ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 28.03.2013
ძალის დაკარგვა 03.04.2014
გამომცემი ორგანო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.142.016058
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/04/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საკრებულოს თავმჯდომარე ვლადიმირ სტამბოლციანი | საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №3
2013 წლის 28 მარტი
ქ. ნინოწმინდა
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ” ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისადБ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მუხლი 1🔗
შემოღებულ იქნეს და დამტკიცდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემდეგი სახის ადგილობრივი მოსაკრებლები:
1.
მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის;
2.
მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის;
3.
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.
მუხლი 2🔗
განისაზღვროს და დამტკიცდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემდეგი განაკვეთები:
1.
მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის:
ა)
ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის
1.0 ლარის ოდენობით;
ბ)
ახალ ასაშენებელი საკუთარი წყალსადენებისა და წყალარინების მშენებლობის თითოეული გრძივი მეტრისათვის 0,25 ლარის ოდენობით;
გ)
განთავისუფლდეს მოსაკრებლის გადახდისაგან სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა.
2.
მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის:
ა)
ერთ სულ მოსახლეზე 0.20 ლარის ოდენობით თვეში;
ბ)
იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის 13.80 ლარის ოდენობით ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე.
3.
სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით დიფერენცირებული სათამაშო ბიზნესის შემდეგი მოსაკრებელი:
ა)
სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 20 000 ლარის ოდენობით;
ბ)
თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 3000 ლარის ოდენობით;
გ)
თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10 პროცენტის ოდენობით;
დ)
სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობაზე – კვარტალში 40 000 ლარის ოდენობით;
ე)
აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე
– კვარტალში 3 000 ლარის ოდენობით.
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 თებერვლის №5 დადგენილება ,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” (სსმ, ვებგვერდი, 23.02.2012 წ.).
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარევლადიმირ სტამბოლციანი