საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.03.2013
ძალის დაკარგვა 19.04.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №216
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016173
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/03/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,255 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.03.2013 მიღება
19.04.2016 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია საქართველოს თავდაცვის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №216 2013 წლის 28 მარტი ქ. თბილისი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ  ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს  „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“’ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 15 თებერვლის №107 ბრძანებულების ამოქმედებისთანავე. საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ალასანია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის დებულება           მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტი (შემდგომ - დეპარტამენტი) არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომ - სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი. 2.  დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომ - მინისტრი) სამართლებრივი აქტებით. 3. დეპარტამენტი, კომპეტენციის ფარგლებში, თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს. 4. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანებია: ა) სამინისტროს სისტემის ადამიანური რესურსების (როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პერსონალი) მართვისა და პროფესიული განვითარების პოლიტიკის შემუშავება, მისი განხორციელების მექანიზმების  განსაზღვრა, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება; ბ) სამინისტროს სისტემის სამოქალაქო პერსონალის რეკრუტირების, შერჩევის, პროფესიული განვითარების და კარიერის მართვის ხელშეწყობა; გ) სამინისტროს სამოქალაქო ოფისში შრომითი ურთიერთობების (დანიშვნა, გათავისუფლება, შვებულება, მივლინება და სხვა) დოკუმენტაციის წარმოება; დ) კომპეტენციის ფარგლებში, ადამიანური რესურსების მართვის საკითხებთან დაკავშირებით სამინისტროს სისტემაში სამუშაო ჯგუფების ორგანიზება და მათი მუშაობის წარმართვა; ე) ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების საკითხებზე სამინისტროს სისტემის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებისა და სამოქალაქო და სამხედრო მოსამსახურეების ინფორმირება; ვ) სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ  სამოქალაქო მოსამსახურეთა აღრიცხვა, ზუსტი სტატისტიკური მონაცემების დადგენა, პერიოდულად განახლება და დამუშავება; ზ) სამინისტროს სისტემის ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების პროცესების, პროცედურებისა და დოკუმენტაციის შემუშავება, რევიზია და საჭიროების შემთხვევაში, განახლება; თ) ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე სხვადასხვა სამთავრობო უწყებებთან,  არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან  თანამშრომლობა და კოორდინაცია; ი) ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების კუთხით დაგეგმილი და განხორციელებული ცვლილებებისა და მათი შედეგების შესახებ ანგარიშების მომზადება და სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; კ) სამინისტროს სისტემაში სტრუქტურული ქვედანაყოფების ადამიანური რესურსებით (სამხედრო/სამოქალაქო) დაკომპლექტებისა და საჭირო დონის მზადყოფნის შენარჩუნებისათვის შესაბამისი პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით, გაერთიანებული შტაბიდან და სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების  მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით ტენდენციების ანალიზი, დეფიციტური სპეციალობების მონიტორინგი, რეკრუტირების მოთხოვნებისა და გადინების პროგნოზირება.  ლ) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება. მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას, პასუხს აგებს დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას; გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის თანამშრომელთა შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, ახორციელებს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების კონტროლს; დ) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; ე) შეიმუშავებს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის,  მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ; ვ) შუამდგომლობს დეპარტამენტის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე; ზ) ანგარიშს აბარებს კურატორ მინისტრის მოადგილეს დეპარტამენტის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ; თ) ახორციელებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა მოვალეობებს. 3. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც, დეპარტამენტის უფროსისა და შესაბამისი მინისტრის მოადგილის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 4. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის დროს მის ფუნქცია-მოვალეობებს, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე. 5. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ა) პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ხელს აწერს და ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, ახორციელებს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების კონტროლს; დ) აკონტროლებს და პასუხისმგებელია დეპარტამენტის საქმიანობის მიმდინარეობასა და შედეგებზე; ე) ორგანიზაციას უწევს დეპარტამენტის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადებისა და ატესტაციის საკითხებს სამინისტროს სამოქალაქო ოფისის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან შეთანხმებით; ვ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის ეფექტურ ფუნქციონირებას. მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა, სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები და ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო; ბ) ადამიანური რესურსების პოლიტიკისა და დაგეგმვის სამმართველო: ბ.ა) პროფესიული განვითარების განყოფილება. 2. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს ფუნქციებია: ა) ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამართულ კონკურსთან და მოსამსახურეთა ატესტაციასთან დაკავშირებული პროცესების  ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ბ) სამოქალაქო ოფისის  თითოეული თანამდებობის საკვალიფიკაციო  მოთხოვნებთან მოხელის შესაბამისობის დადგენა; გ) სამინისტროს სისტემის ახალი თანამშრომლებისთვის საორიენტაციო პროგრამის ორგანიზება და სამინისტროს საქმიანობის წესების შესახებ მათი ინფორმირება; დ) კანონმდებლობის შესაბამისად, პასუხისმგებელი თანამდებობის პირების მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების დროულად შევსებისა და ჩაბარების ორგანიზება და კონტროლი; ე) სამინისტროს სამოქალაქო ოფისის მოსამსახურეთათვის კონსულტაციების გაწევა შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებულ საკითხებზე; ვ) სამინისტროს სამოქალაქო ოფისის ადამიანური რესურსების რაოდენობრივი შემადგენლობის და მონაცემთა აღრიცხვა, მათი პირადი საქმეების დადგენილი წესით წარმოება და დაცვა, ადამიანური რესურსების  მონაცემთა ინფორმაციული ბანკის შექმნა და წარმოება; ზ) სამოქალაქო ოფისის საშტატო ნუსხის მომზადება და პერიოდული განახლება; თ) ადამიანური რესურსების სტაბილურობის, გადაადგილებისა და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების წარმოება, პერიოდული ანალიზი და შეფასება; ი) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრის სამართლებრივი აქტების (დანიშვნა, სამსახურებრივი გადაადგილება, გადაყვანა, გათავისუფლება, შვებულება, მივლინება, წახალისება, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება და სხვა) პროექტების მომზადება და ვიზირება; კ) სამინისტროს სამოქალაქო ოფისის მოსამსახურეთათვის საკლასო ჩინის მინიჭებასთან დაკავშირებული პროცესის ორგანიზება; ლ) სამინისტროს სამოქალაქო ოფისის მოსამსახურეთა სახელმწიფო ჯილდოზე წარსადგენად შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება; მ) სამინისტროს სამოქალაქო ოფისის შინაგანაწესის შემუშავება და მისი შესრულების კონტროლის ხელშეწყობა; ნ) სამინისტროს სამოქალაქო ოფისში ქცევის ზოგადი წესის შესახებ პერსონალის ინფორმირება; ო) სამოქალაქო ოფისში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის კოორდინაცია; პ) ადამიანური რესურსების საკითხებთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის გასაცემად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 3. ადამიანური რესურსების პოლიტიკისა და დაგეგმვის სამმართველოს ფუნქციებია: ა) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად, სამინისტროს, შეიარაღებული ძალების და სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ადამიანური რესურსების (როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო)  მართვის პოლიტიკის, სტრატეგიის და სამოქმედო გეგმების შემუშავება და მათი განხორციელების ზედამხედველობა; ბ) სამინისტროს სისტემის ადამიანური რესურსების მართვასა და პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებული პროცესებისა და პროცედურების (მათ შორის, რეკრუტირება, პროფესიული განვითარება, კარიერის მართვა, საქმიანობის შეფასება, მოტივაცია და სხვა) შემუშავება, შესაბამისი კონცეპტუალური და სახელმძღვანელო დოკუმენტების მომზადება; გ) სამინისტროს სისტემის სამოქალაქო პირთა ადამიანური რესურსების დაგეგმვა და სამხედრო მოსამსახურეთა ადამიანური რესურსების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება; დ) სამინისტროს სისტემის ორგანიზაციული მართვის ხელშეწყობა, ორგანიზაციული გარემოს კვლევის, მართვის, შედეგების ანალიზის რეაგირებისა და განვითარების მექანიზმების განსაზღვრა და ჩამოყალიბება; ე) სამინისტროს სისტემის თანამდებობისთვის ძირითადი კომპეტენციებისა და ფუნქცია-მოვალეობების განსაზღვრა; ვ) სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სტრუქტურული ქვედანაყოფების ორგანიზაციული და სამუშაოს აღწერების შემუშავება; ზ)სამინისტროს სამოქალაქო ოფისის თითოეული თანამდებობისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემუშავება და განსაზღვრა; თ) დამსახურებაზე დაფუძნებული რეკრუტირების კარიერის მართვისა და განვითარების, მოტივაციისა და შენარჩუნების სისტემის შემუშავება; ი) სამუშაოს შესრულების შეფასების და რეაგირების მექანიზმების შემუშავება და პროცესის ორგანიზება; კ) სამინისტროს სამოქალაქო ოფისის ქცევის ზოგადი  წესის  დოკუმენტის შემუშავება; ლ) კომპეტენციის ფარგლებში, ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების საკითხებზე სამინისტროს სისტემის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, ასევე, სხავადასხვა სამთავრობო უწყებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან თანამშრომლობა; მ) ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების კუთხით დაგეგმილი და განხორციელებული ცვლილებებისა და მათი შედეგების შესახებ ანგარიშების მომზადება. 4. პროფესიული განვითარების განყოფილების ფუნქციებია: ა) სამინისტროს სისტემის პროფესიული განვითარების პოლიტიკის განსაზღვრა; შესაბამისი პროცესების, პროცედურებისა და დოკუმენტაციის დადგენა; ბ) სამინისტროს სამოქალაქო მოსამსახურეების პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით პროფესიული განვითარების პროგრამების მოძიება, კანდიდატების შერჩევის პროცესის ორგანიზება, შესაბამის უწყებებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; გ) სამინისტროს სამოქალაქო მოსამსახურეების პროფესიული განვითარების დაგეგმვა და შეფასება. 5. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელიც: ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას; ბ) ახორციელებს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების კონტროლს, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს; გ)    დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს  მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე. 6. სამმართველოს უფროსს ჰყავს  ერთი მოადგილე, რომელიც: ა) ხელს უწყობს სამმართველოს უფროსს დაკისრებული მოვალეობების განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზაციაში; ბ) მონაწილეობს სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის  განაწილებაში; გ) ზედამხედველობს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; დ) სამმართველოს უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლება-მოვალეობებს; ე) სამმართველოს უფროსის დავალებით, ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს. 7. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელიც: ა) ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას; ბ) ახორციელებს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების კონტროლს, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს; გ)  სამმართველოს უფროსს წარუდგენს ანგარიშს განყოფილების მიერ გაწეული სამუშაოს თაობაზე.