ქ.თბილისის ისნის რაიონის გამგეობის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.03.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს დედაქალაქი თბილისი (ისნის რაიონის გამგეობა)
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 010260030.53.101.016014
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/04/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,104 სიტყვა · ~6 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ისნის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი თორნიკე ხუციშვილი ისნის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ქ.თბილისის ისნის რაიონის გამგეობის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ ქ. თბილისის ისნის რაიონის გამგეობის ბრძანება №2 2013 წლის 29 მარტი ქ. თბილისი ქ.თბილისის ისნის რაიონის გამგეობის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე და 73-ე მუხლების, „საქართველოს დედაქალაქის -თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ქ. თბილისის მერიის 2013 წლის 28 თებერვლის №6 ბრძანებით დამტკიცებული ქ. თბილისის ისნის რაიონის გამგეობის დებულების მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს ისნის რაიონის გამგეობის შინაგანაწესი დანართის თანახმად. 2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.ისნის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელითორნიკე ხუციშვილი დანართი ქ. თბილისის ისნის რაიონის გამგეობის შინაგანაწესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1.ქ.თბილისის ისნის რაიონის გამგეობის შინაგანაწესი შედგენილია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე და 73-ე მუხლების, „საქართველოს დედაქალაქის -თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ქ. თბილისის მერიის 2013 წლის 28 თებერვლის №6 ბრძანებით დამტკიცებული „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების,  ქ. თბილისის ისნის რაიონის გამგეობის დებულების მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად. 2. შინაგანაწესის მიზნებია: ა) გამგეობის მოსამსახურეთა ფუნქციების ეფექტურად განხორციელებისათვის ხელის შეწყობა; ბ) გამგეობის მოსამსახურეთა მიერ შრომისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებისათვის ხელის შეწყობა; გ) გამგეობის მოსამსახურეთა დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა; დ) სამუშაო დროის რეგულირება და რაციონალურად გამოყენება; ე) შრომის ნაყოფიერებისა და ეფექტიანობის ამაღლება; 3. შინაგანაწესით განისაზღვრება გამგეობის მოსამსახურეთა შრომის და დასვენების რეჟიმი, ხელფასის გაცემის დრო და ადგილი, სამსახურში გამოუცხადებლობის შეტყობინების წესი, თანამშრომელთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხები, თანამშრომელთა ქცევის ზოგადი წესები. მუხლი 2🔗. სამუშაო დროის დასაწყისი და დასასრული. შესვენების დრო 1. ქ. თბილისის ისნის რაიონის გამგეობაში ხუთდღიანი სამუშაო კვირის პირობებში, ყოველდღიური მუშაობის ხანგრძლივობა განისაზღვრება დღეში 8 საათით. 2.სამუშაო დღე იწყება 10:00 სთ-ზე და მთავრდება 19:00 სთ-ზე. 3. სამუშაო დღე განისაზღვრება ერთსაათიანი შესვენებით. შესვენება იწყება 14:00 სთ-დან და გრძელდება 15:00 სთ-მდე. 4.გამგეობი მოსამსახურე, რომელიც სამსახურებრივ საქმეზე, თავისი მოვალეობის შესასრულებლად იმყოფება გამგეობის შენობის გარეთ, ითვლება სამსახურში მყოფად. 5. დასვენების დღეებია შაბათი და კვირა, ასევე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უქმე დღეები. მუხლი 3🔗. დასვენების და სადღესასწაულო დღეებში, აგრეთვე ყოველდღიური სამუშო დროის დამთავრების შემდეგ დაწესებულებაში ყოფნის პირობები და წესი 1. გამგეობის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, გამგეობის მოსამსახურეს შეუძლია დასვენების და სადღესასწაულო დღეებში, აგრეთვე ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ დაწესებულებაში ყოფნა, როგორც გამონაკლისი, მხოლოდ ცალკეული მოსამსახურეთათვის გადაუდებელი, წინასწარ გაუთვალისწინებელი სამუშაოების არსებობის შემთხვევაში, ან როცა აუცილებელია დასრულებულ იქნეს დაწყებული სამუშაო, რომელიც ვერ დამთავრდებოდა დადგენილი სამუშაო დროის განმავლობაში წარმოების ტექნიკური პირობების გამო და რომელთა დროულად შესრულებაზე დამოკიდებულია გამგეობის მუშაობა. მუხლი 4🔗. სამსახურებრივ საკითხებზე განკარგულებათა გამგეობის მოსამსახურეებამდე დაყვანის წესი 1. სამსახურებრივ საკითხებზე გამგებლის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს ოფიციალურად ეცნობა მოსამსახურე, მისი კომპეტენციის ფარგლებში რომელსაც ეხება იგი. 2. ოფიციალურად გაცნობა ნიშნავს იმ მოსამსახურის მიერ, რომელსაც ეხება აქტი, მითითებით 3. იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეხება გამგეობის მოსამსახურეთა განსაზღვრულ ჯგუფს, აქტის გაცნობის წესი შეიძლება შეიცვალოს მისი საჯაროდ გამოცხადებით. 4. საჯაროდ გამოცხადება ნიშნავს, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დაწესებულებაში ყველასთავის ხელმისაწვდომ თვალსაჩინო ადგილზე განთავსებას. მუხლი 5🔗. ხელფასის გაცემის დრო და ადგილი 1. გამგეობის მოსამსახურეების შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თანამდებობრივი სარგოსგან, და სხვა დანამატებისაგან, რომელიც გათვალისწინებულია ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით. 2. ხელფასი გაიცემა ყოველი თვის ბოლოს, საბანკო დაწესებულებათა მეშვეობით. მუხლი 6🔗. შვებულების გამოყენების წესი 1. მოსამსახურე სარგებლობს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ხანგრძლივობით. 2. განცხადება შვებულების მოთხოვნის შესახებ გამგებელს უნდა წარედგინოს საშვებულებო პერიოდის დაწყებამდე 5 დღით ადრე მაინც.    3. გამგებელი უფლებამოსილია უარი თქვას შვებულების თანხმობის გაცემაზე, თუ მოცემულ პერიოდში, სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი არ არის მოსამსახურის მიერ შვებულებით 4. მოსამსახურე უფლებამოსილია, საკუთარი შეხედულებისამებრ და გამგებელთან შეთანხმებით ნაწილ-ნაწილ გამოიყენოს კუთვნილი შვებულება. 5. იმ შემთხვევაში, თუ მოსამსახურე ვერ ისარგებლებს კუთვნილი შვებულებით, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს შვებულების მომდევნო სამუშაო წელს გადატანა. მუხლი 7🔗. მოსამსახურის მივლინების წესი  1.გამგეობის მოსამსახურის გამგზავრება სამსახურებრივი დავალების შესასრულებლად მუდმივი სამუშაო ადგილის ფარგლებს გარეთ ფორმდება  გამგებლის ინდივიადუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.   2. მივლინებიდან დაბრუნებულმა თანამშრომელმა 3 დღეში უნდა წარმოადგინოს მივლინებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთები. მუხლი 8🔗. სამსახურში გამოუცხადებლობის შეტყობინების წესი 1. სამსახურში არყოფნის ან შესაძლო დაგვიანების შემთხვევაში გამგეობის მოსამსახურემ ამის შესახებ, თავის უშუალო უფროსს უნდა აცნობოს სულ ცოტა ერთი დღით ადრე. შეტყობინება შეიძლება მოხდეს შემდგომ, თუ არსებობს საპატიო მიზეზი. 2. ერთი თვის განმავლობაში მოსამსახურის სამი და მეტი არასაპატიო მიზეზით დაგვიანება იწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებას. 2. სამსახურში დაგვიანების შემთხვევაში მოსამსახურე ვალდებულია წარუდგინოს უშუალო უფროსს მოხსენებითი ბარათი დაგვიანების მიზეზის შესახებ.  მუხლი 9🔗. სიცოცხლის, ჯანმრთელობის, შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები 1. დაწესებულების ხელმძღვანელობა ვალდებულია გამგეობის მოსამსახურეებს შეუქმნას შრომის ჯანსაღი, უსაფრთხო გარემო პირობები. 2. მოსამსახურე ვალდებულია: ა) დაიცვას შინაგანაწესის პირობები; ბ) შეასრულოს ხელმძღვანელობის განკარგულებები; გ) გაუფრთხილდეს მასზე მინდობილ დაწესებულების ქონებას; დ) კეთილსინდისიერად შეასრულოს მხოლოდ მასზე დაკისრებული მოვალეობანი; ე) წესრიგში იქონიოს თავის სამუშაო ადგილი, დაიცვას სისუფთავე და სიმშვიდე დაწესებულებაში; ვ) იყოს კოლეგიალური, თავაზიანი, კორექტული მოქალაქეებთან და კოლეგებთან ურთიერთობაში; ზ) ქმნიდეს პოზიტიურ გარემოს მოქალაქეებთან, საზოგადოებასთან ურთიერთობისას, აგრეთვე სატელეფონო საუბრის დროს. 3. მოსამსახურეს ეკრძალება: ა) გამგეობის შენობაში ხანძარსაშიში ადვილად აალებადი ნივთიერებებისა და საგნების შემოტანა; ბ) გამგეობის შენობაში ცივი და ცეცხლსასროლი იარაღის შემოტანა; გ)გამგეობის შენობაში ასაფეთქებელი ნივთიერებების შემოტანა; დ) გამგეობის შენობაში ტოქსიკური, ფსიქოტროპული, რადიოაქტიური, და სხვა სახის მანვე ნივთიერებათა შემოტანა. მუხლი 10🔗. გამგეობის მოსამსახურეთა სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულება და სამართლებრივი აქტების დაცვის ვალდებულება 1. მოსამსახურე ვალდებულია შეასრულოს თავისი სამსახურებრივი მოვალეობანი, რომელიც განსაზღვრულია ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით, საქართველოს შრომის კოდექსით, თანამდებობრივი ინსტრუქციებით, ამ შინაგანაწესითა და სხვა სამართლებრივი აქტებით. 2. მოსამსახურე ვალდებულია დაწესებულების ხელმძღვანელობისგან სპეციალური მითითების გარეშე დაიცვას მისთვის მინდობილი სამართლებრივი აქტები, რომელებიც შეეხება მოსამსახურის სამსახურს და მის ფუნქციებს. მუხლი 11🔗. თამბაქოს მოწევის წესი და ადგილი 1, გამგეობის შენობაში მოსამსახურეთათვის თამბაქოს მოწევისათვის სპეციალური ადგილები გამოიყოფა გამგეობის მიერ. 2. გამგეობის შენობაში თამბაქოს მოსაწევად გამოყოფილი ადგილები უნდა შეიცავდეს: ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაციის ცენტრალურ სისტემას, ვენტილაციას ან/და ნიავდებოდეს დღე-ღამის განმავლობაში სულ მცირე ერთი საათით მაინც. 3. გამგეობაში შენობაში თამბაქოს მოსაწევ ადგილებში განთავსებული უნდა იყოს შესაბამისი აბრები. 4. გამგეობის მთელ შენობაში თამბაქოს მოწევის ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების განზრახ დარღვევისათვის საამისოდ უფლებამოსილ პირს შეუძლია გამოიყენოს ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ზომა. მუხლი 12🔗. წახალისებისა და პასუხისმგებლობის სახე და გამოყენების წესი 1. გამგეობის მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშო შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის გამოიყენება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალიწინებული წახალისების ფორმა. 2. შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში საჯარო მოსამსახურეს ეკისრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. 3. შინაგანაწესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის ერთი თვის განმავლობაში სამჯერ შეუსრულებლობის შემთხვევაში, საჯარო მოსამსახურეს დაეკისრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ზომა. დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში შინაგანაწესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევის შემთხვევაში, მოსამსახურის მიმართ გამოიყენება წინათ გამოყენებულზე უფრო მკაცრი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა. აღნიშნულ პროცესზე კონტროლს ახორციელებს გამგეობის აპარატი. მუხლი 13🔗. გამგეობის მოსამსახურეთა სამსახურში ჩაცმულობის წესრიგში ყოფნის ვალდებულება გამგეობის მოსამსახურეებს სამსახურში ყოფნის დროს მოეთხოვებათ ყურადღება მიაქციონ პიროვნულ იერ-სახეს, ჩაცმულობას და სხვა აქსესუარებს, უპირატესობა მიანიჭონ ჩაცმის კლასიკურ სტილს. მუხლი 14🔗. დასკვნითი დებულებანი 1. წინამდებარე შინაგანაწესი სავალდებულოა შესასრულებლად ყველა მოსამსახურისათვის. 2. გამგეობის აპარატი ვალდებულია გააცნოს მოსამსახურეს წინამდებარე შინაგანაწესი, რაც დასტურდება მოსამსახურის ხელმოწერით. 3. ხელწერილი შინაგანაწესის გაცნობის თაობაზე ინახება მოსამსახურის პირად საქმეში. 4. შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში მოსამსახურეს ეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.