1. არბიტრაჟის დანიშვნამდე საქმეს ამზადებს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე, ხოლო არბიტრაჟის დანიშვნის შემდეგ არბიტრაჟის თავმჯდომარე.

2. არბიტრაჟის მთავარ სხდომაზე განხილვისათვის საქმის მოსამზადებლად მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს შეუძლია:

2.1 დაავალოს მხარეებს შეავსონ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში განმარტონ მათ მიერ წარმოდგენილი წერილობითი მასალები, წინადადება მისცეს მათ წარმოადგინონ საქმისათვის მნიშნელობის მქონე ნივთები თუ დოკუმენტები;

2.2 გამოთხოვოს მხარეთა თხოვნით მტკიცებულებანი, რომელთა მიღებაც თავად მხარეებმა ვერ შეძლეს;

2.3 კანონით ან დებულებით განსაზღვრულ შემთხვევაში მიმართოს სასამართლოს;

2.4 გადაწყვიტოს საარბიტრაჟო პროცესში თანამონაწილეების დაშვების საკითხი;

2.5 შეამოწმოს მტკიცებულებები, თუ ეს არბიტრაჟი საქმის არსებითად განხილვისას ძნელი იქნება ან გააჭიანურებს საქმის განხილვას;

2.6 ჩაატაროს ადგილზე დათვალიერება;

2.7 მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს მისცეს დავალებები;

2.8 მოახდინოს პრეტენზიის უზრუნველყოფა;

2.9 დაიბაროს მოწმეები, სპეციალისტები საარბიტრაჟო სხდომის დღისათვის;

2.10 არბიტრაჟს ან მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეს შეუძლია სხვა მოქმედების შესრულებაც, რომლებიც ხელს შეუწყობენ არბიტრაჟის მთავარ სხდომაზე განსახილველად საქმის მომზადება