საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ. 31) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 196-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სასამართლო განჩინების (დადგენილების) თანახმად, ქონებას ყადაღას ადებს აღმასრულებელი.
3. აღმასრულებელი თვითონ განსაზღვრავს, რა საგანსა და ფასეულობას უნდა დაედოს ყადაღა სასამართლო ბრძანებაში ან სასამართლო განჩინებაში (დადგენილებაში) აღნიშნული თანხის ფარგლებში.“.
2. 197-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გამომძიებელი ან პროკურორი ადგენს ოქმს ამ კოდექსის 287-ე მუხლის მიხედვით, ხოლო აღმასრულებელი აღწერს ქონებას. ოქმში (აღწერაში) უნდა აღინიშნოს დასაყადაღებელი ქონების ზუსტი დასახელება, რაოდენობა, ზომა, წონა, ცვეთის ხარისხი, სხვა ინდივიდუალური ნიშნები და ღირებულება; მიეთითოს, თუ რა ქონებაა ჩამორთმეული და რა დარჩა შესანახად; ეკუთვნის თუ არა ეს ქონება ან მისი ნაწილი სხვა პირებს; მოყვანილ იქნეს განცხადებები იმ პირის მოქმედების შესახებ, რომელიც ქონებას აყადაღებს.“.
3. 6061 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებულ, აგრეთვე „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აღმასრულებლის ან არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს უფროსის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს გამოაქვს განჩინება პოლიციის ორგანოების მეშვეობით მსჯავრდებულის ძებნის შესახებ.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს 2008 წლის 1 ოქტომბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2008 წლის 15 ივლისი.
№211–რს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 15.07.2008.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 15.07.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №211. სარეგისტრაციო კოდი — 090.000.000.05.001.003.244.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.07.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“, №211, 15.07.2008, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.003.244 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.07.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/18826/