სს „საქწყალპროექტის„ აქციონერთა მორიგი საერთო კრების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სს „საქწყალპროექტის” აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ
სააქციო საზოგადოება „საქწყალპროექტის” სამეთვალყურეო საბჭო იწვევს სააქციო საზოგადოების აქციონერთა მორიგ საერთო კრებას, რომელიც გაიმართება 2013 წლის 19 აპრილს, დღის 15 საათზე, საზოგადოების იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი, მოსაშვილის ქ. №11.
სს „საქწყალპროექტის” სამეთვალყურეო საბჭოს მიერ სააღრიცხვო დღედ დადგენილია 201 3 წლის 26 მარტი.
დღის წესრიგი:
1. სს „საქწყალპროექტის” 2012 წლის საფინანსო-სამეურნეო შედეგების განხილვა და დამტკიცება;
2. სს „საქწყალპროექტის” წმინდა მოგების დივიდენდებად განაწილების საკითხის განხილვა, დივიდენდების განაწილებისათვის სააღრიცხვო თარიღის დადგენა;
3. სს „საქწყალპროექტის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრების გადარჩევა უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით და ახალი წევრების არჩევა;
4. სს „საქწყალპროექტის” 2013 წლის ეკონომიკური საქმიანობის გეგმების განხილვა დამტკიცება;
5. სს „საქწყალპროექტის” მიერ უძრავი ქონების გასხვისების საკითხის განხილვა.
დღის წესრიგის საკითხების გამო დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს „საქწყალპროექტის” დირექტორატში, ხოლო განმარტებების მისაღებად, მოთხოვნა წერილობით უნდა იქნ ე ს დაყენებული დირექტორატის წინაშე კრებამდე 10 დღით ადრე.
კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან:
- ჩვეულებრივი აქციის მფლობელი აქციონერები, თუ ისინი რეგისტრირებული არიან საზოგადოების აქციონერთა რეესტრში 2013 წლის 26 მარტის მდგომარეობით.
აქციონერები კრებაზე მონაწილეობის მიღების უფლებას შეამოწმებენ ს/ს „საქწყალპროექტის” რეგისტრატორთან ს.ს. „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორთან“, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, მოსაშვილის. №11 , ტელ.: 222-53-51, 225-15-60.
დირექტორი: /ნ. ფალავანდიშვილი/