს სამმართველოს თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას; ე) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) შეიმუშავებს წინადადებებს სამმართველოს შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ; ზ) წარადგენს შუამდგომლობას სამმართველოს მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე; თ) ანგარიშს აბარებს მინისტრის შესაბამის მოადგილეს სამმართველოს საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ; ი) ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა მოვალეობებს. 3. სამმართველოს უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე. 4. სამმართველოს უფროსის არყოფნის დროს მის ფუნქცია-მოვალეობებს, ახორციელებს სამმართველოს უფროსის  მოადგილე. 5. სამმართველოს უფროსის მოადგილე: ა) პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ხელს აწერს და ვიზირებას უკეთებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს; გ) აკონტროლებს და პასუხისმგებელია სამმართველოს საქმიანობის მიმდინარეობასა და შედეგებზე; დ) ორგანიზაციას უწევს სამმართველოს მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადებისა და ატესტაციის საკითხებს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან შეთანხმებით; ე) უზრუნველყოფს სამმართველოს ეფექტურ ფუნქციონირებას.