ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 29.03.2013
ძალაში შესვლა 01.03.2013
ძალის დაკარგვა 26.01.2015
გამომცემი ორგანო ცაგერის მუნიციპალიტეტი
ნომერი №26
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.116.016121
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/04/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ლეთოდიანი | საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 23.01.2015
დოკუმენტის ტექსტი
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №26
2013 წლის 29 მარტი
ქ. ცაგერი
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მესამე პუნქტის და 326 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს (გარდა საკრებულოს თავმჯდომარისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილისა) საკრებულოს სხდომებში ან მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, ამომრჩევლებთან შესახვედრად, საკრებულოს ან საკრებულოს თავმჯდომარის დავალებათა შესასრულებლად უფლებამოსილების განხორციელებისათვის განესაზღვროს ხარჯების ანაზღაურების (ზღვრული ოდენობა) თვეში 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
მუხლი 2🔗
საკრებულოს წევრისათვის ამ დადგენილების 1-ლ მუხლში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯების კონკრეტული ოდენობა განისაზღვროს საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით დაწესებული ლიმიტის ფარგლებში.
მუხლი 3🔗
დაევალოს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს განახორციელოს ამ დადგენილების 1-ლი მუხლით გათვალიოსწინებული ხარჯების ანაზღაურებისათვის შესაბამისი აღრიცხვის წარმოება.
მუხლი 4🔗
ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა) გათვალისწინებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადით დარიცხულ ოდენობასთან ერთად.
მუხლი 5🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 1 მარტიდან
საკრებულოს თავმჯდომარემამუკა ლეთოდიანი