„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. 50-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 50. მოსამსახურის საპენსიო უზრუნველყოფა
მოსამსახურე პენსიაში გადის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
2. 101-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
3. 108-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მოხელეს 1 თვით ადრე უნდა ეცნობოს დაწესებულების ლიკვიდაციის, თანამდებობის შემცირების ან ატესტაციის არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ. ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო განთავისუფლების შესახებ მოხელეს წერილობით უნდა ეცნობოს განთავისუფლებამდე 2 კვირით ადრე მაინც.“.
4. 111-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მოხელე არ შეიძლება განთავისუფლებულ იქნეს სამსახურიდან შტატების შემცირების ან ატესტაციის შედეგების გამო იმ დროის განმავლობაში, როდესაც მისი სამსახურებრივი ურთიერთობები შეჩერებულია: ანაზღაურებად შვებულებაში ყოფნისას; სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის, სასწავლო შეკრების, რეზერვისტთა მობილიზაციის დროს; საპრეზიდენტო ან წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებში კანდიდატად წამოყენებისას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.
მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში შესაბამისმა ორგანოებმა (თანამდებობის პირებმა) უზრუნველყონ სათანადო ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქუთაისი, 20 მარტი 2013 წ. N358-IIს |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 20.03.2013.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 20.03.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №358-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 010320000.05.001.016911.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.03.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №358-IIს, 20.03.2013, სარეგისტრაციო კოდი 010320000.05.001.016911 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.03.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1878743/