1. მუდმივმოქმედ არბიტრაჟში საქმის განხილვის საფუძველია მხარის საარბიტრაჟო პრეტენზია.

2. საარბიტრაჟო პრეტენზია შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით და უნდა შეიცავდეს:

2.1. მუდმივმოქმედი არბიტრაჟის დასახელებას;

2.2. პრეტენდენტის სახელსა და მისამართს, ხოლო თუ პრეტენდენტი იურიდიული პირია, მის სახელწოდებასა და მისამართს;

2.3. წარმომადგენლის სახელსა და მისამართს, თუ საარბიტრაჟო პრეტენზია შეაქვთ წარმომადგენლებს;

2.4. მოპასუხის გვარს, სახელსა და მისამართს, ხოლო თუ მოპასუხე იურიდიული პირია, მის სახელწოდებასა და მისამართს;

2.5. პრეტენდენტის მოთხოვნას;

2.6. გარმოებებს, რომელზედაც პრეტენდენტი ამყარებს თავის მოთხოვნებს;

2.7. საარბიტრაჟო პრეტენზიის ფასს, თუ შესაძლებელია მისი შეფასება;

2.8. მითითებებს საარბიტრაჟო შეთანხმებაზე;

2.9. არბიტრობის სასურველი კანდიდატის (კანდიდატთა) სახელს, გვარს, მისამართს და სხვა მონაცემებს, თუ არბიტრს (არბიტრებს) ნიშნავს პრეტენდენტი;

2.10. თუ პრეტენდენტი არბიტრის (არბიტრების) დანიშვნის უფლებას გადასცემს სხვა პირს, მითითებას ამის თაობაზე და ამ პირის რეკვიზიტებს. ასეთ შემთხვევაში საარბიტრაჟო შეთანხმებას თან უნდა ერთვოდეს არბიტრის (არბიტრების) დანიშვნაზე უფლებამოსილი პირის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს ამ პუნქტის 2.9 პუნქტში აღნიშნულ მონაცემებს;

2.11. საარბიტრაჟო მოსაკრებლების გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტებს;

2.12. საარბიტრაჟო პრეტენზიისათვის დართული საბუთების ნუსხას.

3. საარბიტრაჟო პრეტენზიას აუცილებლად უნდა ერთვოდეს საარბიტრაჟო შეთანხმება.

4. საარბიტრაჟო პრეტენზიაში შეიძლება იყოს აგრეთვე პრეტენდენტის მოთხოვნა არბიტრაჟისადმი (მუდმივმოქმედი არბიტრაჟისადმი), რათა მან:

4.1 დაავალოს მოპასუხეს იმ მტკიცებულებათა წარმოდგენა, რომლებიც მასთან ინახება და რომელზედაც პრეტენდენტი ამყარებს თავის საპრეტენზიო მოთხოვანას;

4.2. გამოითხოვოს მტკიცებულებები და დაიბაროს მოწმეები;

4.3. მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ მიმართოს სასამართლოს. საარბიტრაჟო პრეტენზია და თანდართული საბუთები წარმოდგენილი უნდა იქნეს იმდენი ასლით, რამდენიც მოპასუხე