უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფუძნების შესახებ
მიღების თარიღი 28.03.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №64
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.017228
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/04/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.03.2013 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფუძნების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №64
2013 წლის 28 მარტი
ქ. თბილისი
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფუძნების შესახებ
მუხლი 1🔗
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 და მე-11 მუხლების, 22-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოში სასპორტო უმაღლესი განათლების ხელშეწყობისა და ამ მხრივ საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის მდიდარი ტრადიციების გაგრძელების მიზნით:
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით დაფუძნდეს საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი (შემდგომში – დაწესებულება) საჯარო სამართლის იურიდიულ პირად.
2. დაწესებულების მიზნად განისაზღვროს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აკადემიური უმაღლესი განათლების განხორციელება.
3. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ:
ა) განახორციელოს დაწესებულების სახელმწიფო კონტროლი;
ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების შემთხვევაში, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უზრუნველყოს დაწესებულების წესდების დამტკიცება და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ღონისძიებათა განხორციელება.
4. კანონმდებლობით დადგენილი წესით, სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს დაწესებულებისათვის უსასყიდლოდ, არსებობის ვადით, ქ. თბილისში, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №7-ში (ყოფილი ი. ჭავჭავაძის გამზ. №49) მდებარე უძრავი ქონების (01.14.07.008.086, 01.14.07.008.035, 01.14.07.008.036 და 01.14.07.008.037 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები და მათზე განთავსებული შენობა–ნაგებობები) გადაცემა.
5. დაწესებულების წესდებით დადგენილი წესით რექტორის არჩევამდე, დაწესებულების რექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნოს ჯემალ ძაგანია (პ/ნ 01008004165).
6. მართვის ორგანოების არჩევამდე დაწესებულების რექტორის მოვალეობის შემსრულებელი:
ა) დაწესებულების უმაღლესი თანამდებობის პირია, რომელიც წარმართავს დაწესებულების საქმიანობას, ამზადებს მას ავტორიზაციის გასავლელად, წარმოადგენს დაწესებულებას სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში და მოქმედებს დაწესებულების სახელით;
ბ) ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების შექმნას, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობას, მობილობასა და ინტეგრირებულ სწავლებას;
გ) ხელმძღვანელობს დაწესებულების ადმინისტრაციას;
დ) საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს დაწესებულების წესდების პროექტს;
ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს დაწესებულების საშტატო ნუსხას;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურში იღებს და ათავისუფლებს აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე თანამდებობების პირებს;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს, აგრეთვე საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს;
თ) განსაზღვრავს პროფესორის პედაგოგიური დატვირთვის ზღვრულ ოდენობას;
ი) შეიმუშავებს და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს დაწესებულების ბიუჯეტს;
კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს დაწესებულების ფინანსებსა და ქონებას;
ლ) უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაწესებულების სახელით, დაწესებულების ბიუჯეტის შესაბამისად დადოს გარიგებები;
მ) სასწავლო წლის დასაწყისში ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, აგრეთვე, მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას;
ნ) ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასების წესს;
ო) ნიშნავს დაწესებულების ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს;
პ) ამტკიცებს საგანმანათლებლო საქმიანობის ძირითად მიმართულებებს;
ჟ) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ადგენს საგანმანათლებლო პროგრამების საფასურის ოდენობის ჩამონათვალს;
რ) ამტკიცებს საგანმანათლებლო პროგრამებს;
ს) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ტ) პასუხისმგებელია უმაღლესი განათლების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების შესრულებისათვის;
უ) პასუხისმგებელია დაწესებულების ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებისა და ეფექტიანობისათვის;
ფ) უფლებამოსილია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შექმნას კომისიები და საბჭოები სათათბირო უფლებით და განსაზღვროს მათი უფლება-მოვალეობანი და საქმიანობის წესი;
ქ) ამტკიცებს სტუდენტური თვითმმართველობის პირველი არჩევნების ჩატარების დებულებას და უზრუნველყოფს სტუდენტური თვითმმართველობის პირველი არჩევნების ჩატარებას, გარდა, კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ღ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი