ცაგერის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციისა და მოსაკრებლის გადახდის ქვითრის დამტკიცების თაობაზე
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 29.03.2013
ძალის დაკარგვა 02.03.2015
გამომცემი ორგანო ცაგერის მუნიციპალიტეტი
ნომერი №გადასახდელი პერიოდი
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.116.016120
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/04/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | შერეული საქონლის მაღაზია |
| 2 | სუპერმარკეტი |
| 3 | სასურსათო მაღაზია |
| 4 | სამრეწველო მაღაზია |
| 5 | აფთიაქი |
| 6 | შერეული საქონლის ბაზრობა |
| 7 | აგრარული ბაზარი |
| 8 | კაფე,ბარი,რესტორანი,სასადილო |
| 9 | სარიტუალო დარბაზი |
| 10 | სასტუმრო |
| 11 | უმაღლესი სასწავლებელი,სკოლა, კოლეჯი,ტექნიკუმი,პროფსასწავლებელი (სხვა საგანმანათლებლო დაწესებულება) |
| 12 | საბავშვო ბაღი, ბაგა-ბაღი |
| 13 | სახელმწიფო ადმინისტრაციული დაწესებულება |
| 14 | ოფისი, სააგენტო და პროფესიული ორგანიზაცია |
| 15 | კლუბი, კინოთეატრი, თეატრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
ცაგერის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციისა და მოსაკრებლის გადახდის ქვითრის დამტკიცების თაობაზე
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №25
2013 წლის 29 მარტი
ქ. ცაგერი
ცაგერის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციისა და მოსაკრებლის გადახდის ქვითრის დამტკიცების თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „მ“ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის, 12 1 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
1. დამტკიცდეს:
ა) ცაგერის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის თანდართული ინსტრუქცია /დანართი №1/;
ბ) ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაწესებულებების, ორგანიზაციების და იურიდიული პირებისათვის დაკავებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელი დანართი №2-ის შესაბამისად /დანართი თან ერთვის /;
გ) ცაგერის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ქვითრის ნიმუში /დანართი №3 /.
2. ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 13 აგვისტოს №208 დადგენილება „ქ.ცაგერში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლების შემოღებისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარემამუკა ლეთოდიანი
დანართი 1
ცაგერის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია
წინამდებარე ინსტრუქცია შემუშავებულია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და განსაზღვრავს საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის წესს.
მუხლი 1🔗.
ზოგადი ნაწილი
1. ცაგერის მუნიციპალიტეტის საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია (შემდგომში –ინსტრუქცია) აწესრიგებს ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდევინებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთების გადახდის წესს და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.
2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელი /შემდგომში – მოსაკრებელი/ წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურების საფასურს.
3. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადაში.
4. მოსაკრებლის გადაუხდელობა, გადახდის ვადების დარღვევა ითვლება დასუფთავების წესების დარღვევად და დამრღვევის მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ზომები.
5. მოსაკრებლის გადამხდელებს, მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრის მიზნით, მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახური უგზავნის შეტყობინებას მოსაკრებლის ოდენობის შესახებ. შეტყობინებას თან ერთვის ამ ინსტრუქციის შესაბამისად დასაბუთებული გაანგარიშება.
მუხლი 2🔗.
მოსაკრებლის გადამხდელი
მოსაკრებლის გადამხდელია ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქნელი ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი, რომელიც სარგებლობს დასუფთავების მომსახურებით.
მუხლი 3🔗.
მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი
1. მოსაკრებლის განაკვეთი, როგორც წესი, წესდება ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისათვის კალენდარული წლისათვის საჭირო ხარჯების შესაბამისად.
2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის ოდენობა ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ერთ სულ მოსახლეზე განსაზღვრულია 0.25 ლარის ოდენობით თვეში, ხოლო დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და იურიდიული პირებისათვის 6 ლარის ოდენობით 1 კუბურ მეტრ ნარჩენზე.
3. მოსაკრებელი გამოიანგარიშება მოსახლეობისათვის სულადობის მიხედვით, ხოლო დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და იურიდიული პირებისათვის დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების სახეობის მიხედვით, აგრეთვე, ნარჩენების წარმომქმნელის შემოსავლის, ქონების, დაკავებული ფართობის, დასაქმებული პერსონალის რაოდენობის, საქონლის (მომსახურების) მომხმარებელთა რაოდენობის, მიღებული სხვა საბინაო-კომუნალური მომსახურების მოცულობის (ღირებულების)
და ა.შ. მიხედვით; მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ სიდიდეების კომბინაციებიც.
4. ცაგერის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის გადახდის ქვითარი /შემდგომში –ქვითარი/ გამოიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე /შემდგომში– მესაკუთრე/, რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები.
5. მოსაკრებლის გადახდის ქვითარი ორგანიზაციების, დაწესებულებების ან იურიდიული პირებისათვის გამოიწერება ამ ორგანიზაციის, დაწესებულების ან იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენი.
6. ამხანაგობების შემთხვევაში, ამხანაგობის ყველა წევრის თანხმობისას, შესაძლებელია მოსაკრებლის გადახდის ქვითარი გამოიწეროს ამხანაგობის სახელზე. ამ შემთხვევაში ამხანაგობა წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს და წარუდგენს ყველა მესაკუთრის თანხმობის დამადასტურებელ საბუთს.
7. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს ქვითარში დაფიქსირებული ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომდგენი სხვა პირის მიერ.
8. ქვითარი შენახული უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში. ქვითრის დაკარგვისას, მის აღდგენას დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ახდენს ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახური.
9. მესაკუთრე ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა), რომლის საკუთრებეშიც წარმოიქმნება ნარჩენი, ვალდებულია წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ 30 კალენდარული დღის განმავლობაში აცნობოს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს.
10. ნარჩენების წარმომქმნელი მაცხოვრებლის ოჯახის სულადობის შეცვლის შემთხვევაში მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილების გაუთვალისწინებლად.
11. მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა.
12. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას.
მუხლი 4🔗.
მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისი გადახდისაგან გათავისუფლება
1. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება მოსახლეობისათვის მომსახურეობის ერთი თვის განმავლობაში მიღების შემდეგ. ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის – მომსახურების მიღებისთანავე.
2. მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებულია პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდები
3. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია ის მოსახლე, რომელიც ცხოვრობს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელში, იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი თვითონ სარგებლობს ოპერატორის მომსახურებით.
4. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტის შემდეგ, თვის დასრულებასთან ერთად.
5 .ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმოქმნის ადგილის შეცვლის შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება ნარჩენის წარმოქმნის იმ ადგილის მიხედვით, სადაც მიიღო მომსახურების 50 პროცენტზე მეტი.
6. მომსახურების ერთ თვეზე მეტი ხნით შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით, გადასახდელი თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობით.
7. მომსახურების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელს არ აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან გათავისუფლება.
8. მოსაკრებლის გადამხდელ ფიზიკურ პირს (მეწარმე ფიზიკური პირის გარდა) ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან ერთ თვეზე მეტი ხნით გასვლის შემთხვევაში უფლება აქვს მოითხოვოს მოსაკრებლის შესაბამისი ოდენობით შემცირება, რისთვისაც იგი წინასწარ წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს. წერილობით მიმართვაში დაფიქსირებული უნდა იყოს მოსახლის ქალაქში არყოფნის ვადა. ამ ვადის ცვლილების შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელი ვალდებულია აცნობოს აღნიშნულ სამსახურს ამ ცვლილების შესახებ.
მუხლი 5🔗.
მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი, გადახდის პერიოდულობა და ვადები
1.მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიჯეტში.
2. დასუფთავების მოსაკრებლის გადახდაზე ხელშეკრულებებს ამზადებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო და ხელს აწერს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
3. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ცაგერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე ქვითრის ან ელექტრონული ანგარიშსწორების საშუალებით.
4. ქვითრის ტიპურ ფორმას ამტკიცებს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო, რომლის სავალდებულო რეკვიზიტებია:
ა) მესაკუთრის მონაცემები: სახელი, გვარი, პირადი №, მისამართი;
ბ) მოსაკრებლის გადამხდელის მონაცემები;
გ) გადასახდელი თანხა;
დ) გადახდის ვადა;
ე) გადახდის ადგილი.
5. მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კალენდარული დღის მეორე დღიდან 20 დღის ვადაში როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით.
6. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.
მუხლი 6🔗.
პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის
1.მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება გამგეობის შესაბამის სამსახურს (ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური) ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს.
2. ცაგერის მუნიციპალიტეტის შესაბამისი უფლებამოსილი სამსახურის მიერ მოსაკრებლის ამოსაღებად იურიდიულ პირებთან ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება ამ წესის მიხედვით.
მუხლი 7🔗.
ინსტრუქციის მიღება და მასში ცვლილებების შეტანა
1. მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. ინსტრუქციაში ცვლილებები და დამატებები შეიძლება შეტანილ იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დანართი 2
მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და იურიდიული პირებისათვის
№
საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ჯგუფების ჩამონათვალის საქმიანობის სფეროს მიხედვით
ზომის ერთეული
ნარჩენების წლიური დაგროვების ნორმა მ3
მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეული (სვეტი 4:12X6 მოსაკრებლის ოდენობა 1 კუბ.მ ნარჩენზე)ლარი
1
2
3
4
5
1
შერეული საქონლის მაღაზია
სამუშაო ფართი 1 მ3
0,26
0,13
2
სუპერმარკეტი
სამუშაო ფართი 1 მ2
0,26
0,13
3
სასურსათო მაღაზია
სამუშაო ფართი 1 მ2
0,26
0,13
4
სამრეწველო მაღაზია
სამუშაო ფართი 1 მ2
0,25
0,13
5
აფთიაქი
სამუშაო ფართი 1 მ2
0,25
0,13
6
შერეული საქონლის ბაზრობა
ერთი ადგილი
0,76
0,38
7
აგრარული ბაზარი
ერთი ადგილი
0,94
0,47
8
კაფე,ბარი,რესტორანი,სასადილო
ერთი დასაჯდომი ადგილი
1,5
0,75
9
სარიტუალო დარბაზი
სამუშაო ფართის 1 მ2
0,07
0,035
10
სასტუმრო
ერთი საწოლი
1,0
0,5
11
უმაღლესი სასწავლებელი,სკოლა, კოლეჯი,ტექნიკუმი,პროფსასწავლებელი (სხვა საგანმანათლებლო დაწესებულება)
ერთ მოსწავლეზე
0,06
0,03
12
საბავშვო ბაღი, ბაგა-ბაღი
ერთ აღსაზრდელზე
0,2
0,1
13
სახელმწიფო ადმინისტრაციული დაწესებულება
სამუშაოს ფართის 1 მ2
0,04
0,02
14
ოფისი, სააგენტო და პროფესიული ორგანიზაცია
საერთო ფართი 1 მ2
0,04
0,02
15
კლუბი, კინოთეატრი, თეატრი
მაყ.1 სავარძელი
0,16
0,08
16
ინტერნეტ კაფე
საერთო ფართის 1 მ2
0.2
0,1
17
ბენზინგასამართი და გაზგასამართი სადგური, სამრეცხაო
საერთო ფართი 1 მ2
0,08
0,04
18
ავტოტექმომსახურების სადგური, სახელოსნო
ღია ფართი 1 მ2 დახურული 1 მ2
0,02
0.14
0,01
0,07
19
სამეწარმრო საქმიანობა შენობის შიგნით მიმდინარე წარმოებისას და საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტი
საერთო ფართის 1 მ2
0.2
0,1
20
ბანკი, ლომბარდი, საკრედიტო და ვალუტის გადამცვლელი პუნქტი
საერთო ფართის 1 მ2
0.04
0,02
21
სტადიონი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულება, მანეჟი, სპორტკლუბი
ღია ფართის 1 მ2 დახურული ფართი 1მ2
0.02
0.04
0,01
0,02
22
აბანო, საუნა
საერთო ფართი 1მ2
0.18
0,09
23
სადალაქო, სილამაზის სალონი
საერთო ფართი 1მ2
0. 3
0,15
24
საცხობი
სამუშაო ფართი 1 მ2
0.2
0,10
25
ღია ტიპის დასვენების და გასართობი თავშეყრის ადგილი, სკვერი, ბაღი, ატრაქციონი
საერთო ფართი 1 მ2
0.008
0,004
26
საწყობი პირდაპირი მიყიდვის გარეშე, მაცივარი, ბაზა
დახურული ფართის 1 მ2
0,08
0,04
27
საწარმოო დანიშნულების ობიექტის ღია ტერიტორია
საერთო ფართის 1 მ2
0.008
0,004
28
მსხვილი სერიული პროდუქციის საწარმოო შენობა- ნაგებობანი
საერთო ფართის 1 მ2
0.04
0,02
29
მუზეუმი, ბიბლიოთეკა
საერთო ფართის 1 მ2
0.03
0,015
30
საავადმყოფო, სამშობიარო სახლი
ერთ საწოლზე
1.0
0,5
31
პოლიკლინიკა, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრი, ექიმისა და სტომატოლოგიური კაბინეტი
საერთო ფართის 1 მ2
0.1
0,05
32
მოხუცებულთა სახლი, ბავშვთა სახლი
მომს.ერთი ადგილი
0.12
0,06
33
ავტოსადგური
ღია 1 მ2 დახურული ფართი 1 მ
0.008
0.08
0,004
0,04
34
მშენებარე ობიექტი
ფართი 1 მ2
0.32
0,16
35
სარემონტო სამუშაო (გაწმენდა,შეღებვა და სხვა)
ფართი 1 მ2
0.17
0,09
დანართი 3
დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ქვითარი
ცაგერის მუნიციპალიტეტი
კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური
დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის
ქ ვ ი თ ა რ ი № ---------------
აბონენტი №-------------------
გადამხდელი ------------------------------------------------
მესაკუთრის (დროებითი მოსარგებლის) სახელი, გვარი, პირადი ნომერი
მისამართი ---------------------------------------------------
თარიღი: ---------------------------
გადასახდელი პერიოდი
ზომის ერთეული
განაკვეთი ზომის 1 ერთეულზე
თანხა გადასახადი თვეში
წინა დავალიანება: ------------------
გადახდილი თანხა: -----------------
სულ გადასახადი: -------------------
ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობა
სახაზინო რეკვიზიტები
სახელმწიფო ხაზინ ა/ა 200122900
ბანკის კოდი: 220101222 , ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი: 300333189
(მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის)
მიმდინარე გადასახადის . . . . . . . . . . . . . . . . . . . . - მდე
გადაუხდელობის შემთხვევაში თქვენზე გავრცელდება
კანონით დადგენილი წესით საჯარიმო სანქციები.
ცნობებისათვის მიმართეთ ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურს
შემდეგ მისამართზე ქ. ცაგერი, რუსთაველის ქ.№64
ცაგერის მუნიციპალიტეტი
კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების
სამსახური
დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის
ქ ვ ი თ ა რ ი №----------------
აბონენტი №--------------------
გადამხდელი -----------------------------------------------
მესაკუთრის (დროებითი მოსარგებლის) სახელი, გვარი, პირადი ნომერი
მისამართი --------------------------------------------------
თარიღი: ---------------------------
გადასახდელი პერიოდი
ზომის ერთეული
განაკვეთი ზომის 1 ერთეულზე
თანხა გადასახადი თვეში
წინა დავალიანება: ------------------
გადახდილი თანხა: -----------------
სულ გადასახადი: -------------------
ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობა
სახაზინო რეკვიზიტები
სახელმწიფო ხაზინა ა/ა 200122900
ბანკის კოდი: 220101222 ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი: 300333189
(მოსაკრებლი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის)
მიმდინარე გადასახადის . . . . . . . . . . . . . . . . . . . . - მდე
გადაუხდელობის შემთხვევაში თქვენზე გავრცელდება
კანონით დადგენილი წესით საჯარიმო სანქციები.
ცნობებისათვის მიმართეთ ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურს
შემდეგ მისამართზე ქ.ცაგერი. რუსთაველის . №64