საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-5/9 სტრატეგიული დაგეგმვის, სამხედრო პოლიტიკისა და სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.04.2013
ძალის დაკარგვა 01.04.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №366
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016182
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/04/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-5/9 სტრატეგიული დაგეგმვის, სამხედრო პოლიტიკისა და სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება
№366
2013 წლის 29 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-5/9 სტრატეგიული დაგეგმვის, სამხედრო პოლიტიკისა და სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-5/9 სტრატეგიული დაგეგმვის, სამხედრო პოლიტიკისა და სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ალასანია
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-5/9 სტრატეგიული დაგეგმვის, სამხედრო პოლიტიკისა და სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-5/9 სტრატეგიული დაგეგმვის, სამხედრო პოლიტიკისა და სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის დეპარტამენტი (შემდგომში – ,,დეპარტამენტი”) არის საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის (შემდგომ – ,,გაერთიანებული შტაბი”) სტრუქტურული ქვედანაყოფი.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომ - ,,მინისტრი’’) სამართლებრივი აქტებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის (შემდგომ - ,,გაერთიანებული შტაბის უფროსი”) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.
3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია გაერთიანებული შტაბის უფროსის წინაშე.
4. დეპარტამენტს აქვს საკუთარი სახელწოდებით - ბეჭედი ქართულ-ინგლისური წარწერით, შტამპი და ბლანკი.
მუხლი 2🔗.
დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები
1. დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) საქართველოს უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით და შეიარაღებულ ძალებზე დაკისრებული ამოცანების შესაბამისად სტრატეგიული, სამხედრო დაგეგმვა;
ბ) საფრთხეების შეფასების დოკუმენტის პერიოდულ განახლებაში მონაწილეობა;
გ) თავდაცვის დაგეგმვის სტრატეგიული და უწყებრივი დონის სამართლებრივი აქტების შემუშავებაში მონაწილეობა;
დ) გაერთიანებული შტაბისა და დაქვემდებარებული დანაყოფების სტრუქტურებსა და მათ ფუნქციებთან დაკავშირებულ ცვლილებებზე რეკომენდაციების შემუშავება. შეიარაღებული ძალების განვითარებისათვის საჭირო მოთხოვნებისა და შესაძლებლობების შეფასებაში მონაწილეობა;
ე) პარტნიორ ქვეყნებთან ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის ყოველწლიური გეგმების შედგენაში მონაწილეობა და ამ გეგმებით გათვალისწინებული სამხედრო ღონისძიებების შესრულების მონიტორინგი;
ვ) ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის პრიორიტეტების განსაზღვრაში მონაწილეობა და მისი შესრულების კოორდინირება;
ზ) შეიარაღებული ძალების სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის დაგეგმვა და განხორციელების კოორდინირება.
2. დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) საფრთხეების შეფასების დოკუმენტის შემუშავებასა და განახლებაში მონაწილეობა;
ბ) შეიარაღებული ძალების გრძელვადიანი, სტრატეგიული განვითარებისათვის შესაბამისი გეგმების შემუშავება;
გ) საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგიის შემუშავებასა და განახლებაში მონაწილეობა;
დ) შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების განვითარების მიზნით ძალთა დაგეგმვის პროცესის წარმართვა;
ე) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომ – ,,სამინისტრო”) სამოქალაქო ოფისის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ერთად ნატოსთან თანამშრომლობის ფარგლებში არსებული პროგრამების (ინდივიდუალური პარტნიორობის და თანამშრომლობის პროგრამა, დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესი, ყოველწლიური ეროვნული პროგრამა, ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის სამუშაო გეგმა და სხვ.) მომზადებაში და განხორციელებაში მონაწილეობა;
ვ) პარტნიორ ქვეყნებთან ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გეგმების შემუშავებაში და ამ გეგმებით გათვალისწინებული სამხედრო ღონისძიებების განხორციელებასა და მონიტორინგში მონაწილეობა;
ზ) სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის განვითარების მიზნით, შეიარაღებული ძალებისთვის შესაბამისი გეგმებისა და სახელმძღვანელო დოკუმენტების მომზადებაში მონაწილეობა;
თ) კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება.
მუხლი 3🔗.
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაერთიანებული შტაბის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსი უშუალოდ ექვემდებარება გაერთიანებული შტაბის უფროსს.
3. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) პასუხისმგებელია დეპარტამენტის მიერ ამოცანების შესრულებაზე;
გ) ხელს აწერს და/ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) დადგენილი წესით დასამტკიცებლად წარადგენს დეპარტამენტის საშტატო ნუსხას, ტაბელს, სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვებისა და ნატო-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციაზე დაშვების ნომენკლატურებს, დეპარტამენტის მოსამსახურეთა სამუშაოს აღწერის ფორმებს;
ე) ახორციელებს კონტროლს დეპარტამენტის საქმიანობაზე, თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასა და დისციპლინის დაცვაზე;
ვ) შუამდგომლობს გაერთიანებული შტაბის უფროსთან დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობისათვის მორიგი სამხედრო წოდებების მინიჭების, თანამდებობაზე დანიშვნის, გათავისუფლების, გადაადგილების, მათ მიმართ დისციპლინარული ზომების გამოყენების, წახალისების და/ან კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ.
4. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
5. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
6. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ხელს აწერს და/ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
გ) აკონტროლებს და პასუხისმგებელია დეპარტამენტის საქმიანობის მიმდინარეობასა და შედეგებზე;
დ) ორგანიზაციას უწევს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადებისა და ატესტაციის საკითხებს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან შეთანხმებით;
ე) უზრუნველყოფს დეპარტამენტის ეფექტურ ფუნქციონირებას.
მუხლი 4🔗.
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები, მათი ფუნქციები და ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) სამხედრო პოლიტიკისა და რეფორმების სამმართველო;
ბ) საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის სამმართველო.
2. სამხედრო პოლიტიკისა და რეფორმების სამმართველოს ფუნქციებია:
ა) საქართველოს სტრატეგიული და უსაფრთხოების გარემოს შეფასებაში მონაწილეობა;
ბ) საფრთხეების შეფასების დოკუმენტის შემუშავებასა და განახლებაში მონაწილეობა;
გ) თავდაცვის სტრატეგიული დაგეგმვის დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობა;
დ) ძალთა დაგეგმვის და მართვის სისტემის ეფექტიანობის უზრუნველყოფა;
ე) გაერთიანებული შტაბისა და დაქვემდებარებული დანაყოფების სტრუქტურებისა და მათი ფუნქციების ცვლილებებთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავება;
ვ) შეიარაღებული ძალების განვითარებისათვის საჭირო მოთხოვნებისა და შესაძლებლობების შეფასებაში მონაწილეობა;
ზ) შეიარაღებული ძალების გრძელვადიანი, სტრატეგიული განვითარების მოთხოვნების გათვალისწინებით რეკომენდაციებისა და გეგმების შემუშავება;
თ) შეიარაღებული ძალების რეფორმების კოორდინირება და ანალიზი.
3. საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) გაერთიანებული შტაბის სტრუქტურულ ერთეულებთან და შეიარაღებული ძალების დანაყოფებთან ერთად ნატო-სთან თანამშრომლობის ფარგლებში არსებული პროგრამების შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილი საკითხების შემუშავება და მათი შემდგომი განხორციელების მხარდაჭერა (ინდივიდუალური პარტნიორობის და თანამშრომლობის პროგრამა, დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესი, ყოველწლიური ეროვნული პროგრამა, ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის სამუშაო გეგმა და სხვ.);
ბ) პარტნიორ ქვეყნებთან ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გეგმების შემუშავებაში და ამ გეგმებით გათვალისწინებული სამხედრო ღონისძიებების განხორციელებასა და მონიტორინგში მონაწილეობა.
გ) შეიარაღებული ძალების სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის დაგეგმვა და განხორციელების კოორდინირება.
4. სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც დეპარტამენტის უფროსის შუამდგომლობითა და გაერთიანებული შტაბის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
5. სტრუქტურული ერთეულის უფროსი:
ა) დეპარტამენტის უფროსის ხელმძღვანელობით წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას, პასუხისმგებელია ერთეულზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს დავალებებს თანამშრომლებზე და ახორციელებს კონტროლს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების დროულ და ხარისხიან შესრულებაზე;
გ) ხელს აწერს სტრუქტურულ ერთეულში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) შეიმუშავებს წინადადებებს თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ე) შუამდგომლობს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე.
6. დეპარტამენტის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ შემთხვევაში სტრუქტურულ ერთეულს (სამმართველო) შეიძლება გააჩნდეს განყოფილებები. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელიც:
ა) ანაწილებს განყოფილებაში შესულ დავალებებს;
ბ) ახორციელებს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების კონტროლს, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;
გ) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფროსს წარუდგენს ანგარიშს განყოფილების მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე.