,, ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№32
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.116.016127
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/04/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №32

2013 წლის 29 მარტი

ქ. ცაგერი

 

,, ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
   ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის №6 დადგენილებაში (www. matsne.gov.ge, 30/01/2013, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.116.016101)  შევიდეს შემდეგი ცვლილება:

ა)  დადგენილებაში ამოღებულ იქნეს  დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი.

 ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა, გათავისუფლება განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარემამუკა ლეთოდიანი