„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 3 დეკემბრის №153 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№71
სარეგისტრაციო კოდი
010170000.22.029.016051
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/04/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის

ბრძანება №71

2013 წლის 1 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 3 დეკემბრის №153 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 3 დეკემბრის №153 ბრძანების (ვებგვერდი, 06.12.2012, სარეგისტრაციო კოდი 010170000.22.029.016037) პირველი პუნქტით დამტკიცებულ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დებულების მე-2 მუხლის პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:

ა) დევნილთა რეგისტრაციისა და ანკეტირების ორგა­ნი­ზე­ბა;

ბ) დევნილის სტატუსის მაძიებელი პირის განცხადების განხილვა, მაძიებლის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე დასკვნის მომზადება და საკითხთან დაკავ­შირებით გადაწყვეტილების მიღება;

გ) დევნილის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვა, სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე დასკვნის მომზადება და გადაწყვეტილების მიღება;

დ) დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საკითხის განხილვა, სათანადო დასკვნების მომზადება და გადა­წყვეტილების მიღება;

ე) დევნილთა შესახებ ინფორმაციის ანალიზი და მის სა­ფუძველზე სათანადო რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება; დევნილთა მონაცემთა ბაზის შექმნა;

ვ) დევნილთა სტატუსის მინიჭებასა და რეგისტრა­ცი­ასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება, დევნი­ლის მოწმობისა და ანკეტის ფორმების შემუშავება; მოწმობის გა­ცემის ორგანიზება და დევნილთა ანკეტირება;

ზ) სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ შენობებში მცხოვრებ დევნილთა აღწერის ორგანიზება და საცხოვრებელი ფართების იდენტიფიცირება;

თ) სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ფართების სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მომზადება და კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება მათი დევნილთათვის საკუთრებაში გადაცემის მიზნით;

ი) გადაუდებელი დახმარების გაწე­ვისა და დროებითი განსახლების ორგანიზება;

კ) დევნილთა მიღების ორგანიზება, კომპეტენციის ფარგლებში მათი კონსულტირება და საჭირო საკითხების ირგვლივ ინფორმირება;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში დევნილთა დასაქმების, ადაპტაციის, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ხელშეწყობა; შესაბამისი პროგრამე­ბისა და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;

მ) დევნილთა განსახლების ორგანიზება; განსახლების პოლიტიკის შემუშავება,  განსახლების პროცესის მართვა და მონიტორინგი;

ნ) დევნილთა დაბრუნების ორგანიზებისა და რეაბილი­ტაცია-ადაპტაციის პროცესის ხელშეწყობა;

ო) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უძრავი ქო­ნების აღრიცხვის ორგანიზება და მონაცემთა ბაზის შექმნა; დევნილთა და სხვა პირთა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უძრავი ქონების და­ცვის მექანიზმების შემუშავება;

პ) დევნილთა რეაბილიტაცია-ადაპტაციის სფეროში სა­ხელ­მწიფო და სხვა პროგრამებისა და მიმდინარე სამუშაოთა შესრულების კონტროლი და ანალიზი კომპეტენციის ფარ­გლებში;

ჟ) ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე, სამინისტროს განსახორციელებელ ღონისძიე­ბებ­თან დაკავშირებით შესაბამისი პროექტის შემუშავება და ღონისძიებათა განხორციელების ორგანიზების უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში;

რ) სამინისტროს, სხვა სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ასევე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დევნილთათვის განხორციელებული პროექტების მონიტორინგი;

ს) სხვა სახელმწიფო უწყებებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, ასევე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა დევნილთა საყოფაცხოვრებო და სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით;

ტ) დევნილთა ერთიანი მონაცემთა ელექტრონული ბაზის შექმნა, მასში დაცული მონაცემების ფორმირება და  დახვეწა;

უ) დევნილთა განსახლების ობიექტებში არ­სე­ბული საყოფაცხოვრებო პირობების შესწავლა; ობიექტე­ბის მდგომარეობის შესახებ დევნილთა განცხადებების გან­ხილვა და რეაგირება; დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტებში მიმდინარე სამუშაოების ზედამხედველობის გან­ხორ­ციელება კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ფ) დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტების რეაბილიტაციის ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელების ორგანიზება;

ქ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და მინისტრის ცალკეულ დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა.“

2.  დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. დეპარტამენტის სტრუქტურა

1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) რეგისტრაციის სამმართველო, რომლის სტრუქტურული ქვედანაყოფია უძრავი ქონების რესტიტუციის განყოფილება;

ბ) სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველო;

გ) დევნილთა მიმღები ცენტრი - სამმართველო;

დ) ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველო.

2. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელიც წარმართავს სამმართველოს საქმიანობას და სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის  წინაშე.

3. სამმართველოს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

4. სამმართველოს სტრუქტურულ ქვედანაყოფს განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელიც ანგარიშვალდებულია სამმართველოსა და დეპარტამენტის უფროსების წინაშე.

5. რეგისტრაციის სამმართველოს ფუნქციები და ამოცანებია:

ა) დევნილთა რეგისტრაციისა და ანკეტირების ორგანიზება:

ბ) დევნილის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვა, სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე დასკვნის მომზადება და საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება;

გ) დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საკითხის განხილვა, სათანადო დასკვნების მომზადება და შესაბამისად, საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება;

დ) დევნილთა შესახებ ინფორმაციის ანალიზი და მის საფუძველზე სათანადო რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება; დევნილთა მონაცემთა ბაზის შექმნა;

ე) დევნილთა სტატუსის მინიჭებასა და რეგისტრაციასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება, დევნილის მოწმობისა და ანკეტის ფორმის შემუშავება, მოწმობების გაცემის ორგანიზება და დევნილთა ანკეტირება;

ვ) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უძრავი ქონების აღრიცხვის ორგანიზება და მონაცემთა ბაზის შექმნა;

ზ) დევნილთა და სხვა პირთა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უძრავი ქონების დაცვის მექანიზმების შემუშავება;

თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და მინისტრის ცალკეულ დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა.

6. სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს ფუნქციები და ამოცანებია:

ა) დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტებში გამოყოფილი ფართების ათვისების მდგომარეობის საყოფაცხოვრებო პირობების შესწავლა და შესაბამისი წინადადებების მომზადება;

ბ) დევნილი მოსახლეობის მიღება, თავშესაფრის გარეშე დარჩენილ დევნილთა აღრიცხვიანობის მოწესრიგება;

გ) განსაკუთრებით უმწეო მდგომარეობაში მყოფ დევნილთათვის, ერთჯერადი ფულადი დახმარების საკითხების განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციის წარდგენა;

დ) შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან თანამშრომლობა, მატერიალურად უმწეო კატეგორიის დევნილთათვის სადაზღვევო პოლისების გაცემის ორგანიზების მიზნით;

ე) დევნილთა მიერ საცხოვრებლად ობიექტების თვითნებურად დაკავების ფაქტების შესწავლა და შესაბამისი წინადადებების მომზადება;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში დევნილთა რეაბილიტაცია-ადაპტაციის სფეროში სახელმწიფო და სხვა პროგრამების შესრულების კონტროლი და ანალიზი;

ზ) დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტების ტექნიკური მდგომარეობის შესწავლა-ინვენტარიზაცია;

თ) დევნილთა კომპაქტურად განსახლების ადგილებში სარეაბილიტაციო ობიექტების შერჩევა;

ი) საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის №47 განკარგულებით დამტკიცებული იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის და საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივნისის №1162 განკარგულებით დამტკიცებული იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2012-2014 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმისა და სამოქმედო გეგმის ფარგლებში შექმნილი სამეთვალყურეო საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესაბამისად,  დევნილთა განსახლების, დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტების სარეაბილიტაციო ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელების ორგანიზება;

კ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა დევნილთა კომპაქტურად განსახლების სარეაბილიტაციო ობიექტთა შერჩევის კუთხით; სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის ერთობლივი მონიტორინგის ორგანიზება;

ლ) დევნილთა დაბრუნების ორგანიზების ხელშეწყობა; დაბრუნების რეგიონებში რეაბილიტაციის პროგრამების შემუშავება და მიმდინარეობის კონტროლი;

მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და მინისტრის ცალკეულ დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში დევნილთა განცხადებების, სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სხვა ორგანიზაციებიდან და დაწესებულებებიდან მიღებული წერილების განხილვა და შესაბამისი რეაგირება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

ო) დევნილთა დასაქმების, ადაპტაციის, სოციალური დაცვის ხელშემწყობი პირობების შექნა და შესაბამისი პროგრამებისა და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;

პ) დევნილთა განსახლების ორგანიზება; განსახლების პოლიტიკის შემუშავება,  განსახლების პროცესის მართვა და მონიტორინგი;

ჟ) დევნილთა დასაქმების, ადაპტაციის სოციალური დაცვის ხელშემწყობი პირობების შექმნა, შესაბამისი პროგრამებისა პროექტების მომზადება მიმდინარე სამუშაოთა შესრულების კონტროლი და ანალიზი კომპეტენციის ფარგლებში;

7. დევნილთა მიმღები ცენტრის - სამმართველოს ფუნქციები და ამოცანებია:

ა) დევნილთა მიღების ორგანიზება, კომპეტენციის ფარგლებში მათი კონსულტირება და საჭირო საკითხების ირგვლივ ინფორმირება;

ბ) დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით, დევნილთა მოთხოვნის შემთხვევაში მათზე შესაბამისი ცნობის გაცემა.

8. ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველოს ფუნქციები და ამოცანებია:

ა) დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტებში არსებული საყოფაცხოვრებო პირობების შესწავლა;

ბ) ობიექტების მდგომარეობის შესახებ დევნილთა განცხადებების განხილვა და რეაგირება;

გ) დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტებში მიმდინარე სამუშაოების ზედამხედველობის განხორციელება კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ) დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტების რეაბილიტაციის ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელების ორგანიზება;

ე) კომპეტენციის ფარგლებში სარეაბილიტაციო ობიექტებში საბიუჯეტო სახსრებით მიმდინარე სამუშაოთა შესრულების ხარისხის კონტროლი და ანალიზი;“

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრიდავით დარახველიძე