ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.03.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს დედაქალაქი თბილისი (ჩუღურეთის რაიონის გამგეობა)
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 010260030.53.101.016010
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/03/2013
matsne.gov.ge 837 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ჩუღურეთის რაიონის გამგებელი დავით დაღელაშვილი ჩუღურეთის რაიონის გამგებელი

დოკუმენტის ტექსტი

ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ ქ. თბილისი ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ბრძანება №2 2013 წლის 27 მარტი ქ. თბილისი ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ ,,საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლის, მე-4 პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 72-ე და 73-ე მუხლების, ,,ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მერის 2013 წლის 28 თებერვლის №9 ბრძანების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ი” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ 1. დამტკიცდეს ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის თანდართული შინაგანაწესი; 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ჩუღურეთის რაიონის გამგებელიდავით დაღელაშვილი დანართი ჩუღურეთის რაიონის გამგეობის შ ი ნ ა  გ ა ნ ა წ ე ს ი მუხლი 1🔗.  ზოგადი დებულება ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის შინაგანაწესი შედგენილია ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 72-ე და 73-ე მუხლების შესაბამისად და მისი მიზანია ხელი შეუწყოს გამგეობის მოსამსახურეთა მიერ შრომისადმი კეთილსინდისიერ დამოკიდებულებას, სამსახურებრივი დისციპლინის განმტკიცებას, შრომითი ნაყოფიერების გაზრდასა და სამუშაო დროის რაციონალურად გამოყენებას. მუხლი 2🔗. სამუშაო დრო 1.  სამუშაო დრო წარმოადგენს კალენდარული დროის ნაწილს, რომლის განმავლობაშიც თანამშრომელი ვალდებულია განახორციელოს თავისი სამსახურებრივი უფლება-მოვალეობანი. 2. დადგენილია 5-დღიანი სამუშაო კვირა. შაბათ-კვირა და საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი უქმე და სადღესასწაულო დღეები არის დასვენების დღეები. 3.   გამგეობაში ხუთდღიანი სამუშაო კვირის პირობებში, ყოველდღიური მუშაობის ხანგრძლივობა განისაზღვრება დღეში 8 საათით, ერთსაათიანი შესვენებით. 4.  სამუშაო დღე იწყება 10 სთ-ზე და მთავრდება 19 სთ-ზე. შესვენება იწყება 14 სთ-ზე და გრძელდება 15 სთ-მდე. 5.  მოსამსახურე, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების გამო არ იმყოფება შენობაში, ითვლება სამსახურში მყოფად. მუხლი 3🔗. დასვენებისა და სადღესასწაულო დღეებში, აგრეთვე ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ დაწესებულებაში ყოფნის პირობები და წესი დასვენებისა და სადღესასწაულო დღეებში, აგრეთვე ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ, გამგეობის შესაბამისი განყოფილების ხელმძღვანელთან შეთანხმებით, მოსამსახურეს შეუძლია დაწესებულებაში ყოფნა, როგორც გამონაკლისი, ცალკეული მოსამსახურეთათვის გადაუდებელი, წინასწარ გაუთვალისწინებელი სამუშაოების არსებობის შემთხვევაში, ასევე, როცა აუცილებელია დაწყებული სამუშაოს დასრულება, რომელიც ვერ დამთავრდებოდა დადგენილი სამუშაო დროის განმავლობაში და რომელთა დროულად შესრულებაზე დამოკიდებულია შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობა. მუხლი 4🔗. ხელფასის გაცემის დრო და ადგილი 1.   გამგეობის მოსამსახურეების შრომის ანაზღაურება შედგება თანამდებობრივი სარგოსაგან და სხვა დანამატებისაგან, რაც გათვალისწინებულია ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით. 2.   გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებსა და თანამდებობათა დასახელებას ამტკიცებს ქ. თბილისის საკრებულო. 3.   ხელფასი გაიცემა ყოველი თვის ბოლოს მოსამსახურეთა პლასტიკურ ბარათზე დარიცხვით სს ,,ლიბერთი ბანკში". მუხლი 5🔗. სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემულ განკარგულებათა გამგეობის მოსამსახურეებამდე დაყვანის წესი 1. სამსახურებრივ საკითხებზე გამგებლის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ოფიციალურად ეცნობა მოსამსახურე, რომელსაც ეხება იგი. 2. ოფიციალურად გაცნობა ნიშნავს იმ მოსამსახურის მიერ, რომელსაც ეხება აქტი, დოკუმენტის მეორე მხარეს ხელმოწერას მითითებით - ,,გავეცანი". 3.   იმ შემთხვევაში თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეხება მოსამსახურეთა განსაზღვრულ ჯგუფს, ამ მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრული წესი შეიძლება შეიცვალოს მისი საჯაროდ გამოცხადებით. საჯაროდ გამოცხადება ნიშნავს ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამგეობის შენობაში ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე ღიად მოთავსებას. მუხლი 6🔗. შრომის დაცვისა და ხანძარსაწინაარმდეგო უსაფრთხოების  ზოგადი ინსტრუქციები 1.   გამგეობის ხელმძღვანელობა ვალდებულია მოსამსახურეებს შეუქმნას შრომის ჯანსაღი და უსაფრთხო პირობები. 2.   მოსამსახურე ვალდებულია: ა)   შეასრულოს ხელმძღვანელობის განკარგულებები; ბ)   დაიცვას შრომის დისციპლინა, რაციონალურად გამოიყენოს სამუშაო დრო, არ დაუშვას ისეთი მოქმედება, რომელიც შეაფერხებს გამგეობის მუშაობას; გ)  დაიცვას გამგეობის შინაგანაწესის უკლებლივ ყველა მოთხოვნა; დ) გაუფრთხილდეს მასთან არსებულ დაწესებულების ქონებას; ე) შეასრულოს მხოლოდ მასზე დაკისრებული მოვალეობანი; ვ) წესრიგში იქონიოს სამუშაო ადგილი, დაიცვას სისუფთავე და სიმშვიდე დაწესებულებაში. 3.  დაუშვებელია გამგეობის (გამგეობის განყოფილების) შენობაში ხანძარსაშიში, ტოქსიკური ან სხვა მავნე ნივთიერების შემოტანა და მისი მოთავსება. მუხლი 7🔗. თამბაქოს მოწევის წესი და ადგილი 1.   გამგეობის (გამგეობის განყოფილების) შენობაში დაუშვებელია თამბაქოს მოწევა. 2.  გამგეობის შენობაში (გამგეობის განყოფილებაში) თამბაქოს მოწევისათვის  გამოიყოფა სპეციალური ადგილები. 3. ადგილები, რომლებიც გამოიყოფა თამბაქოს მოწევისათვის, უნდა ექვემდებარებოდეს ვენტილაციას დღე-ღამის განმავლობაში სულ მცირე, ერთი საათით მაინც. 4.  თამბაქოს მოსაწევ ადგილზე განთავსდება შესაბამისი აბრები. 5.  თამბაქოს მოწევის ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების განზრახ დარღვევისათვის ხელმძღვანელი უფლებამოსილია გამოიყენოს ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ზომა. მუხლი 8🔗. ადგილი, სადაც თამბაქოს მოწევისათვის ადგილის გამოყოფა დაუშვებელია თამბაქოს მოწევისათვის სპეციალური ადგილის გამოყოფა აკრძალულია: 1. მოსაცდელ ოთახებში, კორიდორებში, კიბის უჯრედებში; 2. ჰიგიენურ წერტილებში; 3. ლიფტებსა და მცირე ზომის დახურული ტიპის კონსტრუქციებში; 4. ბიბლიოთეკებში და სხვა სახის საცავებში, სასწავლო ოთახებში, აუდიტორიებსა და ლაბორატორიებში; 5. კვების პროდუქტების დამზადებისა და მათ სასაწყობო ადგილებში; 6. წყალსადენ-კანალიზაციის, ელექტრომომარაგების, სუსტი დენების, გათბობის, ხანძარსაწინააღმდეგო და უსაფრთხოების ტექნიკის საკვანძო ტერიტორიებზე. მუხლი 9🔗. სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულება და სამართლებრივი აქტების დაცვის ვალდებულება 1.   მოსამსახურე ვალდებულია შეასრულოს თავისი სამსახურებრივი მოვალეობანი, რომელიც განსაზღვრულია ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით, საქართველოს შრომის კოდექსით, სხვა კანონებით, თანამდებობრივი ინსტრუქციებით, შინაგანაწესითა და სხვა სამართლებრივი აქტებით. 2. მოსამსახურე ვალდებულია სპეციალური მითითების გარეშე დაიცვას ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც სამსახურს ეხება და მის სამსახურებრივ ადგილს უკავშირდება. მუხლი 10🔗. სამსახურში არყოფნის შეტყობინების წესი 1.   დასაქმებული ვალდებულია გამოცხადდეს სამუშაო ადგილზე ყოველ სამუშაო დღეს, დროულად, დაგვიანების გარეშე. 2.   სამსახურში არყოფნის ან შესაძლო დაგვიანების შემთხვევაში, მოსამსახურემ, სულ ცოტა ერთი დღით ადრე, უნდა შეატყობინოს თავის უშუალო უფროსს ამის შესახებ. შეტყობინება შეიძლება მოხდეს შემდგომაც, თუ არსებობს ამის საპატიო მიზეზი. 3.   სამუშაო ადგილზე გამოცხადება და სამუშაო ადგილიდან გასვლა ფიქსირდება მაგნიტური ბარათების სისტემის მეშვეობით. მუხლი 11🔗. შინაგანაწესის შესრულება 1.  შინაგანაწესი სავალდებულოა შესასრულებლად გამგეობის ყველა საჯარო მოსამსახურისათვის. 2.  შინაგანაწესი გამოიკვრება გამგეობის შენობაში სპეციალურად გამოყოფილ თვალსაჩინო ადგილას. 3.   შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში საჯარო მოსამსახურეს ეკისრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა. მუხლი 12🔗. შინაგანაწესის გაცნობა 1. შინაგანაწესის პროექტი, დამტკიცებამდე, წარედგინება გამგეობის მოსამსახურეებს გასაცნობად, რომელთაც შეუძლიათ გამოთქვან შენიშვნები. 2. გამგეობის აპარატი სამსახურში მიღებისას უზრუნველყოფს მოსამსახურისათვის შინაგანაწესის გაცნობას, რაც დასტურდება ხელმოწერით. მუხლი 13🔗. დასკვნითი დებულებანი გამგეობის შინაგანაწესს ამტკიცებს რაიონის გამგებელი.