2013-2014 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობისა და ოდენობების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების განსაზღვრის, თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებასა და პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებას შორის გრანტის წლიური მოცულობის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისათვის გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობის განაწილების შესახებ

მიღების თარიღი 28.03.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №65
სარეგისტრაციო კოდი 190020060.10.003.017229
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/04/2013
matsne.gov.ge 787 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

2013-2014 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობისა და ოდენობების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების განსაზღვრის, თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებასა და პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებას შორის გრანტის წლიური მოცულობის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისათვის გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობის განაწილების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №65 2013 წლის 28 მარტი    ქ. თბილისი 2013-2014 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობისა და ოდენობების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების განსაზღვრის, თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებასა და პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებას შორის გრანტის წლიური მოცულობის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისათვის გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობის განაწილების შესახებ მუხლი 1🔗 სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მო­ცუ­ლობისა და ოდენობების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებუ­ლებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულე­ბების, პრიო­რი­ტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების განსაზ­ღვ­რის, თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებასა და პრიო­რიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებას შორის გრანტის წლიური მოცულობის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმარ­თულებებისათვის გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრა­ნტის წლიური მოცულობის განაწილების მიზნით „უმაღლესი განათლე­ბის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „ბ​1“ და ,,გ​3“ ქვეპუნქტების, 80​1 მუხლის მე-2 პუნქტის, 81-ე მუხლის 2​3 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმი­ა­ნობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „პ“ ქვეპუნქტის საფუძველზე: 1. 2013-2014 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო სამა­გის­ტრო გრანტის წლიური მოცულობა განისაზღვროს 2 250 000 (ორი მილიონი ორას ორმოცდაათი ათასი) ლარით. 2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებასა და პრიორი­ტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებას შორის გასანაწი­ლე­ბე­ლი გრანტის წლიური მოცულობა განისაზღვროს  2 000 000 (ორი მილი­ონი) ლარით. 3. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ​3“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მაგისტრა­ნ­ტების სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება განისაზღვროს 205 000 (ორას ხუთი ათასი) ლარით. 4. ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 80​1 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მაგისტრანტების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრული სპეცი­ა­ლური სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსება განი­საზღვროს 45000 (ორმოცდახუთი ათასი) ლარით. 5. 2013-2014 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 2 250 (ორი ათას ორას ორმოცდაათი) ლარისა. 6.  2013-2014 სასწავლო წლისათვის: ა) განისაზღვროს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრა­ტურის შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებები: ა.ა) საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი (გარდა ფიზიკისა); ა.ბ) ჯანდაცვა; ა.გ) ჰუმანიტარული; ა.დ) ხელოვნება; ა.ე) აგრარული; ა.ვ) განათლება; ა.ზ) სოციალური მეცნიერებები; ა.თ) საინჟინრო; ა.ი) სამართალი; ა.კ) მათემატიკა, ინფორმ. ტექნოლოგიები, ფიზიკა; ა.ლ) ბიზნესი და ეკონომიკა; ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანხის 40% (800 000 (რვაასი ათასი) ლარი) თანაბრად განაწილდეს ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართუ­ლებაზე. 7. 2013-2014 სასწავლო წლისათვის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანხის 60% (1 200 000 (ერთი მილიონ ორასი ათასი) ლარი) განაწილდეს ამ პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში განსაზღვრულ მაგისტ­რატურის პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართუ­ლებებზე პროცენტული მაჩვენებლების შემდეგნაირი განაწილებით: ა) მათემატიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ფიზიკა - 9,5%; ბ) საინჟინრო - 9,5%; გ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი (გარდა ფიზიკისა) - 9%; დ) სოციალური მეცნიერებები - 8,5%; ე) განათლება - 6%; ვ) ჰუმანიტარული - 6%; ზ) ბიზნესი და ეკონომიკა - 5%; თ) სამართალი - 3%; ი) აგრარული - 2%; კ) ჯანდაცვა - 1%; ლ) ხელოვნება - 0,5%. 8. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-7 პუნქტით გათვალისწინებული თანხები საგანმანათლებლო პროგრამული მიმართუ­ლებების, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართუ­ლებების მიხედვით განაწილდეს საერთო სამაგისტრო გამოცდაში მოპოვე­ბული აბსოლუტური ქულებისა და ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღ­ვრული თითოეული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართუ­ლების, მათ შორის, ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული პრიორი­ტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების მიხედვით რანჟი­რებულ მაგისტრანტობის კანდიდატთა სიებში უმაღლესი ქულების მქონე მაგისტრანტობის კანდიდატებზე. 9. იმ მაგისტრანტობის კანდიდატზე/კანდიდატებზე, რომელსაც­/რომელთაც ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-7 პუნქტით განსა­ზღვრული პროცენტული მაჩვენებლების ფარგლებში ამავე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ სიებში აქვს/აქვთ ქულა/თანაბარი ქულები და ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-7 პუნქტით განსაზღვრული თანხების მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით განაწილების შემდეგ დარჩენილი ოდენობა მისი/ყველა მათგანის დაფინანსებისათვის საკმარისი არ არის, დაფინანსება აღარ განაწილდება. 10. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-7 პუნქტით გათვალისწინებული თანხების განაწილების შედეგად და ამავე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დარჩენილი თანხის საერთო ოდე­ნობა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული თანმიმდევრობის დაც­ვით განაწილდება იმ მაგისტრანტობის კანდიდატზე/კანდიდატებზე, რომე­ლსაც/რომლებსაც რანჟირებულ მაგისტრანტობის კანდიდატთა სიებში უმა­ღლესი ქულა აქვს და რომელზეც ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალი­სწი­ნებულ შემთხვევაში დაფინანსება არ განაწილდა. 11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული განაწილების დროს დარჩენილი თანხის ის ოდენობა, რომელიც საკმარისი არ არის რომელიმე პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაში ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული მაგისტრანტობის კანდიდა­ტის/კანდი­დატების დასაფინანსებლად, შეივსება იმ ოდენობამდე, რომელიც საკმარისია მხოლოდ ამ პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართუ­ლებაში ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული მაგისტრანტობის კანდიდატის/მაგისტრანტობის კანდიდატების დასაფინანსებლად. 12. თანხის ის ოდენობა, რომელიც დარჩა ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ყველა მაგისტრანტობის კანდიდატების დაფინანსების შემდეგ, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული თანმიმდევრობის დაცვით განაწილდება იმ მაგისტრანტობის კანდიდატზე/კანდიდატებზე, რომელსაც/რომლებსაც რანჟირებულ მაგისტრანტობის კანდიდატთა სიებში უმაღლესი ქულა აქვს/აქვთ და რომელზეც ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათ­ვა­ლისწინებულ შემთხვევაში დაფინანსება არ განაწილდა. 13. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული განაწილების დროს დარჩენილი თანხის ის ოდენობა, რომელიც საკმარისი არ არის რომელიმე პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაში ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული მაგისტრანტობის კანდიდატის/ კანდი­დატების დასაფინანსებლად, შეივსება ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზ­ღვ­რული წესით.  მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი