„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N308 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№71
სარეგისტრაციო კოდი
480040000.22.030.016079
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/04/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №71

2013 წლის 29 მარტი

ქ. თბილისი

 



1. ,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №308 ბრძანებაში (ვებგვერდი 111229084, 03.01.2012 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-11 პუნქტის:
ა.ა) ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

,,ბ) მოსამსახურეს და მის ოჯახის წევრებს, გარდა მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირებისა – „ეკონომ” (ან შესაბამისი) კლასის სამგზავრო ბილეთების ღირებულება ნებისმიერ ქვეყანაში გასამგზავრებლად, მაგრამ მათი საერთო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მგზავრობის დროისათვის საქართველოში მგზავრობის ღირებულებას „ეკონომ” კლასის სამგზავრო ავიაბილეთებზე (ორივე მიმართულებით);“;

ა.ბ) ,,ბ“ ქვეპუნტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ბ1“ ქვეპუნქტი:

,,ბ1)  მოსამსახურის მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფ პირს – „ეკონომ” (ან შესაბამისი) კლასის სამგზავრო ბილეთების ღირებულება, მხოლოდ ადგილსამყოფელი ქვეყნიდან ნებისმიერ ქვეყანაში გასამგზავრებლად, მაგრამ მათი საერთო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მგზავრობის დროისათვის საქართველოში მგზავრობის ღირებულებას „ეკონომ” კლასის სამგზავრო ავიაბილეთებზე (ორივე მიმართულებით);“;

ბ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

,,13. მოსამსახურის მოთხოვნის საფუძველზე, წელიწადში ერთხელ, თუ იგი არ იმყოფება კუთვნილ შვებულებაში ან არ იყენებს მას, შესაძლებელია მისი ოჯახის წევრებს აუნაზღაურდეთ ,,ეკონომ” (ან შესაბამისი) კლასის სამგზავრო ბილეთების ღირებულება ამ ბრძანების მე-11 პუნქტის „ბ“ და ,,ბ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.“;

გ) ბრძანების №1 დანართით დამტკიცებულ ,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ხარჯების ანაზღაურების ნორმებისა და გაანგარიშების წესის შესახებ“ ინსტრუქციის  მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

,,4. ამ ბრძანებით ოჯახის წევრისათვის გათვალისწინებული პროცენტული დანამატი მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირების შემთხვევაში გაიცემა მხოლოდ მათი ადგილსამყოფელ ქვეყანაში ყოფნის პერიოდისათვის.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეო საქმეთა მინისტრიმაია ფანჯიკიძე