საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 28.03.2013
ძალის დაკარგვა 25.03.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
ნომერი №68
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.029.016050
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/04/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 13.06.2011
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის
ბრძანება
№68
2013 წლის 28 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ და “რ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2011 წლის 13 ივნისის №78 ბრძანება.
3.
ბრძანება ძალშია გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრიდავით დარახველიძე
დანართი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ადმინისტრაციული დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის (შემდგომში _ მინისტრი) სამართლებრივი აქტებისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.
2. დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. დეპარტამენტის საქმიანობას კოორდინაციას უწევს კურატორი მინისტრის მოადგილე.
მუხლი 2🔗.
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებები
1. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებებია:
ა) სამინისტროს ორგანიზაციული და ადმინისტრაციული საქმიანობის უზრუნველყოფა;
ბ) მინისტრის თათბირებისა და სხდომების ორგანიზება;
გ) სამინისტროს სისტემაში საქმისწარმოების ორგანიზება;
დ) საარქივო საქმიანობის წარმართვა;
ე) მოქალაქეთა მიღების კოორდინაცია და ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ვ) წლიური და კვარტალური სტატისტიკური ანგარიშების შედგენა მათი დანიშნულებისამებრ წარდგენის მიზნით;
ზ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;
თ) სამინისტროში არსებულ ცხელ ხაზზე შემოსულ სატელეფონო შეტყობინებათა რეგისტრაცია და შესაბამისი კონსულტაციის გაწევა; შემოსულ შეტყობინებებეზე რეაგირების მიზნით სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის ინფორმაციის მიწოდება;
ი) სამინისტროს ფუნქციონირების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა.
კ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2. დეპარტამენტი, მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისას, თანამშრომლობს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და ტერიტორიულ ორგანოებთან.
მუხლი 3🔗.
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. იგი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
2. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების უფროსებსა და მოხელეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს;
დ) ზედამხედველობს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების უფროსებისა და მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ე) ხელს აწერს და/ან ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ და/ან სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ შესათანხმებლად წარმოდგენილ დოკუმენტებს;
ვ) ამზადებს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ზ) მინისტრსა და შესაბამის მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
თ) კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით მინისტრს წარუდგენს კანდიდატურებს დეპარტამენტის ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნად;
ი) წარუდგენს მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, მოხელეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
კ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების უფროსების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე;
ლ) მინისტრთან და შესაბამის მინისტრის მოადგილესთან შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე;
მ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;
ნ) წარუდგენს ანგარიშს მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ;
ო) ასრულებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს, აგრეთვე მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.
3. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი კანონმდებლობის შესაბამისად.
4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) ხელს აწერს და/ან ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ და/ან სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ შესათანხმებლად წარმოდგენილ დოკუმენტებს;
ბ) მონაწილეობას იღებს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების უფროსების მიერ პერიოდული ანგარიშების მომზადებაში და ამზადებს საბოლოო ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ დეპარტამენტის უფროსისათვის წარსადგენად;
გ) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს.
5. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კანონმდებლობით დადგენილი წესით მასზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.
6. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის ფუნქციებს ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
მუხლი 4🔗.
დეპარტამენტის სტრუქტურა
1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) საქმისწარმოების სამმართველო, რომლის სტრუქტურული ქვედანაყოფია ცხელი ხაზის განყოფილება;
ბ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო;
2. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელიც წარმართავს სამმართველოს საქმიანობას და სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.
3. სამმართველოს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
4. სამმართველოს უფროსი:
ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე დეპარტამენტის უფროსის წინაშე;
გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოხელეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს;
დ) ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ და/ან სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ შესათანხმებლად წარმოდგენილ დოკუმენტებს;
ე) ამზადებს პერიოდულ ანგარიშებს სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ვ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს კომპეტენციაში შემავალი ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
ზ) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს.
5. განყოფილების უფროსი:
ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას;
ბ) პასუხისმგებელია განყოფილებაზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე სამმართველოს უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის წინაშე;
გ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების მოხელეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს;
6. საქმისწარმოების სამმართველოს, რომლის სტრუქტურული ქვედანაყოფია ცხელი ხაზის განყოფილება, ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამინისტროში ელექტრონული საქმისწარმოების უზრუნველყოფა;
ბ) სამინისტროში შემოსული პრეზიდენტის განკარგულებებისა და ბრძანებების, პრემიერ-მინისტრის ბრძანებების, მთავრობის განკარგულებებისა და დადგენილებების, მთავრობის სხდომის ოქმების რეგისტრაცია და დანიშნულებისამებრ შემსრულებლებისთვის გადაცემა;
გ) სამინისტროდან სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებში, საწარმოებში, დაწესებულებებში, ორგანიზაციებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებში, აგრეთვე მოქალაქეებთან გასაგზავნი წერილების რეგისტრაცია და გაგზავნის უზრუნველყოფა, მათი კომპიუტერული ბაზის შექმნა;
დ) ადრესატისათვის სასწრაფოდ გადასაცემი წერილის ადგილზე მიტანა;
ე) გაგზავნილი წერილის უკან დაბრუნების შემთხვევაში შემსრულებლის ინფორმირება აღნიშნულის თაობაზე;
ვ) სამინისტროში სხვადასხვა ორგანიზაციებიდან შემოსული წერილების რეგისტრაცია და მათი კომპიუტერული ბაზის შექმნა;
ზ) შემოსული წერილების შესრულების მიმდინარეობის ანალიზი და კომპიუტერში მათი შესრულების შესახებ ინფორმაციის შეტანა;
თ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისათვის შემოსული წერილების შესრულების თაობაზე შეხსენებების დარიგება;
ი) სამინისტროში შემოსული მოქალაქეთა განცხადებების რეგისტრაცია: თანდართული დოკუმენტაციის შემოწმება, განცხადებისათვის საჭირო დოკუმენტების ასლის გადაღება;
კ) განცხადებების შესრულების მიმდინარეობის ანალიზი და კომპიუტერში მათი შესრულების შესახებ ინფორმაციის შეტანა;
ლ) სამინისტროში შემოსული დევნილთა განცხადებების კომპიუტერული ბაზის შექმნა;
მ) რეზოლუციებით დაბრუნებული წერილების შემსრულებლებისათვის გადაცემა;
ნ) ყოველი დღის ბოლოს გასული წერილების რეესტრის ამობეჭვდა;
ო) სამინისტროს შიდა მიმოწერის განხორციელება: მოხსენებითი ბარათებისა და სამსახურებრივი ბარათების რეგისტრაცია და მათი კომპიუტერული ბაზის შექმნა; ადრესატებისათვის გადაცემა;
პ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის ბრძანებების რეგისტრაცია და შემსრულებლებამდე დაყვანა;
ჟ) დევნილთა საკითხების და მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტების მიერ გაცემული ცნობების რეგისტრაცია;
რ) სამინისტროს საქმიანი კორესპონდენციის საარქივო წარმოება; საჭიროების შემთხვევაში არქივიდან დოკუმენტების გაცემა და მათზე პასუხისმგებლობა;
ს) სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ მოქალაქეებზე დაშვებული საშვების კომპიუტერული ბაზის შექმნა; მოქალაქეებზე საშვის გამოწერა;
ტ) საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეთათვის ახსნა-განმარტების მიცემა;
უ) პერიოდულად ანალიზის გაკეთება საქმისწარმოების მიმდინარეობის თაობაზე;
ფ) სამინისტროში არსებულ ცხელ ხაზზე დევნილებისაგან შემოსულ სატელეფონო შეტყობინებათა რეგისტრაცია და შესაბამისი კონსულტაციის გაწევა; შემოსულ შეტყობინებებეზე რეაგირების მიზნით სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის ინფორმაციის მიწოდება;
ქ) სხვა დავალებების შესრულება.
7. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატის შეუფერხებელი მუშაობისათვის საჭირო შესასყიდი საქონლისა და მომსახურების მიღება; ამასთან დაკავშირებით მომსახურე ორგანიზაციებთან მიღება-ჩაბარების, ურთიერთშედარების აქტების მომზადება და მომწოდებელი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი პირველადი დოკუმენტების (მიღება-ჩაბარების აქტი, ურთიერთშედარების აქტი, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, სასაქონლო ზედნადები) ხელმოწერა და დამოწმება;
ბ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის შეუფერხებელი მუშაობისათვის მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით აღჭურვა;
გ) შესაძენი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების ნაერთი განაცხადის შესადგენად მოსამზადებელი სამუშაოების ორგანიზება;
დ) ნაერთი განაცხადის შედგენა და შესყიდვების სამმართველოსთვის გადაცემა;
ე) მატერიალურ ფასეულობათა შემოსავალ-გასავლის დოკუმენტების დამუშავება;
ვ) მატერიალური ფასეულობების რაოდენობრივი აღრიცხვა და კონტროლი მათი ექსპლუატაციისა და შენახვის წესების დაცვაზე;
ზ) მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივად არსებული და ბალანსზე რიცხული ნაშთების შესაბამისობის უზრუნველყოფა;
თ) საანგარიშო პერიოდში მატერიალური ფასეულობების სისტემური და შერჩევითი შემოწმება;
ი) მატერიალურ ფასეულობათა ფაქტობრივი ნაშთების ყოველთვიური შედარება ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებთან;
კ) მატერიალურ ფასეულობათა პასუხისმგებელ პირებზე მიმაგრების უზრუნველყოფა;
ლ) საინვენტარიზაციო კომისიასთან ერთად, ინვენტარიზაციის შედეგების განსაზღვრაში მონაწილეობა, აღწერაში მატერიალური ფასეულობების სრულად და ზუსტად შეტანის უზრუნვლყოფა და მასზე პასუხისმგებლობა;
მ) სამინისტროს შენობის მიმდინარე რემონტისა და შეკეთების უზრუნველყოფა;
ნ) სამინისტროს შენობაში ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის მრიცხველების გამართულ მუშაობაზე კონტროლი;
ო) გათბობის სისტემის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
პ) სამინისტროს შიდა და ქალაქის კავშირგაბმულობის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა;
ჟ) სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომანქანების საწვავითა და ტექნიკური მომსახურებით უზრუნველყოფა;
რ) ექსპლუატაციისათვის უვარგისი საშუალებების სათანადო წესით ჩამოწერის უზრუნველყოფა და სხვა სახარჯი მასალების ხარჯებში გაწერის დოკუმენტების მომზადება;
ს) სამინისტროს საჭიროებიდან გამომდინარე, ტექნიკური და კომპიუტერული მოწყობილობების ახალი ინოვაციური მოწყობილობებით ჩანაცვლება და მათზე მონიტორინგის წარმოების უზრუნველყოფა;
ტ) სამინისტროში საინფორმაციო-ტექნოლოგიური ხასიათის ხარვეზებზე დროული რეაგირება და მისი აღმოფხვრა;
უ) სხვა დავალებების შესრულება.
მუხლი 5🔗.
დეპარტამენტის მოსამსახურეები
1. დეპარტამენტის მოსამსახურეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის მოსამსახურეები, მათზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულნი არიან სამმართველოს უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის წინაშე.