1. საქმეზე არბიტრაჟს გამოაქვს გადაწყვეტილება საარბიტრაჟო განხილვის დაწყებიდან 180 დღის ვადაში, რომელშიც არ ითვლება საქმის შეჩერების დრო.

2. თუ გადწყვეტილება გამოაქვს რამდენიმე არბიტრისაგან შემდგარ არბიტრაჟს, იგი დადგენილ უნდა იქნეს ხმების უმრავლესობით. თუ არბიტრი უარს აცხადებს ხელი მოაწეროს გადაწყვეტილებას, ამის შესახებ უნდა აღინიშნოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში. არბიტრი რომელიც არ ეთანხმება უმრავლესობას, შეუძლია წერილობით ჩამოაყალიბოს თავისი განსხვავებული აზრი. განსხვავებული აზრი დაერთვის საქმეს. არბიტრებს უფლება არ აქვთ გაახმაურონ თათბირის დროს გამართული მსჯელობა.

3. გადაწყვეტილების გამოტანისას არბიტრაჟი აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს თუ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი დაუდგენელი, რომელი კანონი ან და სხვა იურიდიული ნორმა უნდა იქნეს გამოყენებული ამ საქმეზე და დაკმაყოფილებულ უნდა იქნეს თუ არა პრეტენზია.

4. გადწყვეტილება უნდა ჩამოყალიბდეს წერილობითი ფორმით.

5. თუ გადაწყვეტილება გამოაქვს კოლეგიურ არბიტრაჟს, გადაწყვეტილებას ჩამოაყალიბებს ამ არბიტრაჟის თავმჯდომარე ან ერთ-ერთი არბიტრი და ხელს აწერს ყველა არბიტრი. რომლებიც მონაწილეობდნენ მის დადგენილებაში, მათ შორის განსხვავებული აზრის მქონე არბიტრიც. გადაწყვეტილებაში შეტანილ შესწორებას შენიშვნა უნდა გაუკეთდეს არბიტრთა ხელმოწერების წი