ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 28.03.2013
ძალის დაკარგვა 03.04.2014
გამომცემი ორგანო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.142.016057
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/04/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (6)
| 2 | 3 |
| 20 | 16 |
| საკრებულოს თავმჯდომარე ვლადიმირ სტამბოლციანი | საკრებულოს თავმჯდომარე |
| სახნავები და საკარმიდამო | სათიბები |
| ქალაქის მიწებისთვის | 0,55 |
| დანარჩენი დასახლებებისათვის (სოფლებისთვის) | 0,35 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 28.01.2011
დოკუმენტის ტექსტი
ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №2
2013 წლის 28 მარტი
ქ. ნინოწმინდა
ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:
მუხლი 1🔗
შემოღებულ იქნეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ” ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 თებერვლის №4 დადგენილება. (სსმБ ვებგვერდიБ 23.02 2012 წ. ).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარევლადიმირ სტამბოლციანი
ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები
მუხლი 1🔗
საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს:
ა)
2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;
ბ)
2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;
გ)
2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;
დ)
იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – 3-ჯერ.
მუხლი 2🔗
1.
საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტი.
2.
სალიზინგო კომპანიისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე წლიური გადასახადი ლიზინგის მთელი პერიოდის განმავლობაში განისაზღვრება მის მიერ დასაბეგრი ქონების ლიზინგით პირველად გაცემის მომენტისათვის არსებული საბალანსო საწყისი ღირებულების 0,6 პროცენტის ოდენობით.
მუხლი 3🔗
ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთებია:
ა)
100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.05 პროცენტი;
ბ)
100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8 პროცენტი.
მუხლი 4🔗
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე (გარდა მე-5 მუხლით გათვალისწინებული მიწებისა) ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია (მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე):
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის დასახელება
ქონების გადასახადის განაკვეთი
( ლარი/ჰა )
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
სახნავები და საკარმიდამო
სათიბები
საძოვრები
76
20
16
შენიშვნა: სამხრეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებთ მოცემულ ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე ქონების გადასახადი უმცირდებათ 50 პროცენტით.
მუხლი 5🔗
ტყის მიწებისთვის, რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია ამ დანართის მე-4 მუხლით დადგენილი შესაბამისი ოდენობა.
მუხლი 6🔗
ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 3 ლარი.
მუხლი 7🔗
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების ერთ კვადრატულ მეტრზე წლიური გადასახადის განაკვეთებია (მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე):
№
ზონების დასახელება
ტერიტორიული
კოეფიციენტი
საბაზისო
განაკვეთი
1მ2-ზე
(ლარებში)
წლიური
გადასახადის განაკვეთი
1მ2-ზე
(3 x 4)
1
2
3
4
5
ქალაქის მიწებისთვის
0,55
0,24
0,132
2
დანარჩენი დასახლებებისათვის (სოფლებისთვის)
0,35
0,24
0,084
მუხლი 8🔗
ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული ქონების სახეები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე და 206-ე მუხლებით.
მუხლი 9🔗
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ
2“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, შესაბამისი დასაბეგრი ობიექტის მიხედვით, ქონების გადასახადისგან გათავისუფლდეს:
1.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები, რომლის ფართობი არ აღემატება 1500 კვადრატულ მეტრს.
2.
ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.