საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივ საკითხთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.03.2013
ძალის დაკარგვა 08.10.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №213
სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.016170
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/03/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ლევან დოლიძე | საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 26.09.2016
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივ საკითხთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება
№213
2013 წლის 27 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივ საკითხთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,პ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივ საკითხთა დეპარტამენტის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 15 თებერვლის №107 ბრძანებულების ამოქმედებისთანავე.საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ლევან დოლიძე
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივ საკითხთა დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივ საკითხთა დეპარტამენტი (შემდგომ - დეპარტამენტი) არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომ - სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომ - მინისტრი) სამართლებრივი აქტებით.
3. დეპარტამენტი, კომპეტენციის ფარგლებში, თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
4. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები
დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ბ) კანონშემოქმედებით სფეროში საქართველოს პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია და საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელების ხელშეწყობა;
გ) საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანთან წარსადგენ კანონპროექტთა ნუსხის შემუშავება;
დ) წინადადებების შემუშავება სამინისტროს კანონშემოქმედებითი გეგმის თაობაზე;
ე) საქართველოს პარლამენტიდან შემოსულ პეტიციებზე, საჩივრებსა და განცხადებებზე რეაგირება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ნორმატიული აქტების და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, სამართლებრივი ექსპერტიზა და ვიზირება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, სხვა უწყებებიდან შემოსული და სამინისტროს სისტემაში მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადების უზრუნველყოფა;
თ) მინისტრის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტების ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციისათვის წარდგენის კოორდინაცია;
ი) პირთა განცხადებების განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
კ) თავდაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დახვეწის მიზნით, საქართველოს და პარტნიორი ქვეყნების კანონმდებლობის შესაბამისი ნორმატიული აქტების შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
ლ) თავდაცვის სფეროში საერთაშორისო შეთანხმებების და სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, სამართლებრივი ექსპერტიზა და კანონმდებლობის შესაბამისად საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების განხორციელება;
მ) მოქმედ საერთაშორისო ხელშეკრულებათა შეწყვეტისა და მოქმედების შეჩერების შესახებ წინადადებების შემუშავება;
ნ) უცხოეთის შესაბამის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოსთან, საერთაშორისო და/ან არასამთარობო ორგანიზაციასთან დასადები იმ ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების (მიუხედავად მათი ფორმისა და სახელწოდებისა) პროექტების მომზადება, სამართლებრივი ექსპერტიზა, გაფორმების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება და სამართლებრივი უზრუნველყოფა, რომლებიც არ წარმოადგენენ „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებს, არ რეგულირდება საერთაშორისო სამართლის ნორმებით და იდება საჯარო უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში;
ო) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო სწავლებების დაგემგვის პროცესში მონაწილეობა და სამართლებრივი უზრუნველყოფა;
პ) სამინისტროს მიერ დასადები სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების სამართლებრივი ექსპერტიზა და ვიზირება;
ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს წარმომადგენლობა სასამართლო დავებზე, გამოძიების და სააღსრულებო ორგანოებში, ადმინისტრაციულ ორგანოებში (სამინისტროს ადმინისტრაციული საჩივრ(ებ)ის განხილვისას);
რ) კომპეტენციის ფარგლებში სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების კოორდინაცია;
ს) სამინისტროში შემოსული ადმინისტრაციული საჩივრების (საჭიროებისამებრ სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად) განხილვა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების ან/და წინადადებების შემუშავება;
ტ) სამინისტროს მონაწილოებით მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილებების განზოგადება და რეკომენდაციების წარდგენა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისათვის;
უ) კანონმდებლობითა და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა მოვალეობათა შესრულება.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტში შემავალ სამმართველოებსა და მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
დ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას;
ე) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ვ) შეიმუშავებს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ;
ზ) წარადგენს შუამდგომლობას დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
თ) ანგარიშს აბარებს მინისტრის შესაბამის მოადგილეს დეპარტამენტის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ;
ი) ვიზირებას უკეთებს სამინისტროს მიერ დასადები სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებებს;
კ) მინისტრის ბრძანების საფუძველზე, დეპარტამენტის მოსამსახურეებს ანიჭებს სასამართლო დავებზე, გამოძიების და სააღსრულებო, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში (სამინისტროს ადმინისტრაციული საჩივრ(ებ)ის განხილვისას) წარმომადგენლობის უფლებამოსილებას;
ლ) ახორციელებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა მოვალეობებს.
3. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე.
4. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის დროს მის ფუნქცია-მოვალეობებს, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.
5. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ხელს აწერს და ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
გ) აკონტროლებს და პასუხისმგებელია დეპარტამენტის საქმიანობის მიმდინარეობასა და შედეგებზე;
დ) ორგანიზებას უწევს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადებისა და ატესტაციის საკითხებს, სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან შეთანხმებით;
ე) უზრუნველყოფს დეპარტამენტის ეფექტურ ფუნქციონირებას.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა, სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები და ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) პარლამენტთან ურთიერთობის და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;
ბ) საერთაშორისო სამართლისა და ხელშეკრულებების ექსპერტიზის სამმართველო;
გ) სასამართლოებში წარმომადგენლობის სამმართველო.
2. პარლამენტთან ურთიერთობის და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) კანონშემოქმედებით სფეროში საქართველოს პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია და საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელების ხელშეწყობა;
ბ) საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანთან წარსადგენ კანონპროექტთა ნუსხის შემუშავება;
გ) წინადადებების შემუშავება სამინისტროს კანონშემოქმედებითი გეგმის თაობაზე;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ნორმატიული აქტების და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და სამართლებრივი ექსპერტიზა;
ე) კომპეტენციის ფარგლებში სხვა უწყებებიდან შემოსული და სამინისტროს სისტემაში მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადების უზრუნველყოფა;
ვ) მინისტრის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტების ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციისათვის წარდგენის კოორდინაცია;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში პირთა განცხადებების განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
თ) თავდაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დახვეწის მიზნით, საქართველოს და პარტნიორი ქვეყნების კანონმდებლობის შესაბამისი ნორმატიული აქტების შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება.
3. საერთაშორისო სამართლისა და ხელშეკრულებების ექსპერტიზის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) თავდაცვის სფეროში საერთაშორისო შეთანხმებების და სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, სამართლებრივი ექსპერტიზა და კანონმდებლობის შესაბამისად საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების განხორციელება;
ბ) მოქმედ საერთაშორისო ხელშეკრულებათა შეწყვეტისა და მოქმედების შეჩერების შესახებ წინადადებების შემუშავება;
გ) უცხოეთის შესაბამის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოსთან, საერთაშორისო და/ან არასამთარობო ორგანიზაციასთან დასადები იმ ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების (მიუხედავად მათი ფორმისა და სახელწოდებისა) პროექტების მომზადება, სამართლებრივი ექსპერტიზა, გაფორმების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება და სამართლებრივი უზრუნველყოფა რომლებიც არ წარმოადგენენ „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებს, არ რეგულირდება საერთაშორისო სამართლის ნორმებით და იდება საჯარო უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში;
დ) სამინისტროს მიერ დასადები სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების სამართლებრივი ექსპერტიზა და ვიზირება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, თავდაცვის სფეროში პარტნიორი ქვეყნების კანონმდებლობის შესწავლის პროცესში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება, მოქმედი კანონმდებლობის დახვეწის მიზნით;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო სწავლებების დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა და სამართლებრივი უზრუნველყოფა;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ნორმატიული აქტების და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და სამართლებრივი ექსპერტიზა;
4. სასამართლოებში წარმომადგენლობის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს წარმომადგენლობა სასამართლო დავებზე;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს წარმომადგენლობა გამოძიების და სააღსრულებო ორგანოებში;
გ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოებში (სამინისტროს ადმინისტრაციული საჩივრ(ებ)ის განხილვისას);
დ) კომპეტენციის ფარგლებში სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების კოორდინაცია;
ე) სამინისტროში შემოსული ადმინისტრაციული საჩივრების (საჭიროებისამებრ სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად) განხილვა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების ან/და წინადადებების შემუშავება;
ვ) სამინისტროს მონაწილეობით მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილებების განზოგადება და რეკომენდაციების წარდგენა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისათვის;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში პირთა განცხადებების განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
თ) სამინისტროში შემოსული სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საპროცესო კანონმდებლობაში, სააღსრულებო და სასამართლოებთან დაკავშირებული საკანონმდებლო აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება.
ი) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ნორმატიული აქტების და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და სამართლებრივი ექსპერტიზა;
5.სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელიც:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ახორციელებს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების კონტროლს, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;
გ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე.
6. სამმართველოს უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელიც:
ა) ხელს უწყობს სამმართველოს უფროსს დაკისრებული მოვალეობების განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზაციაში;
ბ) მონაწილეობს სამმართველოში შემოსული მასალების განაწილებაში;
გ) ზედამხედველობს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
დ) სამმართველოს უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლება-მოვალეობებს.