დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ

მიღების თარიღი 28.03.2013
ძალის დაკარგვა 15.05.2013
გამომცემი ორგანო დუშეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 190250000.35.152.016118
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/04/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 319 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.03.2013 მიღება
15.05.2013 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე ცარო საძაგლიშვილი საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №13 2013 წლის 28 მარტი ქ. დუშეთი დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის და 32​6 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗   საკრებულოს თანამდებობის პირების მიერ, სადეპუტატო უფლებამოსილების  განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება მოხდეს საჯარო მოსამსახურეთათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით.  მუხლი 2🔗 განისაზღვროს საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, ამომრჩევლებთან შესახვედრად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელფასო ანაზღაურების გარეშე მყოფი წევრებისათვის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ყოველთვიური ხარჯის ზღვრული ოდენობა, ხოლო საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის-ანაზღაურების ზღვრული ოდენობა (დანართის შესაბამისად). მუხლი 3🔗 საკრებულოს თითოეული სახელფასო ანაზღაურების გარეშე მყოფი წევრისთვის ამ დადგენილების დანართში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის კონკრეტული ოდენობა, რომელიც დაკავშირებულია საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებასთან, განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, რომლის უზრუნველსაყოფად: ა) საკრებულოს სახელფასო ანაზღაურების გარეშე მყოფი წევრები, ყოველი თვის არა უგვიანეს 10 რიცხვისა, საკრებულოს აპარატის უფროსს წარუდგენენ ინფორმაციას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს წინა თვეში საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის კონკრეტული დავალების (დავალებების) შესრულებისათვის გაწეული დანახარჯის ოდენობა; ბ) საკრებულოს აპარატის უფროსი მოხსენებითი ბარათით ერთიან ინფორმაციას  წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით შემუშავდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების პროექტი. მუხლი 4🔗 დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატმა უზრუნველყოს საკრებულოს წევრების საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის აღრიცხვა, ხოლო საკრებულოს სახელფასო ანაზღაურების გარეშე მყოფმა წევრებმა, ყოველი თვის 10 რიცხვამდე, საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე წარმოადგინონ ინფორმაცია წინა თვეს მათი, როგორც საკრებულოს წევრების, მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ. მუხლი 5🔗 საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია, საკრებულოს კონკრეტული წევრებისათვის განსაზღვროს ანაზღაურების ნაკლები ოდენობა, თუ საკრებულოს რომელიმე წევრის (წევრების) მიერ საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების (დასწრების) ფაქტობრივი მონაცემები მნიშვნელოვნად განსხვავდება (ნაკლებია) სხვა წევრების დასწრების ფაქტობრივი მონაცემებისაგან.  მუხლი 6🔗 დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ყოველთვიურად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის გათვალისწინებით, უზრუნველყოს ამ დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული ანაზღაურების დარიცხვა. მუხლი 7🔗   ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2013 წლის 1 მარტიდან  წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.საკრებულოს თავმჯდომარეცარო საძაგლიშვილი