თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება მოქმედი ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 27.03.2013
გამომცემი ორგანო თიანეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №15
სარეგისტრაციო კოდი 040110030.35.154.016133
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/04/2013
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.03.2013 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნუგზარ ყურშავიშვილი | თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 26.03.2012
დოკუმენტის ტექსტი
თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №15
2013 წლის 27 მარტი
დ. თიანეთი
თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი პუნქტისა და 204-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე,
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
შემოღებულ იქნეს თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადგილობრივი გადასახადის (ქონების) შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 მარტის №16 დადგენილება (სსმ, 23.03.2012 სარეგისტრაციო კოდი: 040110030.35.154.016091).
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2013 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილენუგზარ ყურშავიშვილი
დანართი №1
თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები
მუხლი 1🔗
ქონებაზე გადასახადის განაკვეთი განისაზღვროს შემდეგნაირად:
ა)
საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების ღირებულების 1%-ით;
ბ)
საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის, გარდა სალიზინგო კომპანიისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე წლიური გადასახადისა, ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 1%-ით;
გ)
სალიზინგო კომპანიისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე წლიური გადასახადი ლიზინგის მთელი პერიოდის განმავლობაში განისაზღვროს მის მიერ დასაბეგრი ქონების ლიზინგით პირველად გაცემის მომენტისათვის არსებული საბალანსო საწყისი ღირებულების 0.6%-ით.
მუხლი 2🔗
ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა)
100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.08%-ით;
ბ)
100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.9%-ით.
მუხლი 3🔗
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთები განისაზღვროს ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით:
ა)
სახნავისთვის (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამოსთვის – 61 ლარით;
ბ)
სათიბებისთვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) – 19 ლარით;
გ)
საძოვრებისთვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) – 15 ლარით.
მუხლი 4🔗
სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში გამოყენებულ ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს მე-3 მუხლის ,,ა“, ,,ბ“, და ,,გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი შესაბამისი ოდენობით ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით.
მუხლი 5🔗
ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწის ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს 3 ლარით.
მუხლი 6🔗
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების წლიური გადასახადის განაკვეთები განისაზღვროს ერთ კვადრატულ მეტრზე გაანგარიშებით:
ა)
თიანეთის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე, (გარდა დაბა თიანეთისა და დაბა სიონისა) 0,12 ლარით (0,24 ლარი (საბაზისო განაკვეთი)X0,5(ტერიტორიულ კოეფიციენტზე);
ბ)
დაბა თიანეთსა და დაბა სიონში – 0,24 ლარით (0,24 ლარი (საბაზისო განაკვეთი)X1 (ტერიტორიულ კოეფიციენტზე).
მუხლი 7🔗
თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია:
ა)
ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება (გარდა მიწისა), თუ ამ პირის ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები არ აღემატება 40 000 ლარს;
ბ)
საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.