⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (19.05.2016)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 28.03.2013
ძალაში შესვლა 29.03.2013
ძალის დაკარგვა 19.05.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №221
სარეგისტრაციო კოდი 010320010.22.026.016178
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/03/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,481 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.03.2013 მიღება
29.03.2013 ძალაში შესვლა
19.05.2016 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია საქართველოს თავდაცვის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №221 2013 წლის 28 მარტი ქ. თბილისი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტისა და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „პ” ქვეპუნქტის  საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 იანვრის№18 ბრძანება. მუხლი 3🔗 ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის 29 მარტიდან. საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ალასანია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულება თავი I. ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. 1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაცია (შემდეგ - ადმინისტრაცია) არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდეგ - სამინისტროს) სტრუქტურული ქვედანაყოფი. 2. ადმინისტრაცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდეგ - მინისტრი) სამართლებრივი აქტებით. 3. ადმინისტრაცია, კომპეტენციის ფარგლებში, თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას, წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს. 4. ადმინისტრაცია ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე. 5. ადმინისტრაციას აქვს ბეჭედი ქართულ-ინგლისური წარწერით „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაცია” და შტამპები. თავი II ადმინისტრაციის ამოცანები და ფუნქციები მუხლი 2🔗. 1. ადმინისტრაციის ამოცანები და ფუნქციებია: ა) სამინისტროს სამოქალაქო ოფისის (შემდეგ - “სამოქალაქო ოფისი”) მუშაობის ორგანიზება, საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისა და დისციპლინის დაცვის კონტროლი; ბ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ურთიერთობის კოორდინაცია; გ) მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში ერთიანი საქმისწარმოების (საიდუმლო (გარდა მინისტრის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემთხვევებისა), არასაიდუმლო) უზრუნველყოფა და სამინისტროს არქივის მართვა; დ) საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალური დელეგაციების ვიზიტების დაგეგმვა და ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ე) საქართველოში ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებული ინფორმაციის ცენტრალური რეგისტრის ფუნქციონირების წარმართვა და ამ ინფორმაციის დასაცავად, ნატო-სთან თავსებადი უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბება. 2. თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განსახორციელებლად, კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაცია უფლებამოსილია მოითხოვოს და მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტაცია სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან, სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისაგან, ასევე სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან. თავი III ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა და სტრუქტურული ქვედანაყოფები მუხლი 3🔗. 1. ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს ადმინისტრაციის უფროსი. 2. ადმინისტრაციის უფროსს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 3. ადმინისტრაციის უფროსს ჰყავს სამი მოადგილე, რომლებსაც ადმინისტრაციის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 4. ადმინისტრაციის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის ფუნქცია-მოვალეობებს, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ახორციელებს ადმინისტრაციის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე. 5. ადმინისტრაციის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს ადმინისტრაციის ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებას; ბ) ანაწილებს (ამტკიცებს) მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებულ საჯარო მოსამსახურეთა შორის და აძლევს მათ მითითებებს; გ) ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე, მინისტრს წარუდგენს წინადადებებს ადმინისტრაციის (სტრუქტურული ქვედანაყოფების) საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, გადაადგილების, მათ მიმართ წახალისების ან/და დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ; დ) ხელს აწერს და ვიზირებას უკეთებს ადმინისტრაციაში მომზადებულ შესაბამის დოკუმენტებს, ასევე სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებში მომზადებულ დოკუმენტებს კომპეტენციის ფარგლებში; ე) შუამდგომლობს ადმინისტრაციის ამოცანების შესასრულებლად საჭირო სახსრების გამოყოფის თაობაზე; ვ) მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ზ)        ასრულებს მინისტრის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა დავალებებს. მუხლი 4🔗. 1. ადმინისტრაციის სტრუქტურული ქვედანაყოფებია (შემდეგ - “ქვედანაყოფი”): ა) საქმისწარმოების დეპარტამენტი; ბ) პროტოკოლის დეპარტამენტი; გ) ნატო-ს კლასიფიცირებული ინფორმაციის ცენტრალური სამმართველო. 2. ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც ადმინისტრაციის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 3. მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევებში, ქვედანაყოფს გააჩნია ბლანკი შიდა და გარე მიმოწერისათვის და ბეჭედი. 4. ქვედანაყოფის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ქვედანაყოფის საქმიანობას, პასუხს აგებს ქვედანაყოფზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) წარმოადგენს ქვედანაყოფს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას; გ) ანაწილებს მოვალეობებს ქვედანაყოფის მოსამსახურეთა შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, ახორციელებს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების კონტროლს; დ) ხელს აწერს ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს; ე) შეიმუშავებს წინადადებებს ქვედანაყოფების შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, ქვედანაყოფის მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ; ვ) შუამდგომლობს ქვედანაყოფის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე; ზ) ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა მოვალეობებს; თ) ანგარიშს აბარებს ადმინისტრაციის უფროსს ქვედანაყოფის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ. 5. მინისტრის ბრძანებით, ქვედანაყოფ დეპარტამენტს შეიძლება გააჩნდეს სამმართველოები ან/და განყოფილებები, ხოლო სამმართველოს _ განყოფილებები. სამმართველოს (განყოფილებას) ხელმძღვანელობს სამმართველოს (განყოფილების) უფროსი, რომელიც: ა) ანაწილებს სამმართველოში (განყოფილებაში) შესულ დავალებებს; ბ) ახორციელებს სამმართველოს (განყოფილების) მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების კონტროლს, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს; გ) შესაბამისი ქვედანაყოფის უფროსს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს (განყოფილების) მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე. 6. დეპარტამენტის (სამმართველოს, განყოფილების) უფროსს, სამინისტროს საშტატო განრიგით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შეიძლება ჰყავდეს ერთი ან მეტი მოადგილე, რომელიც: ა) ხელს უწყობს უფროსს დაკისრებული მოვალეობების განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზაციაში; ბ) მონაწილეობს დეპარტამენტში (სამმართველოში, განყოფილებაში) შემოსული მასალების განაწილებაში; გ) ზედამხედველობს დეპარტამენტის (სამმართველოს, განყოფილების) მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; დ) უშუალო უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში, ახორციელებს მის უფლება-მოვალეობებს; ე) ზემდგომი უფროსის დავალებით, ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს. თავი IV ქვედანაყოფების სტრუქტურა და ფუნქციები მუხლი 5🔗. 1. საქმისწარმოების დეპარტამენტის ქვედანაყოფებია: ა) საერთო კანცელარიის სამმართველო; ბ) საიდუმლო წარმოების განყოფილება; გ) სამინისტროს არქივის განყოფილება; დ) ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება. 2. საქმისწარმოების დეპარტამენტი ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს: ა) დოკუმენტების საექსპედიციო დამუშავება, რეგისტრაციისა და დოკუმენტების მიხედვით სააღრიცხვო-საცნობარო სამუშაოთა განხორციელება, მათ შორის, იმ დოკუმენტაციისა, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის საქმიანობასთან; ბ) შემოსული დოკუმენტების ხელმძღვანელობისათვის დროული წარდგენის ორგანიზაცია, ხელმძღვანელობისათვის ხელმოსაწერად წარსადგენი დოკუმენტების გაფორმების სისწორის კონტროლი; გ) დოკუმენტების შესრულების მიმდინარეობის, დადგენილ ვადაში მათი შესრულებისა და გაფორმების კონტროლის რეგულირება; დ) სამინისტროს საქმეთა (დოკუმენტაციის) ნომენკლატურის შემუშავება, საქმეთა შენახვისა და ჩამოწერის ორგანიზება, მათ შორის, იმ დოკუმენტაციისა, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის საქმიანობასთან; ე) დოკუმენტებზე მუშაობის ფორმებისა და მეთოდების სრულყოფა; ვ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ არქივისათვის ჩასაბარებელი საქმეების (დოკუმენტაციის) სისტემატიზაცია და გაფორმების სისწორის კონტროლი; ზ) საქართველოს სამართლებრივი აქტების  შესაბამისად, სამინისტროში საიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზება, მათ შორის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული საქმისწარმოებისა; თ) მინისტრის, მისი მოადგილეებისა და სამინისტროს სხვა შესაბამისი თანამდებობის პირების ბრძანებებისა და რეზოლუციების აღრიცხვის, შენახვისა და ტექნიკური კონტროლის ორგანიზაცია; ი) მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში ერთიანი საქმისწარმოების (საიდუმლო (გარდა მინისტრის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემთხვევებისა), არასაიდუმლო) უზრუნველყოფა და სამინისტროს არქივის მართვა; კ) სამინისტროში მომზადებული სამართლებრივი აქტების სისტემატიზაცია; ლ) საქმისწარმოების დეპარტამენტის ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა და მომსახურება; მ) საქმისწარმოების დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტების კომპიუტერული მომსახურება; ნ) იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების აღრიცხვა. მუხლი 6🔗. 1. პროტოკოლის დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) უზრუნველყოფის სამმართველო; ბ) დაგეგმარების სამმართველო. 2. პროტოკოლის დეპარტამენტი, კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს: ა) მინისტრის, მინისტრის შესაბამისი მოადგილის, ადმინისტრაციის უფროსისა და მისი მოადგილის უშუალო დავალებით, აგრეთვე სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების მიერ, წინასწარი წერილობითი მიმართვის საფუძველზე, საპროტოკოლო ღონისძიებების გატარება; ბ) საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალური დელეგაციების ვიზიტების, მათ შორის, პარტნიორ ქვეყნებთან გაფორმებული თანამშრომლობის გეგმებით (პროგრამებით) გათვალისწინებული ღონისძიებების პროგრამების, მოსამზადებელი ღონისძიებების ნუსხის (მათ შორის, განთავსება, ტრანსპორტირება, ოფიციალური სადილი, ოფიციალური დასაჩუქრება და სხვ.), შესაბამისი ბრძანებების პროექტების შედგენა და მათში გაწერილი დავალებების შესრულების ორგანიზება და კონტროლი; გ) საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში სამინისტროს/ საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ გასამართი ვიზიტებისა და ღონისძიებების (სემინარები, შეხვედრები, კონფერენციები, საერთაშორისო ხელშეკრულებების ხელმოწერის ცერემონიალი და სხვ.) ორგანიზაციული უზრუნველყოფა და, საჭიროებისამებრ, თანამშრომლების წინასწარი მივლინება; დ) უცხოეთის ქვეყნებში სამინისტროს/საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების სამსახურებრივი მივლინების ვიზიტების დაგეგმვა, ორგანიზება და ვიზებით უზრუნველყოფა; ე) სამინისტროს/საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების უცხო ქვეყნის დელეგაციებთან შეხვედრების თარგმანით უზრუნველყოფა; ვ) საპროტოკოლო ღონისძიებების გატარების უზრუნველსაყოფად, სხვადასხვა დაწესებულებებთან, საქართველოში უცხო ქვეყნების დიპლომატიური მისიების შესაბამის სამსახურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან თანამშრომლობა; ზ) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან კოორდინირებით, სამინისტროს საპროტოკოლო სატრანსპორტო და სხვა ტექნიკური საშუალებების მზადყოფნის ორგანიზება და მიზანმიმართული გამოყენების კონტროლი. მუხლი 7🔗. ნატო-ს კლასიფიცირებული ინფორმაციის ცენტრალური სამმართველო ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს: ა) უზრუნველყოფს საქართველოში ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო-ს) კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების სფეროში საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების განხორციელებას და ნატო-ს უსაფრთხოების ოფისის რეკომენდაციების შესრულებას; ბ) შეიმუშავებს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სფეროში ნატო-ს უსაფრთხოების მოთხოვნებთან თავსებად საკანონმდებლო ბაზას, პროცედურებსა და ინსტრუქციებს; გ) წარმართავს საქართველოში ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო-ს) კლასიფიცირებული ინფორმაციის ცენტრალური რეგისტრის ფუნქციონირებას და აყალიბებს აღნიშნული ინფორმაციის დასაცავად ნატო-სთან თავსებადი უსაფრთხოების სისტემას: დ) კოორდინაციასა და კონტროლს უწევს სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასა და დიპლომატიურ წარმომადგენლობაში არსებული ქვერეგისტრების საქმიანობას და ქვერეგისტრებში ფიზიკური, ინფორმაციული, პერსონალური (კადრების) და საკომუნიკაციო და ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფას; ე) საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებში, მათ ხელმძღვანელებთან შეთანხმებით, განსაზღვრავს იმ თანამდებობებს, რომელთა საქმიანობის სფერო უშუალოდ მოიცავს ნატო-სთან თანამშრომლობის საკითხებს და საჭიროებენ დაშვებას ნატო-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან; ვ) უზრუნველყოფს ნატო-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის გაცემას, კანონმდებლობით დადგენილი წესით: მოიპოვებს საჭირო დოკუმენტაციას სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებიდან წარმოდგენილი კანდიდატურების შესახებ, ადგენს განაცხადში არსებული ინფორმაციის შესაბამისობას, ამზადებს დაშვების სპეციალურ სერტიფიკატებს (NATO/EAPC(PfP) Personnel Security Clearance) და წარუდგენს მინისტრს სათანადო გადაწყვეტილების მისაღებად; ზ) აწარმოებს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში არსებული კლასიფიცირებული ინფორმაციისა და ნატო-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაშვებული პერსონალის ცენტრალიზებულ აღრიცხვას; თ) კონტროლს უწევს ცენტრალურ რეგისტრში და ქვერეგისტრებში არსებულ ნატო-ს კლასიფიცირებული ინფორმაციის “სიცოცხლის ციკლის” მიმდინარე მდგომარეობას: ინფორმაციას მიღებული, გავრცელებული, გაგზავნილი, თარგმნილი, გამრავლებული ან განადგურებული კლასიფიცირებული დოკუმენტებისა და მათთან დაშვებული პერსონალის შესახებ; ი) ატარებს ქვერეგისტრების ყოველწლიურ ინსპექტირებას და აცნობებს მინისტრს და ნატო-ს უსაფრთხოების ოფისს შემოწმების შედეგებს; კ) ატარებს საქართველოს კანონმდებლობითა და ნატო-ს უსაფრთხოების პოლიტიკით განსაზღვრულ ღონისძიებებს კლასიფიცირებული ინფორმაციის გამჟღავნების ან უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შემთხვევებში და აცნობებს მინისტრს და ნატო-ს უსაფრთხოების ოფისს შესაბამისი სამსახურების მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგებს; ლ) შეიმუშავებს საგანგებო და/ან საომარი მდგომარეობის დროს კლასიფიცირებული ინფორმაციის ევაკუაციის გეგმას და სამოქმედო ინსტრუქციებს; მ) შეიმუშავებს საგანმანათლებლო პროგრამას და ატარებს რეგულარულ ტრენინგებს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაშვებული პირებისათვის, ინფორმაციის უსაფრთხოების ნორმებისა და მათზე დაკისრებული ვალდებულებების ცოდნის გავრცელების მიზნით; ნ) აცნობებს ნატო-ს უსაფრთხოების ოფისს მისი პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფ ქვერეგისტრებში განხორციელებული ნებისმიერი ორგანიზაციული ცვლილებების შესახებ; ო) აბარებს ანგარიშს ნატო-ს უსაფრთხოების ოფისის ინსპექტირების დროს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების სფეროში საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ; პ) უზრუნველყოფს ნატო-ს უსაფრთხოების ოფისის ინსპექტირების ანგარიშში დაფიქსირებული რეკომენდაციების შესრულებას.