⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (06.02.2014)
გაუქმებულია:

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.03.2013
ძალის დაკარგვა 06.02.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
ნომერი №67
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.029.016049
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/04/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 579 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.03.2013 მიღება
06.02.2014 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ბრძანება №67 2013 წლის 28 მარტი ქ. თბილისი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ და „რ“ ქვეპუნქტების, მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და მე-7 მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველოს თანდართული დებულება. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრიდავით დარახველიძე დანართი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველოს დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველო (შემდგომში – სამმართველო) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად. 2. სამმართველო თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს. მუხლი 2🔗. სამმართველოს ამოცანები და უფლებამოსილებები სამმართველოს ამოცანები და უფლებამოსილებებია: ა) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან მინისტრისა და სამი­ნის­ტროს ურთიერთობის უზრუნველყოფა და ხელშეწყობა; ბ) საზოგადოების ინფორმირება სამინისტროს საქმიანობის თაობაზე; გ) ბრიფინგებისა და სამინისტროს ვებგვერდის საინფორმაციო უზ­რუნ­ველყოფა და ორგანიზება; დ) სამინისტროს განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო ხასიათის დო­კუმენტების მომზადება-გავრცელება; ე) ფოტო-ვიდეო მასალების დამზადება-დაარქივება; ვ) სამინისტროში შემოსულ კორესპონდენციებზე მუშაობა და რეაგირება კომპეტენციის ფარგლებში; ზ) სამინისტროს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება და მისი გაშუქების უზრუნველყოფა; თ) სამინისტროს საქმიანობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ყოველდღიური მედიამონიტორინგის განხორციელება; ი) საზოგადოების ინფორმირებისათვის სოციალური ქსელების გამოყენება და მათი მხრიდან სოციალურ ქსელებში შემოსულ კითხვებზე რეაგირება კომპეტენციის ფარგლებში; კ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში, ჟურნალისტებისათვის ტრეინინგების ორგანიზება.  მუხლი 3🔗. სამმართველოს ხელმძღვანელობა 1. სამმართველოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. იგი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე. 2. სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) წარმოადგენს სამმართველოს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოხელეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს; დ) ზედამხედველობს სამმართველოს მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ე) ხელს აწერს და/ან ვიზას ადებს სამმართველოში მომზადებულ და/ან სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ შესათანხმებლად წარმოდგენილ დოკუმენტებს; ვ) ამზადებს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ზ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს კომპეტენციაში შემავალი ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით; თ) მინისტრს წარუდგენს კანდიდატურებს სამმართველოს ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნად; ი) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს სამმართველოს საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, მოხელეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; კ) პერიოდულად ისმენს სამმართველოს მოხელეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე; ლ) შუამდგომლობს მინისტრთან სამმართველოს მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა სემინარებსა და კურსებში მონაწილეობის მიღების თაობაზე; მ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამმართველოს ამოცანების შესასრულებლად; ნ) სამმართველოს საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს მინისტრს; ო) ასრულებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს, აგრეთვე მინისტრის მოადგილის ცალკეულ დავალებებს. 3. სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას მინისტრთან შეთანხმებით ასრულებს სამმართველოს ერთ-ერთი მოხელე. მუხლი 4🔗. სამმართველოს მოსამსახურეები 1. სამმართველოს მოსამსახურეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამმართველოს მოსამსახურეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს სამმართველოს უფროსი. 3. სამმართველოს მოსამსახურეები, მათზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულნი არიან სამმართველოს უფროსის წინაშე.