⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (11.03.2025)
გაუქმებულია:

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.03.2013
ძალის დაკარგვა 11.03.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №218
სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.016175
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/03/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,143 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.03.2013 მიღება
11.03.2025 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია საქართველოს თავდაცვის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №218 2013 წლის 28 მარტი ქ. თბილისი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,  ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტისა და საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,პ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად,   ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 19 ივლისის №226 ბრძანება. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს  ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 15 თებერვლის №107 ბრძანებულების ამოქმედებისთანავე. საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ალასანია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულება მუხლი 1🔗.  ზოგადი დებულებანი 1.  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი (შემდგომ - ,,დეპარტამენტი’’) არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომ - ,,სამინისტრო’’) სტრუქტურული ქვედანაყოფი. 2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომ -  ,,მინისტრი’’) სამართლებრივი აქტებით.  3. დეპარტამენტი, კომპეტენციის ფარგლებში, თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს. 4. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები  დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანებია: ა)   სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების წარმართვა და კოორდინაცია; ბ)   თავდაცვის პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;  გ)   კომპეტენციის ფარგლებში ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის კოორდინაცია; დ) საზღვარგარეთის სახელმწიფოების თავდაცვის უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარების, წარმოებისა და განვითარების პროცესის კოორდინაცია, შესაბამისი წინადადებების შემუშვება;  ე)    კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, თავდაცვის ატაშეების  და სამხედრო/სამოქალაქო წარმომადგენლობებთან თანამშრომლობის ხელშეწყობა და კოორდინაცია; ვ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს თავდაცვის ატაშეების, სამხედრო და/ან  სამოქალაქო წარმომადგენლების საქმიანობის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;  ზ) საზღვარგარეთის სახელმწიფოების თავდაცვის უწყებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გეგმების (პროგრამების) შემუშავება, სამინისტროს სხვა შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად, მათი განხორციელების კოორდინაცია და მონიტორინგი; თ)     კომპეტენციის ფარგლებში, თავდაცვის პოლიტიკის, თავდაცვის სტრატეგიული და უწყებრივი სამართლებრივი აქტების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; ი)    კომპეტენციის ფარგლებში, ნატოში ინტეგრაციის პროცესის კოორდინაცია  და შესაბამისი წინადადებების მომზადება, ნატოსთან თავდაცვის სფეროში მჭიდრო ურთიერთობების დამყარებისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით;   კ)   ნატოში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისათვის არსებული პარტნიორობის მექანიზმების ეფექტური გამოყენება სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და სხვა შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით;  ლ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და საქართველოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, საერთაშორისო თანამშრომლობის პროცესში გამოვლენილი გამოწვევებისა და ტენდენციების შესწავლა, გაანალიზება და რეკომენდაციების შემუშავება;  მ)   ვიზიტების ეფექტურად წარმართვის  მიზნით,  სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობის უზრუნველყოფა შესაბამისი საინფორმაციო მასალით, განსახილველ საკითხთა შესაძლო თემატიკითა და რეკომენდაციებით;  ნ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში/სწავლებებში საქართველოს სამხედრო ქვედანაყოფების მონაწილეობის დაგეგმვასა და კოორდინაციაში მონაწილეობის მიღება; ო)       მინისტრის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში. მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  მინისტრი. 2. დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას; გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტში შემავალ სამმართველოებსა და  მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;  დ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას; ე) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) შეიმუშავებს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის,  მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ; ზ) წარადგენს შუამდგომლობას დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე; თ) ანგარიშს აბარებს მინისტრის შესაბამის მოადგილეს დეპარტამენტის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ; ი) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად; კ) ახორციელებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა მოვალეობებს. 3. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე.  4. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის დროს მის ფუნქცია-მოვალეობებს, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე. 5. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ა) პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ხელს აწერს და ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; გ) აკონტროლებს და პასუხისმგებელია დეპარტამენტის საქმიანობის მიმდინარეობასა და შედეგებზე; დ) ორგანიზებას  უწევს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადებისა და ატესტაციის საკითხებს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან შეთანხმებით; ე) უზრუნველყოფს დეპარტამენტის ეფექტურ ფუნქციონირებას. მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა, სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები და ხელმძღვანელობა 1.  დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:  ა) საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო;  ბ)  ევროატლანტიკური ინტეგრაციის სამმართველო. 2.  საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს ფუნქციებია: ა) საზღვარგარეთის სახელმწიფოების თავდაცვის უწყებებთან ურთიერთობების დამყარების, წარმოებისა და განვითარების პროცესის კოორდინაცია, შესაბამისი წინადადებების შემუშავება; ბ) საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, თავდაცვის ატაშეებსა და სამხედრო წარმომადგენლობებთან თანამშრომლობის ხელშეწყობა და კოორდინაცია; გ) კომპეტენციის ფარგლებში,  პარტნიორ ქვეყნებში  სამინისტროს  თავდაცვის ატაშეების, სამხედრო და/ან  სამოქალაქო წარმომადგენლების საქმიანობის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა; დ) საზღვარგარეთის სახელმწიფოების თავდაცვის უწყებებთან თანამშრომლობის გეგმების (პროგრამების) შემუშავება, სამინისტროს სხვა შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად, მათი განხორციელების კოორდინაცია და მონიტორინგი; ე) თავდაცვის პოლიტიკის, თავდაცვის სტრატეგიული და უწყებრივი სამართლებრივი აქტების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; ვ) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და საქართველოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, საერთაშორისო თანამშრომლობის პროცესში გამოვლენილი გამოწვევებისა და ტენდენციების შესწავლა, გაანალიზება და რეკომენდაციების შემუშავება; ზ) ვიზიტების ეფექტურად წარმართვის  მიზნით,  სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობის უზრუნველყოფა შესაბამისი საინფორმაციო მასალით, განსახილველ საკითხთა შესაძლო თემატიკითა და რეკომენდაციებით; თ) საქართველოს შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში/სწავლებებში საქართველოს სამხედრო ქვედანაყოფების მონაწილეობის დაგეგმვასა და კოორდინაციაში მონაწილეობა; ი) მინისტრის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში. კ) საზღვარგარეთის ქვეყნებთან სამინისტროს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების  წარმართვა. 3. ევროატლანტიკური ინტეგრაციის სამმართველოს ფუნქციებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს პოლიტიკის წარმართვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის პროცესის კოორდინაციის უზრუნველყოფა, ბ) ნატოსთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარების, წარმოებისა და განვითარების პროცესის კოორდინაცია, შესაბამისი წინადადებების შემუშვება; გ) კომპეტენციის ფარგლებში, ნატოსთან ინტეგრაციის პროცესის კოორდინაცია  და შესაბამისი წინადადებების მომზადება, ნატოსთან თავდაცვის სფეროში მჭიდრო ურთიერთობების დამყარებისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით; დ) ნატოსთან ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისათვის არსებული პარტნიორობის მექანიზმების ეფექტური გამოყენება სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და სხვა შესაბამის უწყებებთან თანამშრმლობით; ე) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, თავდაცვის ატაშეებსა და სამხედრო წარმომადგენლობებთან თანამშრომლობა ნატოსთან თანამშრომლობის ფარგლებში არსებული მექნიზმების ეფექტურად წარმართვის, ნატოში ინტეგრაციის ხელშეწყობისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფის მიზნით; ვ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის პროგრამების (გეგმების, მექანიზმების) შემუშავება, სამინისტროს სხვა შესაბამის სტრუქტურულ  ერთეულებთან ერთად, მათი განხორციელების კოორდინაცია და მონიტორინგი; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და საქართველოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის პროცესში გამოვლენილი გამოწვევებისა და ტენდენციების შესწავლა, გაანალიზება და რეკომენდაციების შემუშავება; თ) თავდაცვის პოლიტიკის, თავდაცვის სტრატეგიული და უწყებრივი სამართლებრივი აქტების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; ი) ვიზიტების ეფექტურად წარმართვის  მიზნით, თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობის უზრუნველყოფა შესაბამისი საინფორმაციო მასალით, განსახილველ საკითხთა შესაძლო თემატიკითა და რეკომენდაციებით; კ) საქართველოს შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში/სწავლებებში საქართველოს სამხედრო ქვედანაყოფების მონაწილეობის დაგეგმვასა და კოორდინაციაში მონაწილეობა; ლ) მინისტრის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში.  4. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელიც: ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას; ბ) ახორციელებს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების კონტროლს, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს; გ)     დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს  მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე. 5.  სამმართველოს უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელიც: ა) ხელს უწყობს სამმართველოს უფროსს დაკისრებული მოვალეობების განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზებაში; ბ) მონაწილეობს სამმართველოში შემოსული მასალების განაწილებაში; გ) ზედამხედველობს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; დ) სამმართველოს უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლება-მოვალეობებს.