# შპს „ქართული მუდმივმოქმედი არბიტრაჟი“-ს დებულება

- ტიპი: განცხადება
- მიმღები ორგანო: შპს „ქართული მუდმივმოქმედი არბიტრაჟი“
- დოკუმენტის ნომერი: №0
- მიღების თარიღი: 26.03.2013
- კონსოლიდირებული რედაქცია: 26.03.2013
- სტატუსი: ძალაშია
- ოფიციალური წყარო: https://matsne.gov.ge/ka/document/view/1879820/0
- წყარო: https://legali.ge/law/1879820/

> ეს არის 26.03.2013 მდგომარეობით მოქმედი კონსოლიდირებული ტექსტი.
> ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

---

## მუხლი 1. ტერმინთა განმარტება

_თავი 1 — ზოგადი დებულებები_

1. ამ დებულებაში გამოყენებუ
ლ ტერმინებს ამავე დებულების მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) არბიტრაჟი – ერთი ან რამდენიმე წევრისაგან შემდგარი ორგანო, რომელიც უფლებამოსილია დებულებით დადგენილი წესით განიხილოს მხარეთა შორის კერძო ხასიათის ქონებრივი დავა და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სხვა სახის დავები;
ბ) არბიტრი – არბიტრაჟის წევრი;
გ) მუდმივმოქმედი არბიტრაჟი – შპს ”ქართული მუდმივმოქმედი არბიტრაჟი”;
დ) მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე – მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე (დირექტორი) ან მისი მოვალეობის შემსრულებელი
ე) მხარეები – მოსარჩელე (პრეტენდენტი) და მოპასუხე;
ვ) მოსარჩელე (პრეტენდენტი)

– მხარე, რომელიც საქმეს განსახილველად გადასცემს არბიტრაჟს;
ზ) საარბიტრაჟო სარჩელი (პრეტენზია) – მხარის მიერ წერილობითი ფორმით შედგენილი განცხადება, რომელიც მიმართულია მოსარჩელის უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად;
თ) შეგებებული საარბიტრაჟო სარჩელი (პრეტენზია) – მოწინააღმდეგე მხარის მიერ წერლობითი ფორმით შედგენილი გაცხადება, რომელიც მიმართულია საარბიტრაჟო სარჩელის (პრეტენზია) წინააღმდეგ და გამორიცხავს მის მთლიან ან ნაწილობრივ დაკმაყოფილებას;
ი) საარბიტრაჟო საჩივარი – შეიტანება მხოლოდ ამ დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
კ) მტკიცებულება – ნებისმიერი ფაქტობრივი გარემოებების შემცველი მონაცემი, რომლის მეშვეობითაც არბიტრაჟი ადგენს მხარეთა მოთხოვნებისა და განცხადებების სამართლიანობასა და დასაბუთებულებას;
ლ) საარბიტრაჟო განხილვა – არბიტრაჟის მიერ მხარეთა შორის დავის განხილვა;
მ) დებულება – მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დებულებ

[https://legali.ge/law/1879820/muxli-1/](https://legali.ge/law/1879820/muxli-1/)

---

## მუხლი 2. არბიტრაჟის კომპეტენცია

_თავი 1 — ზოგადი დებულებები_

1. თუ საარბიტრაჟო განხილვის მონაწილე მხართა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი, არბიტრაჟი თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს პირებს შორის წამოჭრილ კერძო ხასიათის ქონებრივ დავას წინამდებარე დებულებით დადგენილი წესების მიხედვით.
2. საარბიტრაჟო საქმის განხილვის წესს (არბიტრების რაოდენობა, საარბიტრაჟო სხდომის საჯაროობა, კონფიდენციალობის დაცვა და სხვა საკითხები, რომლებიც მხარეთა უფლებამოსილებას წარმოადგენენ) განსაზღვრავენ მხარეები წერილობითი შეთანხმებით. თუ მხარეებს შორის არ არსებობს წერილობითი შეთანხმება საარბიტრაჟო საქმის განხილვის წესის შესახებ, მაშინ დავა განიხილება არბიტრაჟის მიერ ამ დებულებით დადგენილი წესით და არბიტრაჟის შესახებ კანონის შესაბამისა

[https://legali.ge/law/1879820/muxli-2/](https://legali.ge/law/1879820/muxli-2/)

---

## მუხლი 6. არბიტრაჟის გადაწყვეტილება

_თავი 1 — ზოგადი დებულებები_

1. მუდმიივმოქმედ არბიტრაჟში საარბიტრაჟო საქმის წარმოება და საქმის გადაწყვეტა ხორციელდება დებულების იმ რედაქციით, რომელიც მოქმედებს შესაბამისი საქმის განხილვისა და გადაწყვეტის დროს.
2. არბიტრაჟს გადა
წყვეტილება გამოაქვს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის სახელით. არბიტრაჟის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები სავალდებულოა შესასრულებლად მხარეთათვის.
3. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება არ შეიძლება მესამე პირს აკისრებდეს რაიმე ვალდებულების შესრულებას.

თავი II. არბიტ

[https://legali.ge/law/1879820/muxli-6/](https://legali.ge/law/1879820/muxli-6/)

---

## მუხლი 7. არბიტრების რაოდენობა

_თავი II — არბიტრი_

1. არბიტრაჟი შედგება ერთი ან რამდენიმე წევრისაგან, თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. არბიტრაჟის წევრთა რაოდენობა არ შეიძლება იყოს ლუწი. თუ საარბიტრაჟო შეთანხმებით არბიტრაჟის წევრთა შემადგენლობა ლუწი რიცხვით განისაზღვრება, მაშინ
უკვე დანიშნული არბიტრები ვალდებულები არიან, დანიშ
ვნიდან 10 დღის ვადაში დანიშნონ კიდევ ერთი არბიტრი, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3. თუ არბიტრთა რაოდენობა არ იქნება განსაზღვრული მხარეთა შეთანხმებით, მაშინ არბიტრაჟი უნდა შეიქმნას სამი არბიტრის შემადგენლობი

[https://legali.ge/law/1879820/muxli-7/](https://legali.ge/law/1879820/muxli-7/)

---

## მუხლი 8. არბიტრების წევრთა განსაზღვრა და დანიშვნა

_თავი II — არბიტრი_

1.
თუ მხარეები თვითონ არ განსაზღვრავენ არბიტრაჟის წევრთა დანიშვნის წესს, სამი არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის შემთხვევაში თითოეული მხარე ნიშნავს ერთ არბიტრს და ამ წესით დანიშნული ორი არბიტრი ნიშნავს არბიტრაჟის თავმჯდომარეს, თუ ერთ-ერთი მხარე არ დანიშნავს არბიტრს მეორე მხარის მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის ვადაში ან თუ ორი არბიტრი მათი დანიშვნიდან 30 დღის ვადაში ვერ შეთანხმდება მესამე არბიტრის დანიშვნაზე, ერთ-ერთი მხარის მოთხოვნის საფუძველზე არბიტრს ნიშნავს არბიტრაჟი განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 დღის ვადაში.
2.
ერთი არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის შემთხვევაში, თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან არბიტრის დანიშვნაზე, ერთ-ერთი მხარის მოთხოვნის საფუძველზე არბიტრს ნიშნავს არბიტრაჟი ან სასამართლო განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 დღის ვადაშ

[https://legali.ge/law/1879820/muxli-8/](https://legali.ge/law/1879820/muxli-8/)

---

## მუხლი 9. მხარის უარი არბიტრის დანიშვნაზე

_თავი II — არბიტრი_

1. თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ან ერთ-ერთი მხარე არ დანიშნავს არბიტრს მეორე მხარის მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის ვადაში ან თუ ორი არბიტრი მათი დანიშვნიდან 30 დღის ვადაში ვერ შეთანხმდება მესამე არბიტრის დანიშვნაზე, ერთ-ერთი მხარის მოთხოვნის საფუძველზე არბიტრს ნიშნავს არბიტრაჟი განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 დღის ვადაში.
2. თუ მხარე ამ დებულების მე–8 მუხლის 1-ლი
პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ დანიშნავს არბიტრს, ეს ჩაითვლება მხარის მიერ არბიტრის დანიშვნაზე უარის თქმა

[https://legali.ge/law/1879820/muxli-9/](https://legali.ge/law/1879820/muxli-9/)

---

## მუხლი 13. არბიტრის აცილება

_თავი III — აცილება_

1. მხარეს შეუძლია მოითხოვოს არბიტრის აცილება, თუ ეს უკანასკნელი არის:
1.1 ქმედუუნარო ან შეზღუდულქმედუნარიანი პირი;
1.2 სახელმწიფო–პოლიტიკური თანამდებობის პირი ან მოხელე;
1.3 მსჯავრდებული დანაშაულის ჩადენისათვის და მოხსნილი ან გაქარწყლებული არ აქვს ნასამართლეობა;
1.4 არ ფლობს საარბიტრაჟო განხილვის ენას ან მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ კვალიფიკაციას;
1.5
ამ საქმის ადრინდელ განხილვაში მონაწილეობდა მოწმედ, ექსპერტად, სპეციალისტად, თარჯიმნად, წარმომადგენლად ან სხდომის მდივნად;
1.6 მხარის ან მისი წარმომადგენლის მეუღლეა, აღმავალი ან დაღმავალი შტოს ნათესავია, და ან ძმაა, გერია;
1.7 ამ საქმეში თვითონ წარმოადგენს მხარეს, ან მას ამა თუ იმ მხარესთან საერთო უფლებები ან ვალდებულებები აკავშირებს;
1.8 თუ არსებობს
ისეთი გარემოებები, რომელებიც დასაბუთებულ ეჭვს იწვევს
არბიტრის მიუკერძოებლობასა და დამოუკი
დებლობაში.
2. მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს თავისი დანიშნული არბიტრის აცილება მხოლოდ იმ გარემოებათა გამო, რომლებიც მისთვის ცნობილი გახდა არბიტრის დანიშვნის შემდეგ. მხარე ვალდებულია აცილების შესახებ განაცხადოს წერილობით 15 დღის ვადაში შესაბამისი არბიტრის დანიშვნიდან ან იმ დღიდან, როდესაც მისთვის ეს გარემოება ცნობილი გახდა ან უნდა სცოდნოდ

[https://legali.ge/law/1879820/muxli-13/](https://legali.ge/law/1879820/muxli-13/)

---

## მუხლი 14. აცილების საკითხების გადაწყვეტა

_თავი III — აცილება_

1. თუ განცხადებულ აცილებას ეთანხმება მეორე მხარეც, არბიტრაჟი ვალდებულია დააკმაყოფილოს იგი.
2. თუ არბიტრი, რომლის აცილების საკითხიც დაისვა, თვოთონ არ ამბობს უარს არბიტრაჟის წევრობაზე, ან თუ მეორე მხარე არ არის თანახმა აცილებაზე, მაშინ აცილების საკითხს გადაწყვეტს არბიტრაჟი.
3. აცილების განცხადების შემდეგ არბიტრაჟმა შეიძლება მოუსმინოს მხარეებს, აგრეთვე იმ პირს, რომლის მიმართაც განაცხადეს აცილება.
4. აცილების საკითხს არბიტრაჟი წყვეტს ადგილზე მოთათბირებით ან სათათბირო ოთახში.
5. თუ აცილება განუცხადეს არბიტრს, რომელიც ერთპიროვნულად არჩევს საქმეს, აცილების საკითხს წყვეტს თვით ეს არბიტრი. აცილების მიღების შემთხვევაში არბიტრი საქმეს გადასცემს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს, ახალი არბიტრი დაინიშნება იმ წესების დაცვით, რომლებიც გამოყენებულ იქნა წინა არბიტრის დანიშვნისას.
6. თუ აცილება განუცხადეს კოლეგიური არბიტრაჟის მთელ შემადგენლობას ან მათ უმრავლესობას, აცილების საკითხს გადაწყვეტს ამავე არბიტრაჟის სრული შემადგენლობა ხმების უმრავლესობით.
7. თავისი მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში არბიტრი შეიძლება გადაყენებულ იქნე
ს საკუთარი ან ერთ-ერთი მხარის მოთხოვნის საფუძველზე, არბიტრაჟის მიერ ან მხარეთა შეთანხმებით.
9. არბიტრაჟს არბიტრაჟის წევრის თხოვნის საფუძველზე გამოაქვს გადაწყვეტილება მისი გადადგომის შესახებ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს რაიმე საპატიო მიზეზი.
10. ერთი არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის წევრის თავისი მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში საკუთარი მოთხოვნით გადადგომის საკითხს წყვეტს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე, თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
11. არბიტრაჟის ან არბიტრაჟის თავმჯდომარის შეცვლის შემთხვევაში მათ შეცვლამდე განხორციელებული ყველა საარბიტრაჟო მოქმედება უნდა განმეორდეს. ცალკეული არბიტრის შეცვლის შემთხვევაში საარბიტრაჟო მოქმედების განმეორების საკითხს წყვეტს არბიტრაჟ

[https://legali.ge/law/1879820/muxli-14/](https://legali.ge/law/1879820/muxli-14/)

---

## მუხლი 16. საარბიტრაჟო განხილვის ხარჯები, დავის საგნის ღირებულება

_თავი IV — საარბიტრაჟო ხარჯები_

1. საარბიტრაჟო განხილვის ხარჯებს შეადგენს არბიტრაჟის ხარჯები და არბიტრაჟის გარეშე ხარჯები.

2. არბიტრაჟის ხარჯებს შეადგენს საარბიტრაჟო მოსაკრებელი და დავის განხილვასთან, აგრეთვე არბიტრაჟის გადაწყვეტილების სანოტარო წესით დამოწმებასთან დაკავშირებული ხარჯები.

3. არბიტრაჟის გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯებ

[https://legali.ge/law/1879820/muxli-16/](https://legali.ge/law/1879820/muxli-16/)

---

## მუხლი 17. საარბიტრაჟო ხარჯების გადახდა

_თავი IV — საარბიტრაჟო ხარჯები_

1. საარბიტრაჟო განხილვასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ხარჯს გაიღებს დაინტერესებული მხარე.

2. საარბიტრაჟო ხარჯებია:

2.1 საარბიტრაჟო მოსაკრებელი;

2.2 ადვოკატის (წარმომადგენლის) მომსახურების თანხა;

2.3 მტკიცებულებათა მოპოვებისთვის გაწეული ხარჯები;

2.4 ადგილობრივ დათვალიერებაზე გაწეული ხარჯები;

2.5 ექსპერტიზის ჩასატარებლად გაწეული ხარჯები;

2.6 მოწმეების, მგზავრობის, საცხოვრებელი სადგომის დაქირავებისთვის გაწეული ხარჯები;

2.7 ექპერტების სპეციალისტების, თარჯიმნების მომსახურებისთვის გაწეული ხარჯები;

2.8 საარბიტრაჟო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საარბიტრაჟო განხილვის ადგილზე დავის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები;

2.9 მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები;

2.10 არბიტრაჟის გადაწვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯებ

[https://legali.ge/law/1879820/muxli-17/](https://legali.ge/law/1879820/muxli-17/)

---

## მუხლი 18. საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდა

_თავი IV — საარბიტრაჟო ხარჯები_

1, საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდევინება წარმოებს:

1.1. საარბიტრაჟო სარჩელზე;

1.2. შეგებებულ საარბიტრაჟო სარჩელზე;

1.3. მესამე პირის სააბიტრაჟო სარჩელზე, რომელიც დამოუკიდებელ მოთხოვნებს აცხადებს დავის საგანზე;

1.4 საარბიტრაჟო საჩივარზე;

1.5 საარბიტრაჟო საჩივარზე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.

2. საარბიტრაჟო სარჩელზე მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 2 პროცენტს მაგრამ არანაკლებ 500 (ხუთასი) ლარისა და არა უმეტეს 5 000 (ხუთი ათასი) ლარისა.

3. შეგებებულ საარბიტრაჟო სარჩელზე მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 2 პროცენტს მაგრამ არანაკლებ 500 (ხუთასი) ლარისა და არა უმეტეს 5 000 (ხუთი ათასი) ლარისა.

4. საარბიტრაჟო საჩივარზე მოსაკრებელის ოდენობა შეადგენს სადაო საგნის საბაზრო ღირებულების 1 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 50 (ორმოცდაათი) ლარისა და არა უმეტეს 200 (ორასი) ლარისა.

5. საარბიტრაჟო საჩივარზე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ოდენობა შეადგენს 200 (ორასი) ლარისა, თუ საარბიტრაჟო სარჩელთან ერთად იქნა დაყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნა, მაშინ მხარე თავისუფლდება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე დაწესებული საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდისაგან.

6. მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს უფლება აქვს მხარის განცხადებით თავისი შეხედულებისამებრ, მხარეს გადაუვადოს საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდა არაუმეტეს დავის დასრულების

[https://legali.ge/law/1879820/muxli-18/](https://legali.ge/law/1879820/muxli-18/)

---

## მუხლი 19. დავის საგნის ფასის განსაზღვრა

_თავი IV — საარბიტრაჟო ხარჯები_

1. დავის საგნის ფასს მიუთითებს მოსარჩელე (პრეტენდენტი). მოსარჩელეს მიერ მითითებული ფასი აშკარად არ შეესაბამება დავის საგნის ნამდვილ ღირებულებას, დავის საგნის ფასს განსაზღვრავს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე.

2. ამ დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში საარბიტრაჟო პრეტენზიაზე ან საჩივარზე მოსაკრებლის ოდენობას განსაზღვრავს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე, რაზედაც გამოაქვს განკარგულება.

3. თუ ერთ საარბიტრაჟო სარჩელში სხვადასხვა ვალდებულებებიდან (ხელშეკრულებიდან) გამომდინარეობს სხვადასხვა მოთხოვნა, დავის საგნის ღირებულება განისაზღვრება თითოეული მოთხოვნისათვის ცალ-ცალკე. საარბიტრაჟო სარჩელზე მოსაკრებლის შეჯამებისას, მოსაკრებლის გადახდის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5 000 (ხუთი ათას) ლარ

[https://legali.ge/law/1879820/muxli-19/](https://legali.ge/law/1879820/muxli-19/)

---

## მუხლი 20. საარბირტრაჟო ხარჯების შეტანის ვადა

_თავი IV — საარბიტრაჟო ხარჯები_

1. არბიტრაჟის ხარჯები (საარბიტრაჟო მოსაკრებელი და დავის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), დებულებით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამის საარბიტრაჟო მოქმედების შესრულება მოითხოვა. თუ ასეთი მოქმედების შესრულება არბიტრაჟის ინიციატივით ხდება მაშინ ეს თანხა ორივე მხარეს შეაქვს თანაბარწილად.

2. არბიტრაჟი არ არის ვალდებული დავის განხილვისა ან თავისი გადაწყვეტილების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით გასწიოს რაიმე ხარჯი.

3. პრეტენდენტს აქვს უფლება შეიტანოს საარბიტრაჟო მოსაკრებლის ნაწილი და მოითხოვოს დანარჩენილი ნაწილის გადავადება. თუ არბიტრაჟი უარს ეტყვის საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადავადებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია სრულად გადაიხადოს საარბიტრაჟო მოსაკრებელ

[https://legali.ge/law/1879820/muxli-20/](https://legali.ge/law/1879820/muxli-20/)

---

## მუხლი 21. საარბიტრაჟო ხარჯების განაწილება

_თავი IV — საარბიტრაჟო ხარჯები_

1. თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეათანხმებულან, იმ მხარის მიერ გაღებული საარბიტრაჟო განხილვის ხარჯების გადახდას, რომლის სასარგებლოდაც იქნა მიღებული გადაწყვეტილება, არბიტრაჟი აკისრებს მეორე მხარეს მხოლოდ მოგებული მხარის მოთხოვნის საფუძველზე. თუ საარბიტრჟო პრეტენზია დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ პრედენტდენტს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება საარბიტრაჟო სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც არბიტრაჟის გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – საარბიტრაჟო პრეტენზიის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

2. თუ მოსარჩელემ უარი თქვა საარბიტრაჟო პრეტენზიაზე, მის მიერ გაწეულ ხარჯებს მოპასუხე არ აანაზღაურებს, მაგრამ თუ მოსარჩელემ მხარი არ დაუჭირა თავის მოთხოვნას იმის გამო, რომ მოპასუხემ ნებაყოფლობით დააკმაყოფილა იგი საარბიტრაჟო პრეტენზიის აღძვრის შემდეგ, მაშინ მოსარჩელის თხოვნით არბიტრაჟი მოპასუხეს დააკისრებს პრეტენდენტის მიერ გაწეული საარბიტრაჟო განხილვის ხარჯების ანაზღაურებას.

3. თუ მხარეებმა საარბიტრაჟო შეთანხმებით ან მორიგების დროს თვითონ გაითვალისწინეს საარბიტრაჟო განხილვის ხარჯების განაწილების წესი, არბიტრაჟი ამ საკითხს წყვეტს მათი შეთანხმების შესაბამისად.

თავი V. საპროცესო უზრუნველყო

[https://legali.ge/law/1879820/muxli-21/](https://legali.ge/law/1879820/muxli-21/)

---

## მუხლი 23. მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა

_თავი VI — მხარეთა თანასწორობა_

1. საარბიტრაჟო საქმის წარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე.

2. მხარეებს შეუძლიათ საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ დროს საქმე დაამთავრონ მორიგებით. საარბიტრაჟო პრეტენზიის ავტორს შეუძლია უარი თქვას საარბიტრაჟო პრეტენზიაზე, ხოლო მეორე მხარეს ცნოს საარბიტრაჟო პრეტენზია.

თავი VII. საარბიტრაჟო პრეტენზ

[https://legali.ge/law/1879820/muxli-23/](https://legali.ge/law/1879820/muxli-23/)

---

## მუხლი 24. საარბიტრაჟო პრეტენზია

_თავი VII — საარბიტრაჟო პრეტენზია_

1. მუდმივმოქმედ არბიტრაჟში საქმის განხილვის საფუძველია მხარის საარბიტრაჟო პრეტენზია.

2. საარბიტრაჟო პრეტენზია შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით და უნდა შეიცავდეს:

2.1. მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დასახელებას;

2.2. პრეტენდენტის სახელსა და მისამართს, ხოლო თუ პრეტენდენტი იურიდიული პირია, მის სახელწოდებასა და მისამართს;

2.3. წარმომადგენლის სახელსა და მისამართს, თუ საარბიტრაჟო პრეტენზია შეაქვთ წარმომადგენლებს;

2.4. მოპასუხის გვარს, სახელსა და მისამართს, ხოლო თუ მოპასუხე იურიდიული პირია, მის სახელწოდებასა და მისამართს;

2.5. პრეტენდენტის მოთხოვნას;

2.6. გარმოებებს, რომელზედაც პრეტენდენტი ამყარებს თავის მოთხოვნებს;

2.7. საარბიტრაჟო პრეტენზიის ფასს, თუ შესაძლებელია მისი შეფასება;

2.8. მითითებებს საარბიტრაჟო შეთანხმებაზე;

2.9. არბიტრობის სასურველი კანდიდატის (კანდიდატთა) სახელს, გვარს, მისამართს და სხვა მონაცემებს, თუ არბიტრს (არბიტრებს) ნიშნავს პრეტენდენტი;

2.10. თუ პრეტენდენტი არბიტრის (არბიტრების) დანიშვნის უფლებას გადასცემს სხვა პირს, მითითებას ამის თაობაზე და ამ პირის რეკვიზიტებს. ასეთ შემთხვევაში საარბიტრაჟო შეთანხმებას თან უნდა ერთვოდეს არბიტრის (არბიტრების) დანიშვნაზე უფლებამოსილი პირის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს ამ პუნქტის 2.9 პუნქტში აღნიშნულ მონაცემებს;

2.11. საარბიტრაჟო მოსაკრებლების გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტებს;

2.12. საარბიტრაჟო პრეტენზიისათვის დართული საბუთების ნუსხას.

3. საარბიტრაჟო პრეტენზიას აუცილებლად უნდა ერთვოდეს საარბიტრაჟო შეთანხმება.

4. საარბიტრაჟო პრეტენზიაში შეიძლება იყოს აგრეთვე პრეტენდენტის მოთხოვნა არბიტრაჟისადმი (მუდმივმოქმედი არბიტრაჟისადმი), რათა მან:

4.1 დაავალოს მოპასუხეს იმ მტკიცებულებათა წარმოდგენა, რომლებიც მასთან ინახება და რომელზედაც პრეტენდენტი ამყარებს თავის საპრეტენზიო მოთხოვანას;

4.2. გამოითხოვოს მტკიცებულებები და დაიბაროს მოწმეები;

4.3. მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ მიმართოს სასამართლოს. საარბიტრაჟო პრეტენზია და თანდართული საბუთები წარმოდგენილი უნდა იქნეს იმდენი ასლით, რამდენიც მოპასუხე

[https://legali.ge/law/1879820/muxli-24/](https://legali.ge/law/1879820/muxli-24/)

---

## მუხლი 26. შეგებებული საარბიტრაჟო პრეტენზია

_თავი VII — საარბიტრაჟო პრეტენზია_

1. მოპასუხეს უფლება აქვს საქმის განხილვის ზეპირ სხდომამდე შეიტანოს შეგებებული საარბიტრაჟო პრეტენზია ძირითად საარბიტრაჟო პრეტენზიასთან ერთად განსახილველად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის გაშვების შემთხვევაში შეგებებული საარბიტრაჟო პრეტენზია დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ:

2.1. ვადის გაშვება გამოწვეულია საპატიო მიზეზით;

2.2. მოწინააღმდეგე მხარე თანახმაა შეგებებული საარბიტრაჟო პრეტენზიის მიღებაზე.

3. შეგებებული საარბიტრაჟო პრეტენზია უნდა აკმაყოფილებდეს 25-ე მუხლის მე-2 მე-3 და მე-4 პუნქტის მოთხოვნებ

[https://legali.ge/law/1879820/muxli-26/](https://legali.ge/law/1879820/muxli-26/)

---

## მუხლი 27. შეგებებული საარბიტრაჟო პრეტენზიიის მიღება

_თავი VII — საარბიტრაჟო პრეტენზია_

1
. მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე ან არბიტრაჟი მიიღებს შეგებებულ პრეტენზიას, თუ:

1
.1 შეგებებული პრეტენზიის მოთხოვნა მიმართულია პირვანდელი მოთხოვნის ჩასათვლელად;

1
.2
. შეგებებული პრეტენზიის დაკმაყოფილება მთლიანად ან ნაწილობრივ გამორიცხავს პირვანდელი პრეტენზიის დაკმაყოფილების შესაძლებლობას;

1
.3
. შეგებებულ პრეტენზიას და პირვანდელ პრეტენზიას შორის არის ურთიერთკავშირი და მათი ერთად განხილვის შედეგად აღძრული დავა უფრო სწრაფად და სწორად გადაწყდება.

2
. შეგებებული საარბიტრაჟო პრეტენზია უნდა აკმაყოფილებდეს 25-ე მუხლის მოთხოვნებს.

თავი VIII. წარმომადგენლო

[https://legali.ge/law/1879820/muxli-27/](https://legali.ge/law/1879820/muxli-27/)

---

## მუხლი 28. საქმის წარმოება წარმომადგენლის (ადვოკატის) მონაწილეობით

_თავი VIII — წარმომადგენლობა_

1. მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ არბიტრაჟში პირადად, ხოლო იურიდიულ პირებს ან სხვა ორგანიზაციებს – იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ იურიდიული პირისა თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს.

2. მხარეებს შეუძლიათ აგრეთვე საქმე აწარმოონ არბიტრაჟში წარმომადგენლის მეშვეობით. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეშ

[https://legali.ge/law/1879820/muxli-28/](https://legali.ge/law/1879820/muxli-28/)

---

## მუხლი 29. წარმომადგენლის უფლებამოსილების გაფორმება

_თავი VIII — წარმომადგენლობა_

1. ადვოკატის წარმომადგენლობა დასტურდება სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობით.

2. ორგანიზაციის წარმომადგენლობა დასტურდება ამ ორგანიზაციის მიერ გაცემული უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთით.

3. ფიზიკური პირების წარმომადგენლობა დასტურდება სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობი

[https://legali.ge/law/1879820/muxli-29/](https://legali.ge/law/1879820/muxli-29/)

---

## მუხლი 30. წარმომადგენლის უფლებამოსილების შეწყვეტა

_თავი VIII — წარმომადგენლობა_

1. მარწმუნებელს უფლება აქვს საქმის წარმოების ყველა სტადიაზე გააუქმოს თავის მიერ გაცემული მინდობილობა და შეწყვიტოს წარმომადგენლის უფლებამოსილება, რის შესახებაც იგი წერილობით აცნობებს არბიტრაჟს და წარმომადგენელს. მხარის წინადადებით წარმომადგენლის უფლებამოსილების შეწყვეტა არ წარმოადგენს საქმის წარმოების შეჩერებისა თუ საქმის განხილვის გადადების საფუძველს. უფლებამოსილებაშეწყვეტილი წარმომადგენლის მიერ კანონისა და დებულების შესაბამისად შესრულებული ყველა იურიდიული მოქმედება ინარჩუნებს მნიშვნელობას.

2. წარმომადგენელს უფლება აქვს საქმის წარმოების ყველა სტადიაზე უარი თქვას თავის უფლებამოსილებაზე, რის შესახებაც დროულად უნდა აცნობოს როგორც არბიტრაჟს, ისე მის მარწმუნებელს, რათა ამ უკანასკნელმა შეძლოს თვითონ მიიღოს მონაწილეობა პროცესში და/ან აიყვანოს ახალი წარმომადგენელი. ამის გათვალისწინებით არბიტრაჟი დანიშნავს დროს, როცა წარმომადგენელს უფლება აქვს შეწყვიტოს პროცესში მონაწილეობა.

თავი IX . საპროცესო ვადე

[https://legali.ge/law/1879820/muxli-30/](https://legali.ge/law/1879820/muxli-30/)

---

## მუხლი 31. საარბიტრაჟო-საპროცესო ვადები

_თავი IX — საპროცესო ვადები_

1. საარბიტრაჟო–საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით ან დებულებით დადგენილ ვადაში.

2. თუ საარბიტრაჟო-საპროცესო ვადა კანონით ან დებულებით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს არბიტრაჟი. საარბიტრაჟო-საპროცესო ვადის ხანგრძლივობის განსაზღვრისას არბიტრაჟმა უნდა გაითვალისწინოს საარბიტრაჟო განხილვის დაწყებისა და გადაწყვეტილების გამოტანისათვის მხარეების ან კანონის მიერ დაწესებული ვადა და იმ საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ეს ვადა დაინიშნ

[https://legali.ge/law/1879820/muxli-31/](https://legali.ge/law/1879820/muxli-31/)

---

## მუხლი 33. ვადის ათვლა და დამთავრება

_თავი IX — საპროცესო ვადები_

1. საარბიტრაჟო-საპროცესო ვადა იწყება იმ კალენდარული თარიღით ან მოვლენის დადგომის შემდგომი დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

2. საარბიტრაჟო-საპროცესო ვადა გამოითვლება მხოლოდ დღეებით.

3. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

4. საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას, ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

5. საპროცესო მოქმედების შესასრულების უფლება გაქარწყლდება კანონით, დებულებით ან არბიტრაჟის მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საარბიტრაჟო-საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩებ

[https://legali.ge/law/1879820/muxli-33/](https://legali.ge/law/1879820/muxli-33/)

---

## მუხლი 34. შემოსული მასალების მხარისათვის გადაგზავნის ვადა

_თავი IX — საპროცესო ვადები_

1. შემოსულ საარბიტრაჟო პრეტენზიას თანდართული მასალებით არბიტრაჟი ამ პრეტენზიის წარმოებაში მიღებიდან სამი დღის ვადაში გადაუგზავნის მოპასუხეს ან მის წარმომადგენელს (ადვოკატს).

2. მასალების გადაგზავნისას არბიტრაჟი მოპასუხეს განუსაზღვრავს შეპასუხების შედგენის ვადას, რომელიც არ უნდა იყოს სამ დღეზე ნაკლები.

3. ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების მოთხოვნები ვრცელდება შეგებებულ საარბიტრაჟო პრეტენზიაზე და დამატებით შემოსულ მასალებზ

[https://legali.ge/law/1879820/muxli-34/](https://legali.ge/law/1879820/muxli-34/)

---

## მუხლი 36. საარბიტრაჟო საჩივრის შეტანის და განხილვის ვადა

_თავი IX — საპროცესო ვადები_

1. არბიტრაჟის დადგენილებაზე საარბიტრაჟო საჩივარი დაიშვება მხოლოდ ამ დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

2. საარბიტრაჟო საჩივრის შეტანის უფლება აქვთ მხარეებს და იმ პირებს, ვისაც უშუალოდ ეხებათ არბიტრაჟის დადგენილება.

3. საარბიტრაჟო საჩივარის შეტანის ვადა არის ხუთი დღე. ვადის ათვლა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარეს გადაეცა არბიტრაჟის დადგენილება ან დაინტერესებული პირისათვის ეს დადგენილება ცნობილი გახდა.

4. საარბიტრაჟო საჩივარი განხილული უნდა იქნეს მისი წარმოებაში მიღებიდან სამ დღეშ

[https://legali.ge/law/1879820/muxli-36/](https://legali.ge/law/1879820/muxli-36/)

---

## მუხლი 37. ვადის დენის შეჩერება და განახლება

_თავი IX — საპროცესო ვადები_

1. ყველა დაუმთავრებელი საარბიტრაჟო-საპროცესო ვადა შეჩერდება საქმის წარმოების შეჩერებით. ვადის შეჩერება დაიწყება იმ გარემოებათა წარმოშობის დღიდან, რომლებიც საფუძვლად დაედო წარმოების შეჩერებას. წარმოების განახლების დღიდან საარბიტრაჟო-საპროცესო ვადის დენა განახლდება.

2. საქმის გადაწყვეტის ვადის დენაში არ შედის საარბიტრაჟო უწყების და შემოსული მასალების მხარეთათვის ან მათი წარმომადგენლისათვის გადაცემის დრ

[https://legali.ge/law/1879820/muxli-37/](https://legali.ge/law/1879820/muxli-37/)

---

## მუხლი 38. ვადის დენის შეჩერების საფუძველი

_თავი IX — საპროცესო ვადები_

1. საქმის გადაწყვეტის ვადა ჩერდება შემდეგ შემთხვევებში:

1.1 მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში საარბიტრაჟო-საპროცესო ვადა ჩერდება შესაბამისი მტკიცებულებების მიღებამდე;

1.2 არბიტრის აცილების ან შეცვლის შემთხვევაში ახალი არბიტრის დანიშვნამდე;

1.3 ექსპერტიზაზე საქმის გადაგზავნიდან, ექსპერტის დასკვნის მიღებამდე.

2. განსაკუთრებულ, დებულებით პირდაპირ გაუთვალისწინებელ შემთხვევაში, არბიტრაჟი უფლებამოსილია შეაჩეროს საქმის გადაწყვეტის ვადის დენა, მაგრამ არა უმეტეს 30 დღისა.

3. არბიტრაჟის დადგენილებაზე საქმის განხილვის ვადის შეჩერების შესახებ დასაშვებია საარბიტრაჟო საჩივრის შეტან

[https://legali.ge/law/1879820/muxli-38/](https://legali.ge/law/1879820/muxli-38/)

---

## მუხლი 39. ვადის დენის გაგრძელება და აღდგენა

_თავი IX — საპროცესო ვადები_

1. არბიტრაჟის მიერ დანიშნული ვადა არბიტრაჟმა შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.

2. საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის კანონით ან დებულებით განსაზღვრული ვადა, თუ კანონით ან დებულებით სხვა რამ არ არის დადგენილი, შეიძლება აღადგინოს არბიტრაჟმა, თუ ცნობს, რომ საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა მოხდა საპატიო მიზეზი

[https://legali.ge/law/1879820/muxli-39/](https://legali.ge/law/1879820/muxli-39/)

---

## მუხლი 40. ვადის აღდგენასთნ დაკავშირებით განცხადების შეტანა

_თავი IX — საპროცესო ვადები_

1. განცხადება საარბიტრაჟო-საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ არბიტრაჟში შეიტანება ამ ვადის გასვლამდე.

2. ვადის გასვლის შემთხვევაში, ვადის აღდგენის შესახებ განცხადების შეტანასთან ერთად უნდა შესრულდეს ის საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედება, რომლის ვადაც გასულია.

3. განცხადება საარბიტრაჟო-საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ არბიტრაჟს წარედგინება წერილობით. მასში მითითებული უნდა იყოს მიზეზები, რომლებმაც განაპირობეს საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედების ვადაზე შეუსრულებლობა, აგრეთვე მათი დამადასტურებელი მტკიცებულებებ

[https://legali.ge/law/1879820/muxli-40/](https://legali.ge/law/1879820/muxli-40/)

---

## მუხლი 41. ვადის აღდგენის შესახებ განცხადების განხილვა

_თავი IX — საპროცესო ვადები_

1. განცხადებას ვადის აღდგენის შესახებ განიხილავს არბიტრაჟი მხარეთათვის შეუტყობინებლად.

2. საარბიტრაჟო-საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ განცხადების განხილვასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს მხარე, რომელმაც დროულად ვერ შეასრულა საპროცესო მოქმედება, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ასეთი შეუსრულებლობა მოწინააღმდეგე მხარის მიზეზით მოხდა.

3. ვადის აღდგენასთან დაკავშირებით მიღებულ დადგენილებაზე შეიძლება საარბიტრაჟო საჩივრის შეტანა.

თავი X. საარბიტრაჟო შეტყობინება და დაბარე

[https://legali.ge/law/1879820/muxli-41/](https://legali.ge/law/1879820/muxli-41/)

---

## მუხლი 42. საარბიტრაჟო შეტყობინება და დაბარება

_თავი X — საარბიტრაჟო შეტყობინება და დაბარება_

1. არბიტრაჟი, არბიტრი ან მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე საარბიტრაჟო უწყებით (წერილობითი შეტყობინებით) აცნობებს მხარეს ან მის წარმომადგენელს (ადვოკატს) არბიტრაჟის სხდომის ან ცალკეული საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედების შესრულების დროს და ადგილს.

2. საარბიტრაჟო უწყებით არბიტრაჟში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს.

3. აუცილებლობის შემთხვევაში მხარეები, მათი წარმომადგენლები, აგრეთვე მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები და თარჯიმნები შეიძლება დაიბარონ ტელეფონოგრამით ან დეპეშით. თუ შეტყობინების მიმღებს აქვს ფაქსის აპარატი, მაშინ არბიტრაჟს შეუძლია განახორციელოს შეტყობინება ფაქსის მეშვეობით. ფაქსით საარბიტრაჟო შეტყობინების დროს აუცილებელია შეტყობინების დადასტურება იმ პირის მიერ, ვისაც ასეთი შეტყობინება გაეგზავნ

[https://legali.ge/law/1879820/muxli-42/](https://legali.ge/law/1879820/muxli-42/)

---

## მუხლი 43. საარბიტრაჟო პრეტენზიის, შემოსული მასალების და უწყების გადაცემის წესი

_თავი X — საარბიტრაჟო შეტყობინება და დაბარება_

1. საარბიტრაჟო უწყება დასაბარებელ პირს უნდა ჩაჰბარდეს მხარის ან წარმომადგენლის (ადვოკატის) მიერ მითითებული მისამართის მიხედვით.

2. საარბიტრაჟო გზავნილით მოპასუხეს ეგზავნება საარბიტრაჟო პრეტენზია თანდართულ საბუთუთების ასლებთან ერთად, გზავნილი და მუდმივოქმედი არბიტრაჟის დებულება.

3. საარბიტრაჟო უწყება ან გზავნილი იგზავნება ფოსტით ან არბიტრაჟის კურიერის მეშვეობით. ადრესატისათვის უწყების ჩაბარების დრო აღინიშნება მის მეორე ეგზემპლარზე, რომელიც არბიტრაჟს უნდა დაუბრუნდე

[https://legali.ge/law/1879820/muxli-43/](https://legali.ge/law/1879820/muxli-43/)

---

## მუხლი 44. საარბიტრაჟო უწყების ჩაბარება

_თავი X — საარბიტრაჟო შეტყობინება და დაბარება_

1. არბიტრაჟის თავმჯდომარეს, ხოლო თუ არბიტრაჟი არ არის დანიშნული სრული შემადგენლობით ან ჯერ არ არის არჩეული არბიტრაჟის თავმჯდომარე, მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს, შეუძლია მხარის ან წარმომადგენლის თანხმობით ხელზე მისცეს მას უწყება შესატყობინებელი ან გამოსაძახებელი პირისათვის ჩასაბარებლად. პირი, რომელსაც დაევალა უწყების ან გზავნილის მიტანა, ვალდებილია უკან დააბრუნოს მისი მეორე ცალი უწყების ან გზავნილის მიღებაზე ადრესატის ხელმოწერით.

2. მხარეს ან წარმომადგენელს უწყება უნდა ჩაბარდეს პირადად, უწყების მეორე ეგზემპლარი მისი ხელმოწერით, ხოლო ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაბარდეს სათანადო თანამდებობის პირის, რომელიც ასევე ხელს აწერს უწყების მეორე ეგზემპლარს. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, წერილობითი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება, თუ ის ადრესატს ჩაჰბარდა პირადად ან თავის იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელ ან უკანასკნელ სამუშაო ადგილას. თუ შეუძლებელია ასეთი ადგილის დადგენა, წერილობითი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება, თუ ის გაგზავნილია ადრესატის უკანასკნელ ცნობილ იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართზე დაზღვეული წერილით ან სხვა საშუალებით, რომელიც ადასტურებს შეტყობინების მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობას.

3. თუ უწყების მიმტანმა პირმა ადრესატი ვერ ნახა საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილზე, უწყება უნდა ჩაბარდეს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, ხოლო თუ ისინიც არ იმყოფებიან ადგილზე, იმავე სახლში მცხოვრებ სახლის მფლობელს, დამქირავებელს, რომლებიც თანახმა იქნებიან გადასცენ უწყება ადრესატს. უწყების მიმღები პირი ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი გვარი, სახელი, აგრეთვე ადრესატთან დამოკიდებულება ან დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს.

4. თუ ადრესატმა უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, არბიტრაჟის კურიერი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც უბრუნდება არბიტრაჟს. ასეთ შემთხვევაში უწყება ჩაბარებულად ითვლება და არბიტრაჟს შეუძლია განიხილოს დავა.

5. მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ არბიტრაჟს საარბიტრაჟო წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის არქონის შენთხვევაში უწყება გაიგზავნება არბიტრაჟისათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.

6. თუ საარბიტრაჟო განხილვაში მონაწილეობის უფლება მინდობილი აქვს ერთ-ერთ თანამონაწილეს, უწყება ჩაჰბარდება მას, რომელიც ვალდებულია ამის თაობაზე აცნობოს სხვა თანამონაწილეებს. უწყების ჩაბარება იმ თანამონაწილისათვის, რომელსაც მინდობილი აქვს საქმის წარმოება, ნიშნავს უწყების ჩაბარებას ყველა თანამონაწილისათვი

[https://legali.ge/law/1879820/muxli-44/](https://legali.ge/law/1879820/muxli-44/)

---

## მუხლი 45. საარბიტრაჟო უწყების ფორმა

_თავი X — საარბიტრაჟო შეტყობინება და დაბარება_

1. უწყებისა და გაგზავნილი სანიმუშო ფორმასა და შინაარს ადგენს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე. მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე უფლებამოსილია კონკრეტული საქმის ინტერესებიდან გამომდინარე
, შეცვალოს გზავნილის შინაარსი.

კარი მეორე

კერძო ნაწილი

თავი XI. მხარეე

[https://legali.ge/law/1879820/muxli-45/](https://legali.ge/law/1879820/muxli-45/)

---

## მუხლი 46. საარბიტრაჟო-საპროცესო ქმედუნარიანობა

_თავი XI — მხარეები_

1. მხარის ქმედუუნარობა არ იწვევს საარბიტრაჟო შეთანხმების მოშლას, თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. ერთ-ერთი მხარის ქმედუუნარობის შემთხვევაში არბიტრაჟი უფლებამოსილია განიხილოს დავა მხოლოდ მაშინ, თუ ქმედუუნარო პირს ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი.

3. თუ საქმის წარმოების დროს გაირკვა, რომ ერთ-ერთი მხარე ქმედუუნაროა და მას არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი, არბიტრაჟი ვალდებულია შეაჩეროს საარბიტრაჟო განხილვა. საარბიტრაჟო განხილვა განახლდება კანონიერი წარმომადგენლის დანიშვნის შემდე

[https://legali.ge/law/1879820/muxli-46/](https://legali.ge/law/1879820/muxli-46/)

---

## მუხლი 47. არასათანადო პრეტენდენტის შეცვლა

_თავი XI — მხარეები_

1. თუ არბიტრაჟი საქმის განხილვის დროს დაადგენს, რომ საარბიტრაჟო პრეტენზია აღძრულია არა იმ პირის მიერ, რომელსაც მოთხოვნის უფლება აქვს, შეუძლია პრეტენდენტის თანხმობით საქმის შეუწყვეტლად შეცვალოს თავდაპირველი პრეტენდენტი სათანადო პრეტენდენტით.

2. თუ სათანადო პრეტენდენტი არ არის თანახმა შეცვალოს არასათანდო პრეტენდეტი, ან არასათანადო პრეტენდენტი არ არის თანახმა შეიცვალოს სათანადო პრეტენდენტით, არბიტრაჟი საარბიტრაჟო წარმოებას შეწყვეტს იმ მოტივით, რომ არასათანადო მხარემ უარი თქვა მის მიერ აღძრულ პრეტენზიაზე.

3. თუ შეცვლილ სათანადო პრეტენდენტსა და მოპასუხეს შორის არ არსებობს შესაბამისი საარბიტრაჟო შეთანხმება და მოპასუხე თანახმა არ არის მოცემული დავა განიხილოს არბიტრაჟმა, არბიტრაჟი უსაფუძვლობის მოტივით წყვეტს საარბიტრაჟო წარმოება

[https://legali.ge/law/1879820/muxli-47/](https://legali.ge/law/1879820/muxli-47/)

---

## მუხლი 48. არასათანადო მოპასუხის (მოწინააღმდეგე) მხარის შეცვლა

_თავი XI — მხარეები_

1
. თუ საქმის განხილვისას არბიტრაჟი დაადგენს, რომ საარბიტრაჟო პრეტენზია აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს საარბიტრაჟო პრეტენზიაზე, მას შეუძლია შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით.

2
. თუ პრეტენდენტი არ არის თანხმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, არბიტრაჟი თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის პრეტენდენტს საარბიტრაჟო პრეტენზიის დაკმაყოფილებაზე.

3
. თუ პრეტენდენტსა და სათანდო მოპასუხეს შორის არ არსებობს შესაბამისი საარბიტრაჟო შეთანხმება და სათანადო მოპასუხე არ არის თანახმა მოცემული დავა განიხილოს არბიტრაჟმა, არბიტრაჟი წყვეტს საარბიტრაჟო წარმოება

[https://legali.ge/law/1879820/muxli-48/](https://legali.ge/law/1879820/muxli-48/)

---

## მუხლი 49. თანამონაწილეები

_თავი XI — მხარეები_

1. საარბიტრაჟო პრეტენზია შეიძლება წარდგენილ იქნეს ერთად რამდენიმე პრეტენდენტის მიერ ან რამდენიმე მოპასუხის წინააღმდეგ, თუ:

1.1 საარბიტრაჟო პრეტენზიის საგანს წარმოადგენს საერთო უფლება;

1.2 საპრეტენზიო მოთხოვნები გამომდინარეობს ერთი და იმავე საფუძვლიდან;

1.3 საპრეტენზიო მოთხოვნები ერთგვაროვანია, მიუხედავად იმისა, ერთგვაროვანია თუ არა მათი საფუძველი და საგანი.

2. თითოეული პრეტენდენტი ან მოპასუხე მეორე მხარის მიმართ პროცესში გამოდის დამოუკიდებლად.

3. თანამონაწილენი სარგებლობენ კანონითა და დებულებით მხარეებისათვის მინიჭებული ყველა უფლებით.

4. თანამონაწილეებს შეუძლიათ საარბიტრაჟო დავის (საქმის) წარმოება ერთ-ერთ თანამონაწილეს მიანდონ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც თანამონაწილე არასრულწლოვანია, ან/და მას ჰყავს მეურვე ან მზრუნველი.

კარი მესამე

მტკიცებულებები

თავი XIII. მტკიცებულების შეგროვება, დას
აშვებობა, შეფასე

[https://legali.ge/law/1879820/muxli-49/](https://legali.ge/law/1879820/muxli-49/)

---

## მუხლი 50. მტკიცების ტვირთი. მტკიცებულებების დასაშვებობა

_თავი XIII — მტკიცებულების შეგროვება, დას_

1. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავისი მოთხოვნებსა და შესაგებელს.

2. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებითი, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

3. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებები

[https://legali.ge/law/1879820/muxli-50/](https://legali.ge/law/1879820/muxli-50/)

---

## მუხლი 51. მტკიცებულებათა შეგროვება

_თავი XIII — მტკიცებულების შეგროვება, დას_

1. საარბიტრაჟო განხილვისათვის საჭირო მტკიცებულებებს წარმოადგენენ მხარეები.

2. არბიტრაჟს შეუძლია თავისი ინიციატივით შეაგროვოს მტკიცებულებები ან შესთავზოს მხარეებს წარადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.

3. თუ მხარეებმა ამა თუ იმ მიზეზით ვერ შეძლეს მტკიცებულებების უშუალოდ მიღება და წარმოდგენა, არბიტრაჟი, მხარეთა შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით, გამოითხოვს მტკიცებულებას. კანონით ან დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში არბიტრაჟს შეუძლია მიმართოს სასამართლოს მტკიცებულებათა გამოთხოვის მიზნით.

4.  კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებებს იურიდიული ძალა არა აქვ

[https://legali.ge/law/1879820/muxli-51/](https://legali.ge/law/1879820/muxli-51/)

---

## მუხლი 52. მტკიცებულებების შეფასება

_თავი XIII — მტკიცებულების შეგროვება, დას_

1. არბიტრაჟისათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარი დადგენილი ძალა.

2. არბიტრაჟი აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს საარბიტრაჟო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

3. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს არბიტრაჟის რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

4. ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოებების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებასა თუ შესაგებელს, არბიტრაჟმა შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება

[https://legali.ge/law/1879820/muxli-52/](https://legali.ge/law/1879820/muxli-52/)

---

## მუხლი 53. ფაქტები, რომლებიც არ საჭიროებენ მტკიცებას

_თავი XIII — მტკიცებულების შეგროვება, დას_

1. მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომელსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია:

1.1 ფაქტები, რომლებსაც არბიტრაჟი საყოველთაოდ ცნობილად მიიჩნევს;

1.2 ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს ან არბიტრაჟის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით, თუ საარბიტრაჟო დავის განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ;

1.3 ფაქტები იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა მოქმედებას ადგილი და ჩაიდინა ეს მოქმედება ამ პირმა, რაც დადგენილია სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით, როცა საქმეს იხილავს არბიტრაჟი იმ პირის მოქმედების სამოქალაქო-სამართლებრივი შედეგების შესახებ, ვის მიმართაც გამოტანილია განაჩენი.

თავი XIV. ექსპერტი

[https://legali.ge/law/1879820/muxli-53/](https://legali.ge/law/1879820/muxli-53/)

---

## მუხლი 54. ექსპერტიზის დანიშვნა

_თავი XIV — ექსპერტიზა_

1. თუ დავის განხილვასთან დაკავშირებით წამოიჭრა ისეთი საკითხი, რომლის განმტკიცებაც სპეციალურ ცოდნას მოითხოვს, არბიტრაჟი უფლებამოსილია მხარის მოთხოვნით ან თავისი ინიციატივით დანიშნოს ექსპერტიზა. ექსპერტიზის დანიშვნა სავალდებულოა, თუ მხარეები ამას მოითხოვენ.

2. საექსპერტო დაწესებულების შერჩევის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს მხარეთა მოსაზრებები. მხარეებს უფლება აქვთ შესთავაზონ არბიტრაჟს ექსპერტად დასანიშნი პირის კანდიდატურა. საბოლოოდ საკითხს იმის შესახებ, თუ ვის მიენდოს ექსპერტიზის ჩატარება, წყვეტს არბიტრაჟი.

3. მხარეებს უფლება აქვთ, აგრეთვე, წარმოადგინონ კითხვები, რომლებიც უნდა განმარტოს ექსპერტმა. საბოლოოდ იმ საკითხთა წრეს, რომლებზედაც საჭიროა ექსპერტის დასკვნა, განსაზღვრავს არბიტრაჟი. ეს უკანასკნელი ვალდებულია დაასაბუთოს მხარეთა მიერ წამოყენებული საკითხების უარყოფა.

4. უარი ექსპერტიზის დანიშვნაზე უნდა დასაბუთდეს. ექსპერტიზის დანიშვაზე უარი შეიძლება გასაჩივრდეს საარბიტრაჟო საჩივრი

[https://legali.ge/law/1879820/muxli-54/](https://legali.ge/law/1879820/muxli-54/)

---

## მუხლი 55. დადგენილება ექსპერტის დანიშვნის შესახებ

_თავი XIV — ექსპერტიზა_

ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ არბიტრაჟს გამოაქვს დადგენილება, რომელშიც უნდა აღინიშნოს, თუ რა საკითხზეა საჭირო ექსპერტის დასკვნა, საექსპერტო დაწესებულების დასახელება და რა მასალები წარედგინა საექსპერტო დაწესებულებას გამოსაკვლევად. აუცილებელობის ან მხარეების მოთხოვნის შემთხვევაში ექსპერტიზის ჩასატარებლად არბიტრაჟი ნიშნავს რამდენიმე ექსპერტ

[https://legali.ge/law/1879820/muxli-55/](https://legali.ge/law/1879820/muxli-55/)

---

## მუხლი 56. ექსპერტიზისათვის საჭირო მასალების შეგროვება

_თავი XIV — ექსპერტიზა_

1
. ექსპერტიზის ჩატარებისათვის საჭირო მასალებს არბიტრაჟს წარუდგენენ მხარეები. ექსპერტიზის ჩასატარებლად საჭირო მასალების წრეს განსაზღვრავს არბიტრაჟი, რომელიც ითვალისწინებს როგორც მხარეების, ისე ექსპერტად დანიშნული პირის მოსაზრებას.

2. თუ ექსპერტიზის დასათვალიერებლად საჭიროა ნივთიერი ან წერილობითი მტკიცებულების დათვალიერება, რომლის არბიტრაჟში წარდგენა ვერ ხერხდება, არბიტრაჟმა შეიძლება მიიღოს დადგენილება ამ მტკიცებულებების დათვალიერების შესახებ, რაც ეცნობება მხარეებს, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა მტკიცებულების დათვალიერებას არ დააბრკოლებს.

3. თუ ექსპერტიზის ჩასატარებლად საჭირო მასალების მიღებისათვის აუცილოებელია მოწმის დაკითხვა, არბიტრაჟს შეუძლია გამოიძახოს და დაკითხოს იგი ექსპერტის მონაწილეობით. მხარეებს ეცნობებათ ამის შესახებ, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს მოწმის დაკითხვას.Aამ წესით დაკითხული მოწმე არ თავისუფლდება საარბიტრაჟო სხდომაზე გამოცხადებისაგან და საქმის განხილვის დროს განმეორებითი დაკითხვისაგან. მოწმის დაკითხვის შესახებ შედგება ოქმი, რომელიც დაერთვის საქმე

[https://legali.ge/law/1879820/muxli-56/](https://legali.ge/law/1879820/muxli-56/)

---

## მუხლი 57. ექსპერტის განმარტება

_თავი XIV — ექსპერტიზა_

1. მხარეებს და მათ წარმომადგენლებს შეუძლიათ გაეცნონ ექსპერტის დასკვნას. მათივე თხოვნით ექსპერტის დასკვნა გამოქვეყნდება არბიტრაჟის სხდომაზე.Mმხარეებს შეუძლიათ გამოთქვან თავიანთი მოსაზრება, ხოლო დასკვნის განმარტებისა და შევსების მიზნით ექსპერტს შეიძლება მიეცეს შეკითხვა.

2. ექსპერტს პირველად ეკითხება ის პირი, რომლის თხოვნითაც დაინიშნე ექსპერტი და მისი წარმომადგენელი. არბიტრაჟის ინიციატივით დანიშნულ ექსპერტს პირველად ეკითხება არბიტრი. არბიტრს შეუძლია შეკითხვები დაუსვას ექსპერტს მისი დაკითხვის ყოველ მომენტშ

[https://legali.ge/law/1879820/muxli-57/](https://legali.ge/law/1879820/muxli-57/)

---

## მუხლი 59. დამატებითი და განმეორებითი ექსპერტიზა

_თავი XIV — ექსპერტიზა_

1. თუ ექსპერტის დასკვნა არ არის სრული ან გაურკვეველია, არბიტრაჟს შეუძლია დანიშნოს დამატებითი ექსპერტიზა.

2. თუ არბიტრაჟი არ ეთანხმება ექსპერტის დასკვნას დაუსაბუთებლობის მოტივით, აგრეთვე, თუ რამდენიმე ექსპერტის დასკვნა ეწინააღმდეგება ერთმანეთს, არბიტრაჟს შეუძლია დანიშნოს განმეორებითი ექსპერტიზა და მისი ჩატარება დაავალოს სხვა ექსპერტს ან ექსპერტებს.

3. არბიტრაჟი ვალდებულია დანიშნოს დამატებითი და განმეორებითი ექსპერტიზა, თუ მხარეები ამას მოითხოვე

[https://legali.ge/law/1879820/muxli-59/](https://legali.ge/law/1879820/muxli-59/)

---

## მუხლი 60. ექსპერტიზის ხარჯების ანაზღაურება

_თავი XIV — ექსპერტიზა_

1. ექსპერტებს აუნაზღაურდებათ არბიტრაჟში გამოცხადებისათვის მგზავრობისა და საცხოვრებელი სადგომის დაქირავების ხარჯები და დღიური თანხა, აგრეთვე არბიტრაჟის დავალებით შესრულებული სამუშაოსათვის მიეცემათ ჰონორარი.

2. თუ ექსპერტის აზრით, არბიტრაჟის მიერ წინასწარ განსაზღვრული ხარჯები საგრძნობლად გაიზრდება დავის საგნის ღირებულებასთან შედარებით, ან დიდად გადააჭარბებს წინასწარ განსაზღვრულ ხარჯებს, ექსპერტი ვალდებულია დროულად აცნობოს ამის შესახებ არბიტრაჟს.

თავი XV. სპეციალის

[https://legali.ge/law/1879820/muxli-60/](https://legali.ge/law/1879820/muxli-60/)

---

## მუხლი 62. სპეციალისტის უფლება-მოვალეობები

_თავი XV — სპეციალისტი_

1. სპეციალისტად მოწვეული პირი ვალდებულია გამოცხადდეს არბიტრაჟში, გაუწიოს მას კონსულტაცია, აღმოუჩინოს ტექნიკური დახმარება.

2. სპეციალისტის ზეპირი კონსულტაცია შეიტანება საარბიტრაჟო სხდომის ოქმში, ხოლო მისი წერილობითი პასუხები დაერთვის საქმეს.

კარი მეოთხე

საარბიტრაჟო წარმოება

თავი XVI. წარმოების შეწყვეტის და შეჩერების საფუძვე

[https://legali.ge/law/1879820/muxli-62/](https://legali.ge/law/1879820/muxli-62/)

---

## მუხლი 63. საარბიტრაჟო წარმოების შეწყვეტის საფუძველი

_თავი XVI — წარმოების შეწყვეტის და შეჩერების საფუძველი_

1. საარბიტრაჟო განხილვა წყდება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ხელმოწერისა და მხარეთათვის გადაცემის შემდეგ ან ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არბიტრაჟის დადგენილების საფუძველზე.

2. არბიტრაჟი უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტის შესახებ შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუ საარბიტრაჟო მოსარჩელე უარს აცხადებს საარბიტრაჟო სარჩელზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საარბიტრაჟო მოპასუხე წინააღმდეგია საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტისა და არბიტრაჟი მიიჩნევს, რომ საარბიტრაჟო მოპასუხეს აქვს საარბიტრაჟო დავის გადაწყვეტის კანონიერი ინტერესი;

ბ) თუ მხარეები შეთანხმდნენ საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტაზე;

გ) თუ არბიტრაჟი დაადგენს, რომ საარბიტრაჟო განხილვის გაგრძელება რაიმე სხვა მიზეზით არ არის აუცილებელი ან შეუძლებელია.

3. საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში არბიტრაჟისათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

4. საქმის წარმოების შეწყვეტაზე გამოტანილ არბიტრაჟის დადგენილებაზე დასაშვებია საარბიტრაჟო საჩივრის შეტანა.

თავი XVI. მოსამზადებელი სხდო

[https://legali.ge/law/1879820/muxli-63/](https://legali.ge/law/1879820/muxli-63/)

---

## მუხლი 64. საქმის განსახილველად მომზადება

_თავი XVI — მოსამზადებელი სხდომა_

1. არბიტრაჟის დანიშვნამდე საქმეს ამზადებს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე, ხოლო არბიტრაჟის დანიშვნის შემდეგ არბიტრაჟის თავმჯდომარე.

2. არბიტრაჟის მთავარ სხდომაზე განხილვისათვის საქმის მოსამზადებლად მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს შეუძლია:

2.1 დაავალოს მხარეებს შეავსონ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში განმარტონ მათ მიერ წარმოდგენილი წერილობითი მასალები, წინადადება მისცეს მათ წარმოადგინონ საქმისათვის მნიშნელობის მქონე ნივთები თუ დოკუმენტები;

2.2 გამოთხოვოს მხარეთა თხოვნით მტკიცებულებანი, რომელთა მიღებაც თავად მხარეებმა ვერ შეძლეს;

2.3 კანონით ან დებულებით განსაზღვრულ შემთხვევაში მიმართოს სასამართლოს;

2.4 გადაწყვიტოს საარბიტრაჟო პროცესში თანამონაწილეების დაშვების საკითხი;

2.5 შეამოწმოს მტკიცებულებები, თუ ეს არბიტრაჟი საქმის არსებითად განხილვისას ძნელი იქნება ან გააჭიანურებს საქმის განხილვას;

2.6 ჩაატაროს ადგილზე დათვალიერება;

2.7 მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს მისცეს დავალებები;

2.8 მოახდინოს პრეტენზიის უზრუნველყოფა;

2.9 დაიბაროს მოწმეები, სპეციალისტები საარბიტრაჟო სხდომის დღისათვის;

2.10 არბიტრაჟს ან მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს შეუძლია სხვა მოქმედების შესრულებაც, რომლებიც ხელს შეუწყობენ არბიტრაჟის მთავარ სხდომაზე განსახილველად საქმის მომზადება

[https://legali.ge/law/1879820/muxli-64/](https://legali.ge/law/1879820/muxli-64/)

---

## მუხლი 65. მოსამზადებელი სხდომის დანიშვნა

_თავი XVI — მოსამზადებელი სხდომა_

1. მოსამზადებელ სხდომას ნიშნავს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავჯდომარე, ხოლო თუ არბიტრაჟი დანიშნულია სრული შემადგენლობით, არბიტრაჟი.

2. მოსამზადებელ სხდომაზე მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე აღჭურვილია არბიტრაჟის უფლებამოსილებით, გარდა უფლებისა ჩაატაროს ძირითადი სხდომა და მიიღოს საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილება.

3. თუ მოსამზადებელ სხდომაზე არბიტრაჟი საქმეს საკმაოდ მომზადებულად მიიჩნევს და მხარეებს დამატებით არაფერი აქვთ წარმოსადგენი, არბიტრაჟს შეუძლია ეს სხდომა გადააქციოს მთავარ სხდომად და არსებითად განიხილოს საარბიტრაჟო პრეტენზი

[https://legali.ge/law/1879820/muxli-65/](https://legali.ge/law/1879820/muxli-65/)

---

## მუხლი 66. მოსამზადებელ სხდომაზე საქმის წარმოების შეწყვეტა

_თავი XVI — მოსამზადებელი სხდომა_

1. თუ მოსამზადებელ სხდომაზე პრეტენდენტი უარს იტყვის პრეტენზიაზე ან მხარეები მორიგდებიან, საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.

2. თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს პრეტენზიას, არბიტრი გამოიტანს გადაწყვეტილებას პრეტენზიის დაკმაყოფილების შესახებ.

3. დებულებით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას არბიტრაჟის მთავარ სხდომაზე საქმის განსახილველად მომზადების დროს საქმის წარმოება არბიტრაჟმა შეიძლება შეწყვიტოს ან პრეტენზია (საჩივარი) განუხილველად დატოვო

[https://legali.ge/law/1879820/muxli-66/](https://legali.ge/law/1879820/muxli-66/)

---

## მუხლი 67. მხარეთა უფლება-მოვალეობები

_თავი XVI — მოსამზადებელი სხდომა_

1. მხარეები მოვალენი არიან შეასრულონ საქმის მომზადების მიზნით მუდმივმიქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარის მითითებები. წერილობითი მასალების წარუდგენლობა თუ სხვა მოქმედების შეუსრულებლობა ისეთი მიზეზით, რომელსაც არბიტრაჟი არასაპატიოდ ცნობს, ართმევს მხარეს უფლებას შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს.

თავი XVII. მთავარი სხდო

[https://legali.ge/law/1879820/muxli-67/](https://legali.ge/law/1879820/muxli-67/)

---

## მუხლი 68. მთავარი სხდომის დაწყება

_თავი XVII — მთავარი სხდომა_

1. მთავარ სხდომას ნიშნავს არბიტრაჟი, რომლის შესახებაც აცნობებს მხარეებს.

2. საქმის განხილვისათვის დანიშნულ დროს არბიტრაჟი შემოდის სხდომის დარბაზში, არბიტრაჟის თავმჯდომარე ხსნის მთავარ სხდომას და აცხადებს, თუ რომელი საქმე იქნება განხილული.

3. არბიტრაჟის სხდომის მდივანი მოახსენებს არბიტრაჟს, თუ განსახილველ საქმეზე მოწვეულ პირთაგან ვინ გამოცხადდა, ჩაბარდათ თუ არა გამოუცხადებელ პირებს უწყებები და რა ცნობები არსებობს მათი გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ. არბიტრაჟი ადგენს გამოცხადებულთა ვინაობას, აგრეთვე ამოწმებს წარმომადგენელთა უფლებამოსილებას. ამის შემდეგ მოწმეები, ექსპერტები და სპეციალისტები ტოვებენ სხდომის დარბაზს.

4. თუ დებულებით დადგენილი წესით გაფრთხილებული მხარე არ გამოცხადდება სხდომაზე არასაპატიო მიზეზით, არბიტრაჟი უფლებამოსილია გააგრძელოს საქმის განხილვ

[https://legali.ge/law/1879820/muxli-68/](https://legali.ge/law/1879820/muxli-68/)

---

## მუხლი 69. საქმის გარჩევა

_თავი XVII — მთავარი სხდომა_

1. არბიტრაჟის თავმჯდომარე ხსნის, უძღვება და ხურავს საარბიტრაჟო სხდომას.

2. თავმჯდომარე აცხადებს არბიტრაჟის შემადგენელობას, აგრეთვე იმას, თუ ვინ მონაწილეობს ექსპერტად, სპეციალისტად, თარჯიმნად, არბიტრაჟის სხდომის მდივნად და განუმარტავს მხარეებს აცილების უფლების შესახებ

3. პირველად არბიტრაჟი მოისმენს პრეტენდენტისა და მის მხარეზე მონაწილე პირთა ახსნა-განმარტებებს, კერძოდ, როგორია მისი მოთხოვნა, რა გარემოებებს ემყარება ეს მოთხოვნა, რით ადასტურებს ამ გარემოებებს, კვლავ უჭერს თუ არა მხარს ამ მოთხოვნებს და უარს ხომ არ ამბობს პრეტენზიაზე, ხომ არ სურს საქმის მორიგებით დამთავრება და სხვა

4. შემდეგ არბიტრაჟი მოისმენს მოპასუხისა და მის მხარეზე მონაწილე პირთა ახსნა-განმარტებებს, კერძოდ, როგორია მისი შესაგებელი, ხომ არ ცნობს პრეტენზიას, ან ხომ არ სურს საქმის მორიგებით დამთავრება და სხვ

[https://legali.ge/law/1879820/muxli-69/](https://legali.ge/law/1879820/muxli-69/)

---

## მუხლი 70. ახალ გარემოებებზე მითითება

_თავი XVII — მთავარი სხდომა_

1. მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის დროს მათ შეიძლება წამოაყენონ ახალი მოსაზრებები, ან მიუთითონ ახალ გარემოებაზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა განცხადებული საქმის მოსამზადებელ სტადიაზე ან მხარეთა ზეპირი შეჯიბრების დაწყებამდე.

2. არბიტრაჟი გაითვალისწინებს ამ ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებს თუ ცნობს, რომ მათ შესახებ თავისი დროზე არ იყო განცხადებული საპატიო მიზეზით და რომ ეს არ მომხდარა საქმის გაჭიანურების მიზნით. მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია სთხოვოს არბიტრაჟს საქმის განხილვის გადადება, რათა მოემზადოს ამ ახალი გარემოებისა თუ მტკიცებულების გასაქარწყლებლად.

3. საქმის განხილვის გადადების შემთხვევაში არბიტრაჟი დაკითხავს გამოცხადებულ მოწმეებს. ახალ საარბიტრაჟო სხდომაზე ამ მოწმეთა ხელმეორედ დაბარება შეიძლება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. არბიტრაჟი დაავალებს აგრეთვე მხარეებს დანიშნულ ვადაში წარმოადგინონ წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები, რათა მოწინააღმდეგე მხარეს ჰქონდე შესაძლებლობა ახალი სხდომის დაწყებამდე გაეცნოს ამ მასალებს, ამასთან მიუთითოს სახელი, გვარი, მისამართი მოწმისა, რომლის დაკითხვაც მას სურს.

4. თუ არბიტრაჟის სხდომაზე გამოცხადდება მხოლოდ ერთი მხარე, არბიტრაჟი მიიღებს ახსნა–განმარტებას ამ ერთი მხარისგა

[https://legali.ge/law/1879820/muxli-70/](https://legali.ge/law/1879820/muxli-70/)

---

## მუხლი 72. მხარეთა შეკითხვები

_თავი XVII — მთავარი სხდომა_

1. არაბიტრაჟის ნებართვით თითოეულ მხარეს შეუძლია შეკითხვა მისცეს მოწინააღმდეგე მხარეს და მის წარმომადგენელს. თუ შეკითხვა უადგილო ან შეუფერებელია და არ ემსახურება საქმის გარემოების გამოკვლევასა და დაგენას, არბიტრაჟს, მხარის თხოვნით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია მოხსნას ასეთი შეკითხვა. შეკითხვის შეუსაბამოდ ან უადგილოდ მიიჩნევა და მისი მოხსნა შეუძლია არბიტრაჟს.

2. არბიტრაჟის ნებისმიერ წევრს უფლება აქვს მხარეებს მისცეს შეკითხვები, რომლებიც ხელს შეუწყობენ საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულად და ზუსტად განსაზღვრას. ამ გარემოებების დასადასტურებლად მტკიცებულებათა გამოვლენასა და არბიტრაჟში წარდგენას, მათი უტყუარობის გამორკვევა

[https://legali.ge/law/1879820/muxli-72/](https://legali.ge/law/1879820/muxli-72/)

---

## მუხლი 73. სხდომის დარბაზში წესრიგის დაცვა

_თავი XVII — მთავარი სხდომა_

1. მხარეები, წარმომადგენლები, მოწმეები, სპეციალისტები, თარჯიმნები, აგრეთვე საარბიტრაჟო სხდომის დარბაზში მყოფი ყველა მოქალაქე, თუ ასეთი დაშვებულია, ვალდებულია დაიცვას დადგენილი წესი და უსიტყვოდ დაემორჩილოს არბიტრაჟის განკარგულებას.

2. არბიტრაჟის თავმჯდომარის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, არბიტრაჟის თავმჯდომარე გააძევებს წესრიგის დამრღვევს და საქმეს განიხილავს მისი დასწრების გარეშ

[https://legali.ge/law/1879820/muxli-73/](https://legali.ge/law/1879820/muxli-73/)

---

## მუხლი 74. შეჯიბრებითობის ხელმძღვანელობა

_თავი XVII — მთავარი სხდომა_

1. მხარეთა შეჯიბრებას ხელმძღვანელობას არბიტრაჟი. იგი ხსნის წარმართავს და წყვეტს შეჯიბრებას, სიტყვას აძლევს ან სიტყვის უფლებას ართმევს ყველას, ვინც არ ემორჩილება მას, იღებს გადაწყვეტილებებს ზეპირი შეჯიბრების დროს წამოჭრილ საკითხებზე და აცხადებს ამ გადაწყვეტილებებს.

2. არბიტრაჟი იღებს დებულებით გათვალისწინებულ ზომებს, რათა საქმე ყოველმხრივ იქნეს გამოკვლეული, მხარეთა პაექრობა ზედმეტად არ გაჭიანურდეს და არ გაურთულდეს და სააქმის განხილვა დამთავრდეს რაც შესაძლებელია, ერთ საარბიტრაჟო სხდომაზე და თუ შესაძლებელია შესვენების გარეშ

[https://legali.ge/law/1879820/muxli-74/](https://legali.ge/law/1879820/muxli-74/)

---

## მუხლი 75. მტკიცებულებათა გამოკვლევა

_თავი XVII — მთავარი სხდომა_

1. საქმის განხილვას უშუალოდ მოჰყვება მტკიცებულებათა გამოკვლევა.

2. საქმეში არსებული ყველა მტკიცებულებების განხილვისა და შემოწმების შემდეგ არბიტრაჟი ეკითხება მხარეებს და წარმომადგენლებს, ხომ არ სურთ რაიმე დაურთონ საქმის მასალებს. თუ ასეთი სურვილი არ გამოითქვა, არბიტრაჟი საქმის გამოკვლევას დამთავრებულად აცხადებს, რის შედეგადაც იწყება მხარეთა პაექრობ

[https://legali.ge/law/1879820/muxli-75/](https://legali.ge/law/1879820/muxli-75/)

---

## მუხლი 76. მხარეთა პაექრობა და რეპლიკა

_თავი XVII — მთავარი სხდომა_

1. პაექრობა შედგება მხარეებისა და მათი წარმომადგენლების სიტყვებისაგან.

2. პირველად გამოდიან პრეტენდენტი და მის მხარეზე მონაწილე პირი და მისი წარმომადგენელი, შემდეგ მოპასუხე და მისი წარმომადგენელი.

3. მას შემდეგ, რაც პაექრობის ყოველი მონაწილე წარმოთქვამს სიტყვას, მათ შეუძლიათ ხელმეორედ გამოვიდნენ წარმოთქმულ სიტყვასთან დაკავშირებით. უკანასკნელი რეპლიკის უფლება ყოველთვის ეკუთვნის მოპასუხეს და მის წარმომადგენელს.

4. პაექრობისა და რეპლიკის შემდეგ არბიტრაჟი ნიშნავს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოცხადების დღეს, რითაც საარბიტრაჟო განხილვა მთავრდება.

თავი XVIII. საარბიტრაჟო გადაწყვეტილე

[https://legali.ge/law/1879820/muxli-76/](https://legali.ge/law/1879820/muxli-76/)

---

## მუხლი 77. არბიტრაჟის გადაწყვეტილების გამოცხადება

_თავი XVIII — საარბიტრაჟო გადაწყვეტილება_

1. საქმეზე არბიტრაჟს გამოაქვს გადაწყვეტილება საარბიტრაჟო განხილვის დაწყებიდან 180 დღის ვადაში, რომელშიც არ ითვლება საქმის შეჩერების დრო.

2. თუ გადწყვეტილება გამოაქვს რამდენიმე არბიტრისაგან შემდგარ არბიტრაჟს, იგი დადგენილ უნდა იქნეს ხმების უმრავლესობით. თუ არბიტრი უარს აცხადებს ხელი მოაწეროს გადაწყვეტილებას, ამის შესახებ უნდა აღინიშნოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში. არბიტრი რომელიც არ ეთანხმება უმრავლესობას, შეუძლია წერილობით ჩამოაყალიბოს თავისი განსხვავებული აზრი. განსხვავებული აზრი დაერთვის საქმეს. არბიტრებს უფლება არ აქვთ გაახმაურონ თათბირის დროს გამართული მსჯელობა.

3. გადაწყვეტილების გამოტანისას არბიტრაჟი აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს თუ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი დაუდგენელი, რომელი კანონი ან და სხვა იურიდიული ნორმა უნდა იქნეს გამოყენებული ამ საქმეზე და დაკმაყოფილებულ უნდა იქნეს თუ არა პრეტენზია.

4. გადწყვეტილება უნდა ჩამოყალიბდეს წერილობითი ფორმით.

5. თუ გადაწყვეტილება გამოაქვს კოლეგიურ არბიტრაჟს, გადაწყვეტილებას ჩამოაყალიბებს ამ არბიტრაჟის თავმჯდომარე ან ერთ-ერთი არბიტრი და ხელს აწერს ყველა არბიტრი. რომლებიც მონაწილეობდნენ მის დადგენილებაში, მათ შორის განსხვავებული აზრის მქონე არბიტრიც. გადაწყვეტილებაში შეტანილ შესწორებას შენიშვნა უნდა გაუკეთდეს არბიტრთა ხელმოწერების წი

[https://legali.ge/law/1879820/muxli-77/](https://legali.ge/law/1879820/muxli-77/)

---

## მუხლი 79. გადაწყვეტილების შინაარსი

_თავი XVIII — საარბიტრაჟო გადაწყვეტილება_

1. გადწყვეტილება შედგება შესავალი, აღწერილობითი, სამოტივაციო და დადგენილებითი ნაწილებისაგან.

2. გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში აღინიშნება მისი გამოტანის დრო და ადგილი, გადაწყვეტილების გამომტანი მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დასახელება და არბიტრაჟის შემადგენლობა, არბიტრაჟის სხდომის მდივანი, საარბიტრაჟო შეთანხმება, რომლის საფუძველზეც მოქმედებდა არბიტრაჟი, მხარეები, წარმომადგენლები, დავის საგანი.

3. გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილი უნდა შეიცავდეს მითითებას პრეტენდენტის მოთხოვნისა და მოპასუხის შესაგებელზე.

4. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს არბიტრაჟის მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება არბიტრაჟის დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც არბიტრაჟი უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას, და კანონი ან/და სხვა იურიდიული ნორმები, რომლებითაც არბიტრაჟი ხელმძღვანელობდა.

5. გადაწყვეტილების დადგენილრბითი ნაწილი უნდა შეიცავდეს არბიტრაჟის დასკვნას პრეტენზიის დაკმაყოფილების ან პრეტენზიაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ, მითითებას საარბიტრაჟო ხარჯების განაწილების თაობაზე, აგრეთვე მითითებას გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადასა და წესზე.

6. თუ მხარეები არ მოთხოვენ დასაბუთებულ გადაწყვეტილებას ან ამას ითვალისწინებს საარბიტრაჟო შეთანხმება, არბიტრაჟს შეუძლია შემოიფარგლოს გადაწყვეტილების შესავალი, აღწერილობითი და დადგენილებითი ნაწილების ჩამოყალიბებ

[https://legali.ge/law/1879820/muxli-79/](https://legali.ge/law/1879820/muxli-79/)

---

## მუხლი 81. გადაწყვეტილების განმარტება, შესწორება და დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა

_თავი XVIII — საარბიტრაჟო გადაწყვეტილება_

1. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თითოეულ მხარეს მეორე მხარისათვის შეტყობინების შემდეგ უფლება აქვს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანიდან 30 დღის ვადაში:

ა) მოსთხოვოს არბიტრაჟს, გაასწოროს შეცდომა, რომელიც დაშვებულ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში მოცემულ გაანგარიშებებში, აგრეთვე მისი წერითი, ბეჭდური ან სხვა ამგვარი შეცდომები;

ბ) მხარეთა შეთანხმების არსებობისას მოსთხოვოს არბიტრაჟს, მისცეს განმარტება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების რომელიმე კონკრეტულ საკითხთან ან ამ გადაწყვეტილების რომელიმე ნაწილთან დაკავშირებით.

2. არბიტრაჟმა, თუ იგი მოთხოვნას დასაბუთებულად მიიჩნევს, მისი მიღებიდან 30 დღის ვადაში უნდა შეიტანოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში შესაბამისი შესწორება ან უნდა მისცეს შესაბამისი განმარტება. ასეთი განმარტება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ნაწილია.

3. არბიტრაჟი უფლებამოსილია, გადაწყვეტილების გამოტანიდან 30 დღის ვადაში თავისი ინიციატივით გაასწოროს ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტში მითითებული შეცდომა.

4. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თითოეულ მხარეს მეორე მხარისათვის შეტყობინების შემდეგ უფლება აქვს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანიდან 30 დღის ვადაში მოსთხოვოს არბიტრაჟს, გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება იმ მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომლებიც განცხადებული იყო საარბიტრაჟო განხილვის მიმდინარეობისას, მაგრამ არ იქნა ასახული გადაწყვეტილებაში. არბიტრაჟმა, თუ იგი ამ მოთხოვნას დასაბუთებულად მიიჩნევს, მისი მიღებდან 60 დღის ვადაში უნდა გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება.

5. არბიტრაჟს, აუცილებლობის შემთხვევაში, შეუძლია არა უმეტეს 30 დღით გააგრძელოს ვადა, რომლის განმავლობაშიც მან უნდა გაასწოროს შეცდომა, უნდა მისცეს განმარტება ან უნდა გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება ამ მუხლის შესაბამისად. თუ მხარეთა ან არბიტრაჟის მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი, უკვე გამოტანილი გადაწყვეტილება ძალაში რჩება შესწორების შეტანის, განმარტების მიცემის ან დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის განმავლობაშ

[https://legali.ge/law/1879820/muxli-81/](https://legali.ge/law/1879820/muxli-81/)

---

## მუხლი 82. გადწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შედეგები

_თავი XVIII — საარბიტრაჟო გადაწყვეტილება_

1. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან, თუ მხარეთა მიერ ან კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. გადწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ არბიტრაჟში იგივე საპრეტენზიო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.

3. სასამართლო უფლებამოსილია გააუქმოს საქართველოში გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ;

ა) მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, მიმართავს სარჩელით სასამართლოს და დაამტკიცებს, რომ:

ა.ა) საარბიტრაჟო შეთანხმების მხარე ქმედუუნარო იყო;

ა.ბ) იმ სამართლებრივი ნორმების მიხედვით, რომლებზედაც მხარეებმა მიუთითეს საარბიტრაჟო შეთანხმებაში, ხოლო ასეთი მითითების არარსებობისას – საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საარბიტრაჟო შეთანხმება ბათილია ან ძალადაკარგულია;

ა.გ) მხარე არ იყო ჯეროვნად ინფორმირებული არბიტრის დანიშვნის ან საარბიტრაჟო განხილვის შესახებ ან სხვა საპატიო მიზეზების გამო ვერ მიიღო მონაწილეობა საარბიტრაჟო განხილვაში;

ა.დ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილია იმ დავის შესახებ, რომელიც არ იყო გათვალისწინებული საარბიტრაჟო შეთანხმებით ან ეხება საკითხს, რომელიც სცილდება საარბიტრაჟო შეთანხმების ფარგლებს. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს მთლიანად ან მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც სცილდება საარბიტრაჟო შეთანხმების ფარგლებს;

ა.ე) არბიტრაჟის შემადგენლობა ან საარბიტრაჟო წარმოება არ შეესაბამება მხარეთა შეთანხმებას, ხოლო ასეთი შეთანხმების არარსებობისას – ამ კანონის მოთხოვნებს;

ბ) სასამართლო დაადგენს, რომ:

ბ.ა) საქართველოს კანონმდებლობის მიხედით, დავა არ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო განხილვის საგანი;

ბ.ბ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს.

4. განცხადება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ შეიძლება წარმოდგენილ იქნეს სასამართლოში მხარეთათვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 90 დღის განმავლობაში.

5. გასაჩივრების შემთხვევაში საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება არ შეჩერდება. სასამართლოს უფლება აქვს, მხარის შუამდგომლობით, შეაჩეროს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება არა უმეტეს 30 დღით, თუ წარმოდგენილი იქნება შესაბამისი უზრუნველყოფ

[https://legali.ge/law/1879820/muxli-82/](https://legali.ge/law/1879820/muxli-82/)

---

## მუხლი 84. საარბიტრაჟო ოქმი

_თავი XIX — საარბიტრაჟო ოქმი_

1, არბიტრაჟის თითოეული სხდომის შესახებ გარეშე შესრულებული თითოეული ცალკეული საარბიტრაჟო–საპროცესო მოქმედების შესახებ დგება ოქმი.

2, ოქმი უნდა ასახავდეს საქმის განხილვის ან ცალკეული საარბიტრაჟო საპროცესო მოქმედების ძირითად მომენტებს.

3, ოქმს ადგენს მდივანი თვით საარბიტრაჟო სხდომაზე ან სხდომის გარეშე ცალკეული საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედების შესრულების დროს.

4, მხარეეებს და მათ წარმომადგენლებს უფლება აქვთ იშუამდგომლონ ოქმში იმ გარემოთა შეტანის შესახებ, რომლებსაც, მათი აზრით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვ

[https://legali.ge/law/1879820/muxli-84/](https://legali.ge/law/1879820/muxli-84/)

---

## მუხლი 85. ოქმის ხელმოწერა

_თავი XIX — საარბიტრაჟო ოქმი_

1, ოქმი მომზადებული და ხელმოწერილი უნდა იქნეს არა უგვიანეს 3 დღისა სხდომის დამთავრების ან ცალკეული საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედების შესრულების შემდეგ.

2, ოქმს ხელს აწერენ არბიტრი და მდივანი, ხოლო, თუ საქმეს კოლეგიური არბიტრაჟი იხილავდა, ამ არბიტრაჟის თავმჯდომარე და მდივანი.

3, არბიტრაჟს შეუძლია ოქმის შედგენისათვის გამოიყენოს მაგნიტოფონი ან კომპიუტერი, რომელთა ჩანაწერიც ოქმს თან ერთვის. საარბიტრაჟო სხდომის ან ცალკეული საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედების შესრულების შემდეგ მაგნიტოფონისა თუ კომპიუტერის ჩანაწერები გადატანილი უნდა იქნეს ოქმშ

[https://legali.ge/law/1879820/muxli-85/](https://legali.ge/law/1879820/muxli-85/)
