საქართველოს საბაჟო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
- საქართველოს საბაჟო კოდექსი 25.07.2006
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საბაჟო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ
მუხლი 1.
საქართველოს საბაჟო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39, 09.08.2006, მუხ. 280) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 641 მუხლი:
„მუხლი 641. საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობა
1. საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობა ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და პირს შორის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის დაცვის უზრუნველყოფისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით.
2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული წესით პირს ენიჭება საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის სტატუსი.
3. საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის პროცესში მონაწილეობა პირს ანიჭებს თავისი კუთვნილი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას ან/და გატანისას გამარტივებული საბაჟო პროცედურებით სარგებლობის უფლებას.
4. საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის მისაღებად აუცილებელი პირობები, ამ პირობების დამადასტურებელი დოკუმენტების ნუსხა, მათი წარდგენისა და განხილვის წესი, გამარტივებული საბაჟო პროცედურები და იმ საქონლის ნუსხა, რომლის მიმართაც არ დაიშვება აღნიშნული პროცედურების განხორციელება, განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.“.
2. 206-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:
„5. ამ კოდექსის 641 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში საბაჟო გადასახდელების გადახდა ხდება საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2008 წლის 15 ივლისი.
№207–რს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს საბაჟო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 15.07.2008.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს საბაჟო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს საბაჟო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 15.07.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №207. სარეგისტრაციო კოდი — 230.000.000.05.001.003.242.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს საბაჟო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს საბაჟო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.07.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს საბაჟო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ“, №207, 15.07.2008, სარეგისტრაციო კოდი 230.000.000.05.001.003.242 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.07.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/18814/