1. თუ დავის განხილვასთან დაკავშირებით წამოიჭრა ისეთი საკითხი, რომლის განმტკიცებაც სპეციალურ ცოდნას მოითხოვს, არბიტრაჟი უფლებამოსილია მხარის მოთხოვნით ან თავისი ინიციატივით დანიშნოს ექსპერტიზა. ექსპერტიზის დანიშვნა სავალდებულოა, თუ მხარეები ამას მოითხოვენ.
2. საექსპერტო დაწესებულების შერჩევის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს მხარეთა მოსაზრებები. მხარეებს უფლება აქვთ შესთავაზონ არბიტრაჟს ექსპერტად დასანიშნი პირის კანდიდატურა. საბოლოოდ საკითხს იმის შესახებ, თუ ვის მიენდოს ექსპერტიზის ჩატარება, წყვეტს არბიტრაჟი.
3. მხარეებს უფლება აქვთ, აგრეთვე, წარმოადგინონ კითხვები, რომლებიც უნდა განმარტოს ექსპერტმა. საბოლოოდ იმ საკითხთა წრეს, რომლებზედაც საჭიროა ექსპერტის დასკვნა, განსაზღვრავს არბიტრაჟი. ეს უკანასკნელი ვალდებულია დაასაბუთოს მხარეთა მიერ წამოყენებული საკითხების უარყოფა.
4. უარი ექსპერტიზის დანიშვნაზე უნდა დასაბუთდეს. ექსპერტიზის დანიშვაზე უარი შეიძლება გასაჩივრდეს საარბიტრაჟო საჩივრი