საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 29.03.2013
ძალის დაკარგვა 07.04.2014
გამომცემი ორგანო საჩხერის მუნიციპალიტეტი
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.130.016065
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/04/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა ზაბახიძე | საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №5
2013 წლის 29 მარტი
ქ. საჩხერე
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების თანდართული წესი (დანართი).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 24 თებერვლის №3 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეინგა ზაბახიძე
დანართი
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი
ეს წესი განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მისი მიღების პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს.
თავი I
სოციალური დახმარების სახეები
მუხლი 1🔗.
სოციალური დახმარების სახეები
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა შემდეგი ფულადი სოციალური დახმარებები:
ა)
ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯები;
ბ)
უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის ხარჯები;
გ)
ავადმყოფთა სოციალური დაცვა;
დ)
სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება;
ე)
ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა;
ვ)
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვა;
ზ)
ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებზე და მათ ოჯახებზე ფულადი ფორმით გასაცემი დახმარებები;
თ)
მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დაცვა;
ი)
უმუშევართა სოციალური დაცვა;
კ)
სადღესასწაულო დღეების დახმარების პროგრამა;
ლ)
საცხოვრებლით უზრუნველყოფა.
თავი II
ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი
მუხლი 2🔗.
ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯები
1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით:
ა)
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა სარიტუალო მომსახურება;
ბ)
ავღანეთის ომის მონაწილეთა სარიტუალო მომსახურება;
გ)
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა სარიტუალო მომსახურება.
2.
დახმარების მისაღებად დაღუპულის ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა)
წერილობითი განცხადება;
ბ)
დაღუპული ომის ვეტერანის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
გ)
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
დ)
ვეტერანის მოწმობის ასლი;
ე)
ქორწინების მოწმობის (ასლი) ან შვილის დაბადების მოწმობა.
მუხლი 3🔗.
უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის ხარჯები
1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება დევნილი და უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
2.
მიმღები და თანხის განკარგვაზე პასუხისმგებელი პირია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ან მათ მიერ წარმოდგენილი პირი, რომელმაც უნდა წარმოადგინოს:
ა)
წერილობითი განცხადება;
ბ)
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
უპატრონო მიცვალებულის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ)
ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის შუამდგომლობა;
ე)
დევნილის მოწმობის ასლი.
მუხლი 4🔗.
ავადმყოფთა სოციალური დაცვა
1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა დახმარება შემდეგი სახის მძიმე ავადმყოფებზე 200 (ორასი) ლარის ოდენობით:
ა)
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადება, რომელიც მიმდინარეობს გულის ქრონიკული უკმარისობის I ბ-IV ხარისხით;
ბ)
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, რომლის დროსაც რეკომენდებულია აუცილებელი ინტერვენციული ჩარევები (ოპერაციები გულზე, სტენტირება, რითმის წამყვანის- ,,პეისმეიკერის“, გულშიდა დეიფიბილატორის იმპლანტაცია);
გ)
სასუნთქი სისტემის დაავადებები II-III ხარისხის უკმარისობით;
დ)
თირკმლის ქრონიკული დაავადებები II-V სტადია;
ე)
ონკოლოგიური დაავადებები II-IV კლინიკური ჯგუფი ან/და, რომლებიც საჭიროებენ თერაპიულ (ქიმიოთერაპიული, ჰომოთერაპიული, სხივურითერაპიული და პალიატიური) მკურნალობას;
ვ)
ონკოჰემატოლოგიური დაავადებები, რომლებიც საჭიროებენ თერაპიულ (ქიმიოთერაპიულ, ჰორმონოთერაპიული, სხივურითერაპიული და პალიატიური) მკურნალობას;
ზ)
შაქრიანი დიაბეტი-ტიპი 1, ტიპი 2-ინსულინმომხმარებელი;
თ)
ქრონიკული ჰეპატიტი ,,B” ან ,,C”;
ი)
ღვიძლის ციროზი;
კ)
ეპილეფსია.
2.
ავადმყოფებზე, რომელთა სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებულია დაავადებები, რომლებიც არაა განსაზღვრული ამ მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტებით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა დახმარება 50(ორმოცდაათი) ლარი, ერთჯერადად წელიწადში.
3.
ავადმყოფებზე, რომელთა სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ ესაჭიროება ოპერაცია, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა დახმარება 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, წელიწადში ერთხელ.
4.
ავადმყოფმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:
ა)
წერილობითი განცხადება;
ბ)
განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ)
ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის შუამდგომლობა;
ე)
თანხის მიმღები პირის პირადობის მოწმობის ასლი.
მუხლი 5🔗.
სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა ერთჯერადად
1.
სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულ ოჯახებზე შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
ა)
ხანძრის შედეგად ნაწილობრივ დაზიანებული საცხოვრებელი სახლის შემთხვევაში 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;
ბ)
ხანძრის შედეგად მთლიანად დაზიანებული საცხოვრებელი სახლის შემთხვევაში 1000 (ათასი) ლარის ოდენობით;
გ)
ხანძრის შედეგად დაზიანებული დამხმარე ნაგებობის დაზიანების შემთხვევაში 200 (ორასი) ლარის ოდენობით;
დ)
რაიმე დაავადების შედეგად მასობრივად გაწყვეტილი პირუტყვის მეპატრონის ოჯახზე 100 (ასი) ლარის ოდენობით;
ე)
მეწყერის ან სხვა რაიმე ბუნებრივი სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლის შემთხვევაში 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
2.
სხვა რაიმე სტიქიური უბედურების შედეგად მცირედით დაზიანებული საცხოვრებელი სახლის შემთხვევაში 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
3.
სტიქიით დაზარალებულმა მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა)
წერილობითი განცხადება;
ბ)
პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
სტიქიური მოვლენის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
დ)
ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის შუამდგომლობა;
ე)
ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები.
4.
დახმარება ოჯახზე გაიცემა წელიწადში ერთჯერადად.
მუხლი 6🔗.
ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა
1.
კომისიის მიერ მიჩნეულ განსაკუთრებულად მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მქონე ოჯახებზე ერთჯერადად, წელიწადში 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
2.
კომისიის მიერ მიჩნეულ გაჭირვებულ ოჯახებზე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
3.
სამი ან მეტი შვილის შეძენის შემთხვევაში 100 (ასი) ლარის ოდენობით.
4.
დაბალშემოსავლიან ოჯახებზე დახმარება ერთჯერადად წელიწადში 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
5.
მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტაცია:
ა)
წერილობითი განცხადება;
ბ)
პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობის ასლი (ასლები);
დ)
სახელფასო ცნობა სამუშაო ადგილიდან.
6.
მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ხანდაზმულებს (100 წელი და ზევით) დახმარება მიეცემათ ერთჯერადად, თანხის ოდენობა შეადგენს 100 (ასი) ლარს.
მუხლი 7🔗.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვა
1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა დახმარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე 100 (ასი) ლარის ოდენობით, ერთჯერადად წელიწადში.
2.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის წარმომადგენელმა (მეურვემ/მზრუნველმა) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა)
წერილობითი განცხადება;
ბ)
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ამონაწერი სოციალური სუბსიდიების სააგენტოდან);
დ)
ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
ე)
ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის შუამდგომლობა.
მუხლი 8🔗.
ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებზე და მათ ოჯახებზე ფულადი ფორმით გასაცემი დახმარებები
1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარება მიეცემა შემდეგი კატეგორიის მებრძოლთა ოჯახებს:
ა)
საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა ოჯახებს, თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 100 (ას) ლარს;
ბ)
საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მონაწილე, ომის შემდეგ გარდაცვლილთა ოჯახებს, თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 100 (ას) ლარს.
2.
დახმარების მიმღებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა)
წერილობითი განცხადება;
ბ)
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
გარდაცვლილის ვეტერანობის მოწმობის ქსეროასლი;
დ)
გარდაცვალების მოწმობის ასლი.
3.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარება მიეცემა:
ა)
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს;
ბ)
ავღანეთის ომის მონაწილეებს;
გ)
საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლებს;
დ)
თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 50 ლარს.
4.
ამ მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორია ფაშიზმზე გამარჯვების დღეს 9 მაისს მიიღებს ერთჯერად დახმარებას 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
5.
მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები:
ა)
წერილობითი განცხადება;
ბ)
პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
ომის მონაწილის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
მუხლი 9🔗.
მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დაცვა
1.
მარჩენალ დაკარგულ პირებს დახმარება გაეწევა ერთჯერადად. თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 150 (ას ორმოცდაათ) ლარს.
2.
მარტოხელა პენსიონერებზე, რომელთაც არა ჰყავთ შვილი, შვილიშვილი ან კანონით გათვალისწინებული მარჩენალი გაეწევა დახმარება 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
3.
კანონის წესით მიჩნეული მარტოხელა დედებს გაეწევა დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით წელიწადში ერთჯერადად.
4.
მარჩენალდაკარგულმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა)
წერილობითი განცხადება;
ბ)
პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
ცნობა მარჩენალის გარდაცვალების შესახებ;
დ)
ცნობა მარტოხელობის შესახებ, რომელიც გაცემულია შესაბამისი ორგანოს მიერ;
ე)
ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის შუამდგომლობა.
მუხლი 10🔗.
უმუშევართა სოციალური დაცვა
1.
ამ მუხლით გათვალისწინებულ დახმარებას მიიღებენ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ის ოჯახები, რომელნიც ამ წესში მოყვანილ არც ერთ კატეგორიას არ მიეკუთვნებიან და დახმარების თხოვნის მომენტში ოჯახის წევრები არ მუშაობენ და განიცდიან უკიდურეს გაჭირვებას.
2.
დახმარების მიმღებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა)
წერილობითი განცხადება;
ბ)
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის შუამდგომლობა, რომელშიც განსაზღვრული იქნება ოჯახის სტატუსი.
3.
დახმარება გაიცემა ერთჯერადად. თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 50 (ორმოცდაათ) ლარს.
მუხლი 11🔗.
სადღესასწაულო დღეების დახმარების პროგრამა
1.
,,შრომის კოდექსით“ გათვალისწინებულ სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
2.
მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:
ა)
წერილობითი განცხადება;
ბ)
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის შუამდგომლობა.
მუხლი 12🔗.
საცხოვრებლით უზრუნველყოფა
1.
დახმარებები ნატურალური ფორმით, როგორიცაა დროებითი ან გრძელვადიანი გადახდებით უზრუნველყოფა, რომლებიც დაკავშირებულია ბინის დაქირავებასთან, ბინათმფლობელთა მიმდინარე ხარჯებთან, ნაწილობრივი კომპენსაციის მიზნით (ძირითადი თანხისა და პროცენტის დაფარვა). იაფი ან საზოგადოებრივი სახის საცხოვრებლით, თავშესაფრით უზრუნველყოფა. თანხის რაოდენობა განისაზღვროს მაქსიმალური 130 (ას ოცდაათი) ლარის ოდენობით.
2.
მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტაცია:
ა)
წერილობითი განცხადება;
ბ)
პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის შუამდგომლობა;
დ)
ხელშეკრულება ქირავნობის შესახებ ნოტარიუსის მიერ დამოწმებული, სადაც იქნება თანხის რაოდენობა მითითებული (ასლი);
ე)
ცნობა ბანკიდან ანგარიშის შესახებ.
თავი III
სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზება
მუხლი 13🔗.
ბენეფიციარის მიერ სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა
1.
სოციალური დახმარების მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს საჩხერის მუნიციპალიტეტს.
2.
მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს სოციალური დახმარების მთხოვნელთა განცხადებების რეგისტრაციას.
3.
მუნიციპალიტეტში შემოსული ყველა განცხადება თანდართული დოკუმენტაციითურთ შესასწავლად და სოციალური დახმარების გაცემის საკითხზე დასკვნისა და რეკომენდაციის მოსამზადებლად ეგზავნება საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საკითხთა სამსახურს, რომელიც განიხილავს შესაბამის კომისიასთან.
მუხლი 14🔗.
კომისია
1.
შემოსულ განცხადებებს განიხილავს კომისია, რომელსაც ქმნის და მის თავმჯდომარესა და მდივანს ნიშნავს მუნიციპალიტეტის გამგებელი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.
2.
კომისიის შემადგენლობა გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საერთო შემადგენლობის 1/3-ისა. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში თავმჯდომარეს აქვს გადამწყვეტი ხმა.
3.
კომისია იკრიბება თვეში ორჯერ მაინც და ამზადებს დასკვნებსა და რეკომენდაციებს გამგებელთან წარსადგენად.
4.
კომისია სოციალური დახმარების გაცემის საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით.
5.
სოციალური დახმარების გაცემის საკითხზე დასკვნის მომზადება ხდება ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითი და ყოველმხრივი შესწავლის საფუძველზე.
მუხლი 15🔗.
კომისიის სხდომის ოქმები
1.
კომისიის ყოველი სხდომის შემდეგ დგება შესაბამისი ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი.
2.
კომისიის მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება, დასკვნის სახით, აისახება ამ ოქმში.
3.
კომისიის ოქმი სათანადო წესით გაფორმებას უზრუნველყოფს კომისიის მდივანი, რომელიც ასევე პასუხისმგებელია ოქმის სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე.
4.
კომისიის შეხვედრის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით.
მუხლი 16🔗.
სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება
1.
სოციალური დახმარების გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელი. სოციალურ საკითხთა სამსახურის, კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციის საფუძველზე მიმართავს საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც გამოსცემს შესაბამის ბრძანებას.
2.
გადაუდებელ შემთხვევაში, თუ აუცილებელია წინამდებარე წესის 1-ლი მუხლის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დახმარების გაცემა, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება სავალალო შედეგები გამოიწვიოს, დახმარება შეიძლება გაიცეს კომისიის დასკვნის გარეშეც. გამგებლის მიმართვის საფუძველზე განსხვავებული თანხის ოდენობით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით.
მუხლი 17🔗.
დახმარების გაცემა
1.
საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების ასლი, რომლითაც დამტკიცებულია ბენეფიციართა პერსონალური შემადგენლობა, მისამართი და თანხა, იგზავნება გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში.
2.
თანხა გაიცემა ნაღდი ან უნაღდო (დახმარების მიმღების მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე) ანგარიშსწორებით.
თავი IV
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 18🔗.
წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
წინამდებარე წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.