„თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს აპარატის (სამსახური) დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საკრებულოს 2013 წლის 11 თებერვლის №3/5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
თვითმმართველი ქალაქი ფოთის საკრებულოს დადგენილება №6/13 |
|
2013 წლის 28 მარტი ქ. ფოთი |
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება “თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საკრებულოს აპარატის (სამსახურის) დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საკრებულოს 2013 წლის 11 თებერვლის №3/5 დადგენილებაში (18/02/2013, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.111.016154), კერძოდ: |
1.
დადგენილების სათაურიდან და მთლიანად დებულებიდან ამოღებულ იქნას სიტყვა ,,(სამსახური)“. |
2.
დებულების პრეამბულაში და შემდგომ დებულებაში ყველგან სიტყვები: ,,სტრუქტურული ერთეულები“ შეიცვალოს სიტყვებით ,,სტრუქტურული ქვედანაყოფი“. |
3.
დებულების მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3.სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი ანგარიშვალდებულია აპარატის უფროსის წინაშე; |
4.
დებულების მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის არყოფნის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით მის მოვალეობას ასრულებს სტრუქტურული ქვედანაყოფის ერთ-ერთი მოხელე.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|