საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 28.03.2013
ძალის დაკარგვა 29.12.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №219
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016176
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/03/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 23.12.2015
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება
№219
2013 წლის 28 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტისა და საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,პ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მიისტრის 2005 წლის 22 ივნისის №195 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 15 თებერვლის №107 ბრძანებულების ამოქმედებისთანავე.საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ალასანია
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტი (შემდგომ - ,,დეპარტამენტი”) წარმოადგენს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომ - ,,სამინისტრო’’) სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომ - „მინისტრი“) სამართლებრივი აქტებით.
3. დეპარტამენტი, კომპეტენციის ფარგლებში, თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
4. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მოადგილის წინაშე.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები
დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანებია:
ა) ,,თავდაცვის დაგეგმვის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სტრატეგიული და უწყებრივი დონის დოკუმენტების შემუშავება და/ან მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ბ) ქვეყნის უსაფრთხოების გარემოს და ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკური კურსის გათვალისწინებით წინადადებების შემუშავება საქართველოს თავდაცვის პოლიტიკის ფორმირებისათვის;
გ) თავდაცვის სისტემის ეფექტიანობის შეფასება და თავდაცვის რეფორმებისათვის პოლიტიკის და გეგმების შემუშავება;
დ) თავდაცვის სტრატეგიული დაგეგმვის პროცესის კოორდინაცია;
ე) თავდაცვის დაგეგმვის პროცესში მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მონიტორინგი;
ვ) საქართველოს სტრატეგიული და უსაფრთხოების გარემოს შეფასება. საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტის პერიოდულ განახლებაში მონაწილეობა;
ზ) ნატო-საქართველოს თავდაცვის და დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესში კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობათა შეფასების და სამომავლო სტრუქტურების განვითარების პროცესში მონაწილეობა;
ი) ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობის ზოგადი მოთხოვნების შემუშავება და საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების გრძელ, საშუალო და მოკლევადიანი გეგმების შემუშავება;
კ) ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავების უწყებათაშორის სამუშაო ფორმატებში მონაწილეობა;
ლ) სამინისტროს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მხარდასაჭერად შესაბამისი დოკუმენტების მომზადება და კომპეტენციის ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის ხელშეწყობა;
მ) სამინისტროს გადაწყვეტილების მიმღები საბჭოს შეხვედრების ორგანიზება და მართვის ჯგუფის მუშაობის პროცესის წარმართვა;
ნ) სამინისტროს დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების სისტემის ეფექტური ფუნქციონირების ხელშეწყობა, პროცესის კოორდინაცია და წარმართვა;
ო) სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების ძირითადი და ალტერნატიული პროგრამების შემუშვებაში მონაწილეობა, ანალიზი და მონიტორინგი, საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის ,,თავდაცვის დაგეგმვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად დამტკიცებული, თავდაცვის დაგეგმვის სტრატეგიული და უწყებრივი დონის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული აუცილებელი სამხედრო შესაძლებლობების შენარჩუნების, გაუმჯობესებისა ან ჩამოყალიბების უზრუნველყოფის მიზნით;
პ) თავდაცვის რესურსების მართვისა და დაგეგმვის სისტემების მეშვეობით თავდაცვის ბიუჯეტთან დაკავშირებული ინფორმაციის თავმოყრა ანალიტიკური და სტატისტიკური თვალსაზრისით;
ჟ) თავდაცვის პროგრამული ბიუჯეტის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
რ) ბიუჯეტის ხარჯვის პერიოდული ანალიზი თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ს) მინისტრის მიერ განსაზღვრული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების შესრულება.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1.დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტში შემავალ სამმართველოებსა და მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
დ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას;
ე) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ვ) შეიმუშავებს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ;
ზ) წარადგენს შუამდგომლობას დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
თ) ანგარიშს აბარებს მინისტრის შესაბამის მოადგილეს დეპარტამენტის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ;
ი) ვიზირებას უკეთებს სამინისტროს მიერ დასადები სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებებს;
კ) ახორციელებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა მოვალეობებს.
3. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე.
4. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის დროს მის ფუნქცია-მოვალეობებს, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.
5.დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ხელს აწერს და ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
გ) აკონტროლებს და პასუხისმგებელია დეპარტამენტის საქმიანობის მიმდინარეობასა და შედეგებზე;
დ) ორგანიზაციას უწევს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადებისა და ატესტაციის საკითხებს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან შეთანხმებით;
ე) უზრუნველყოფს დეპარტამენტის ეფექტურ ფუნქციონირებას.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა, სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები და ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) თავდაცვის პოლიტიკის სამმართველო;
ბ) თავდაცვის დაგეგმვის სამმართველო;
გ) დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების სამმართველო.
2. თავდაცვის პოლიტიკის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) ,,თავდაცვის დაგეგმვის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სტრატეგიული და უწყებრივი დონის დოკუმენტების შემუშავება და/ან მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ბ) ქვეყნის უსაფრთხოების გარემოს და ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკური კურსის გათვალისწინებით წინადადებების შემუშავება საქართველოს თავდაცვის პოლიტიკის ფორმირებისათვის;
გ) საქართველოს სტრატეგიული და უსაფრთხოების გარემოს შეფასება. საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტის პერიოდულ განახლებაში მონაწილეობა;
დ) ნატო-საქართველოს თავდაცვის და დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესში კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა;
ე) ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავების უწყებათაშორის სამუშაო ფორმატებში მონაწილეობა;
ვ) სამინისტროს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მხარდასაჭერად შესაბამისი დოკუმენტების მომზადება და კომპეტენციის ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის ხელშეწყობა;
ზ) თავდაცვის სისტემის ეფექტიანობის შეფასება და თავდაცვის რეფორმებისათვის პოლიტიკის შემუშავება;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობათა შეფასების და სამომავლო სტრუქტურების განვითარების პროცესში მონაწილეობა;
ი) მინისტრის მიერ განსაზღვრული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების შესრულება.
3. თავდაცვის დაგეგმვის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) ,,თავდაცვის დაგეგმვის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სტრატეგიული და უწყებრივი დონის დოკუმენტების შემუშავება და/ან მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ბ) თავდაცვის სტრატეგიული დაგეგმვის პროცესის კოორდინაცია;
გ) თავდაცვის სისტემის ეფექტიანობის ასამაღლებლად თავდაცვის რეფორმების გეგმების შემუშავება;
დ) ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობის ზოგადი მოთხოვნების შემუშავება და საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების გრძელ, საშუალო და მოკლევადიანი გეგმების შემუშავება;
ე) თავდაცვის დაგეგმვის პროცესში მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მონიტორინგი;
ვ) ნატო-საქართველოს თავდაცვის და დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესში კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობათა შეფასების და სამომავლო სტრუქტურების განვითარების პროცესში მონაწილეობა;
თ) თავდაცვის პროგრამული ბიუჯეტის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ი) მინისტრის მიერ განსაზღვრული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების შესრულება.
4. დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების სამმართველოს ფუნქციებია:
ა) ,,თავდაცვის დაგეგმვის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სტრატეგიული და უწყებრივი დონის დოკუმენტების შემუშავება და/ან მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ბ) ნატო-საქართველოს თავდაცვის და დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესში კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა;
გ) სამინისტროს გადაწყვეტილების მიმღები საბჭოს შეხვედრების ორგანიზება და მართვის ჯგუფის მუშაობის პროცესის წარმართვა;
დ) სამინისტროს დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების სისტემის ეფექტური ფუნქციონირების ხელშეწყობა, პროცესის კოორდინაცია და წარმართვა;
ე) სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების ძირითადი და ალტერნატიული პროგრამების შემუშვებაში მონაწილეობა, ანალიზი და მონიტორინგი, საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის ,,თავდაცვის დაგეგმვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად დამტკიცებული, თავდაცვის დაგეგმვის სტრატეგიული და უწყებრივი დონის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული აუცილებელი სამხედრო შესაძლებლობების შენარჩუნების, გაუმჯობესებისა ან ჩამოყალიბების უზრუნველყოფის მიზნით;
ვ) თავდაცვის რესურსების მართვისა და დაგეგმვის სისტემების მეშვეობით თავდაცვის ბიუჯეტთან დაკავშირებული ინფორმაციის თავმოყრა ანალიტიკური და სტატისტიკური თვალსაზრისით;
ზ) თავდაცვის პროგრამული ბიუჯეტის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
თ) ბიუჯეტის ხარჯვის პერიოდული ანალიზი თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ი) მინისტრის მიერ განსაზღვრული სხვა ამოცანებისა და ფუნქციების შესრულება.
5. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელიც:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ახორციელებს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების კონტროლს, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;
გ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე.
6. სამმართველოს უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელიც:
ა) ხელს უწყობს სამმართველოს უფროსს დაკისრებული მოვალეობების განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზაციაში;
ბ) მონაწილეობს სამმართველოში შემოსული მასალების განაწილებაში;
გ) ზედამხედველობს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
დ) სამმართველოს უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლება-მოვალეობებს.