დიდუბის რაიონის გამგეობის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.03.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს დედაქალაქი თბილისი (დიდუბის რაიონის გამგეობა)
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 010260030.53.101.016012
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/03/2013
matsne.gov.ge 787 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ლევან მხეიძე გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი

დოკუმენტის ტექსტი

დიდუბის რაიონის გამგეობის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ ქ. თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობის ბრძანება №2 2013 წლის 27 მარტი ქ. თბილისი დიდუბის რაიონის გამგეობის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ ,,საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ"საქართველოს კანონის 72-ე და 73-ე მუხლების, ,,ქ. თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" ქ. თბილისის მერის 2013 წლის 28 თებერვლის №12 ბრძანების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ი” ქვეპუნქტის შესაბამისად ვბრძანებ 1. დამტკიცდეს დიდუბის რაიონის გამგეობის თანდართული შინაგანაწესი. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.გამგებლის მოვალეობის შემსრულებელილევან მხეიძე დანართი დიდუბის რაიონის გამგეობის შ ი ნ ა გ ა  ნ ა წ ე ს ი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება ქ.თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობის შინაგანაწესი შედგენილია ,,საჯარო სამსახურის შესახებ,, საქართველოს კანონის 72-ე და 73-ე მუხლების შესაბამისად და მისი მიზანია ხელი შეუწყოს გამგეობის მოსამსახურეთა მიერ შრომისადმი კეთილსინდისიერ დამოკიდებულებას, შრომის დისციპლინის განმტკიცებას, შრომის ნაყოფიერების გაზრდას და სამუშაო დროის რაციონალურად გამოყენებას. მუხლი 2🔗. სამუშაო დროის დასაწყისი და დასასრული 1. გამგეობაში ხუთდღიანი სამუშაო კვირის პირობებში, ყოველდღიური მუშაობის ხანგრძლივობა განისაზღვრება დღეში 8 საათით, ერთსაათიანი შესვენებით. 2. სამუშაო დღე იწყება 10 სთ-ზე და მთავრდება 19 სთ-ზე. შესვენება იწყება 14 სთ-დან და გრძელდება 15 სთ-მდე. 3. მოსამსახურე, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების გამო არ იმყოფება შენობაში, ითვლება სამსახურში მყოფად. მუხლი 3🔗. დასვენების და სადღესასწაულო დღეებში, აგრეთვე ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ დაწესებულებაში ყოფნის პირობები და წესი გამგეობის შესაბამისი განყოფილების ხელმძღვანელთან შეთანხმებით, მოსამსახურეს შეუძლია დასვენების და სადღესასწაულო დღეებში, აგრეთვე ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ დაწესებულებაში ყოფნა, როგორც გამონაკლისი, მხოლოდ ცალკეული მოსამსახურეთათვის გადაუდებელი, წინასწარ გაუთვალისწინებელი სამუშაოების არსებობის შემთხვევაში, ასევე როცა აუცილებელია დასრულებულ იქნეს დაწყებული სამუშაო, რომელიც ვერ დამთავრდებოდა დადგენილი სამუშაო დროის განმავლობაში და რომელთა დროულად შესრულებაზე დამოკიდებულია შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობა. მუხლი 4🔗. ხელფასის გაცემის დრო და ადგილი 1.  გამგეობის მოსამსახურეების შრომის ანაზღაურება შედგება თანამდებობრივი სარგოსაგან და სხვა დანამატებისაგან, რაც გათვალისწინებულია "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით. 2. გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებსა და თანამდებობათა დასახელებას ამტკიცებს ქ.თბილისის საკრებულო. 3.   ხელფასი გაიცემა ყოველი თვის ბოლოს მოსამსახურეთა პლასტიკურ ბარათზე დარიცხვით სს "ლიბერთი ბანკში". მუხლი 5🔗. სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემულ განკარგულებათა გამგეობის მოსამსახურეებამდე დაყვანის წესი 1. სამსახურებრივ საკითხებზე გამგებლის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ოფიციალურად ეცნობა მოსამსახურე, რომელსაც ეხება იგი. 2.  ოფიციალურად გაცნობა ნიშნავს იმ მოსამსახურის მიერ, რომელსაც ეხება აქტი, დოკუმენტის მეორე მხარეს ხელმოწერას მითითებით,- ,,გავეცანი,,. 3.   იმ შემთხვევაში თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეხება მოსამსახურეთა განსაზღვრულ ჯგუფს, ამ მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრული წესი შეიძლება შეიცვალოს მისი საჯაროდ გამოცხადებით. საჯაროდ გამოცხადება ნიშნავს ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამგეობის შენობაში ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე ღიად მოთავსებას. მუხლი 6🔗. შრომის დაცვისა და ხანძარსაწინაარმდეგო უსაფრთხოების  ზოგადი ინსტრუქციები 1.  გამგეობის ხელმძღვანელობა ვალდებულია მოსამსახურეებს შეუქმნას შრომის ჯანსაღი და უსაფრთხო პირობები. 2.   მოსამსახურე ვალდებულია: ა)   შეასრულოს ხელმძღვანელობის განკარგულებები; ბ)    დაიცვას შრომის დისციპლინა, რაციონალურად გამოიყენოს სამუშაო დრო, არ დაუშვას ისეთი მოქმედება, რომელიც შეაფერხებს გამგეობის მუშაობას; გ)  დაიცვას გამგეობის შინაგანაწესის უკლებლივ ყველა მოთხოვნა; დ) გაუფრთხილდეს მასთან არსებულ დაწესებულების ქონებას; ე) შეასრულოს მხოლოდ მასზე დაკისრებული მოვალეობანი; ვ) წესრიგში იქონიოს სამუშაო ადგილი, დაიცვას სისუფთავე და სიმშვიდე დაწესებულებაში. 3. დაუშვებელია გამგეობის (გამგეობის განყოფილების) შენობაში ხანძარსაშიში, ტოქსიკური ან სხვა მავნე ნივთიერების შემოტანა და მისი მოთავსება. მუხლი 7🔗. თამბაქოს მოწევის წესი და ადგილი 1. გამგეობის (გამგეობის განყოფილების) შენობაში დაუშვებელია თამბაქოს მოწევა. 2.  გამგეობის შენობაში (გამგეობის განყოფილებაში) თამბაქოს მოწევისათვის  გამოიყოფა სპეციალური ადგილები. 3.   ადგილები, რომლებიც გამოიყოფა თამბაქოს მოწევისათვის, უნდა ექვემდებარებოდეს ვენტილაციას დღე-ღამის განმავლობაში სულ მცირე, ერთი საათით მაინც. 4.   თამბაქოს მოსაწევ ადგილზე განთავსდება შესაბამისი აბრები. 5.    თამბაქოს მოწევის ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების განზრახ დარღვევისათვის ხელმძღვანელი უფლებამოსილია გამოიყენოს ,,საჯარო სამსახურის შესახებ,, საქართველოს კანონით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ზომა. მუხლი 8🔗. ადგილი სადაც თამბაქოს მოწევისათვის ადგილის გამოყოფა დაუშვებელია თამბაქოს მოწევისათვის სპეციალური ადგილის გამოყოფა აკრძალულია: 1. მოსაცდელ ოთახებში, კორიდორებში, კიბის უჯრედებში; 2. ჰიგიენურ წერტილებში; 3. ლიფტებსა და მცირე ზომის დახურული ტიპის კონსტრუქციებში; 4. ბიბლიოთეკებში და სხვა სახის საცავებში, სასწავლო ოთახებში, აუდიტორიებსა და ლაბორატორიებში; 5. კვების პროდუქტების დამზადებისა და მათ სასაწყობო ადგილებში;  6. წყალსადენ-კანალიზაციის, ელექტრომომარაგების, სუსტი დენების, გათბობის, ხანძარსაწინააღმდეგო და უსაფრთხოების ტექნიკის საკვანძო ტერიტორიებზე. მუხლი 9🔗. სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულება და სამართლებრივი აქტების დაცვის ვალდებულება 1.  მოსამსახურე ვალდებულია შეასრულოს თავისი სამსახურებრივი მოვალეობანი, რომელიც განსაზღვრულია ,,საჯარო სამსახურის შესახებ,, საქართველოს კანონით, საქართველოს შრომის კოდექსით, სხვა კანონებით, თანამდებობრივი ინსტრუქციებით, შინაგანაწესითა და სხვა სამართლებრივი აქტებით. 2.  მოსამსახურე ვალდებულია სპეციალური მითითების გარეშე დაიცვას ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც სამსახურს ეხება და მის სამსახურებრივ ადგილს უკავშირდება. მუხლი 10🔗. სამსახურში არყოფნის შეტყობინების წესი 1. სამსახურში არყოფნის ან შესაძლო დაგვიანების შემთხვევაში მოსამსახურემ ამის შესახებ თავის უშუალო უფროსს უნდა შეატყობინოს სულ ცოტა ერთი დღით ადრე. შეტყობინება შეიძლება მოხდეს შემდგომ თუ არსებობს საპატიო მიზეზი. 2. მოსამსახურეთა სამსახურში გამოცხადებისა და დღის განმავლობაში დაწესებულებიდან გასვლის აღრიცხვა შეიძლება წარმოებდეს ელექტრონული ბარათით/საშვით. მუხლი 11🔗. შინაგანაწესის შესრულება 1.შინაგანაწესი სავალდებულოა შესასრულებლად გამგეობის ყველა საჯარო მოსამსახურისათვის. 2.შინაგანაწესი გამოიკვრება გამგეობის და გამგეობის განყოფილების შენობაში სპეციალურად გამოყოფილ თვალსაჩინო ადგილას. 3.შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში საჯარო მოსამსახურეს ეკისრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ,, საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა. მუხლი 12🔗. შინაგანაწესის გაცნობა 1. შინაგანაწესის პროექტი დამტკიცებამდე წარედგინება გამგეობის მოსამსახურეებს გასაცნობად, რომელთაც შეუძლიათ გამოთქვან შენიშვნები. 2. გამგეობის აპარატი სამსახურში მიღებისას უზრუნველჰყოფს მოსამსახურისათვის შინაგანაწესის გაცნობას, რაც დასტურდება ხელმოწერით. მუხლი 13🔗. დასკვნითი დებულებანი გამგეობის შინაგანაწესს ამტკიცებს რაიონის გამგებელი.