2013-2014 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოცულობებისა და ოდენობებისა და პროგრამული დაფინანსების მოცულობის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 28.03.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №66
სარეგისტრაციო კოდი 190020060.10.003.017230
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/04/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,141 სიტყვა · ~6 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

2013-2014 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოცულობებისა და ოდენობებისა და პროგრამული დაფინანსების მოცულობის განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №66 2013 წლის 28 მარტი    ქ. თბილისი 2013-2014 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოცულობებისა და ოდენობებისა და პროგრამული დაფინანსების მოცულობის განსაზღვრის შესახებ მუხლი 1🔗 სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობებისა და პროგრამული დაფინანსების მოცულობის განსაზღვრის მიზნით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხ­ლის პირველი პუნქტის „ბ“, ,,გ“ და „გ​2“ ქვეპუნქტების, 81-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 88-ე მუხლის მე-8 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტ­რუ­ქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქარ­თველოს კანონის მე-5 მუხლის „პ“ ქვეპუნქტის საფუძველზე: 1. 2013-2014 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული სახელმწიფოს მიერ დაფუ­ძნე­ბული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის ან/და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებული საგა­ნმა­ნათლებლო პროგრამების პროგრამული მიმართულების/მიმართუ­ლებე­ბის პროგრამული დაფინანსების მოცულობა განისაზღვროს 10 000 000 (ათი მილიონი) ლარით. 2. ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობა განისაზღვროს 12 800 000 (თორმეტი მილიონ რვაასი ათასი) ლარით. 3. სრული და ნაწილობრივი ოდენობის სახელმწიფო სასწავლო გრან­ტები ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგან­მანა­თლებლო პროგრამის ფარგლებში ჩარიცხული სტუდენტებისათვის გაიცემა  10 300 000 (ათი მილიონ სამასი ათასი) ლარის ფარგლებში. 4. 2013-2014 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობები განისაზღვროს შემდეგნაირად: ა) მაქსიმალური ოდენობა – 2 250 ლარი; ბ) საშუალო ოდენობა: ბ.ა) 2 000 ლარი; ბ.ბ) 1 750 ლარი;          ბ.გ) 1 500 ლარი; ბ.დ) 1 250 ლარი; გ) მინიმალური ოდენობა – 1 000 ლარი. 5. თუ სტუდენტმა მოიპოვა სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობა, კერძო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანა­თლებლო დაწესებულების სტუდენტის ამ დაწესებულების მიერ დადგენილ სწავლის საფასურს სახელმწიფო ფარავს მხოლოდ სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში. 6. 2013-2014 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუ­ძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდე­ნობები კერ­ძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში – უმაღლეს საგან­მა­ნათ­ლე­ბლო დაწესებულებებში სწავლის დასაფინანსებლად განისა­ზღვროს შემ­დე­გნაირად: ა) მაქსიმალური ოდენობა – სწავლის საფასურის 70 პროცენტი, მაგრამ არა უმეტეს 1 575 ლარისა; ბ) მინიმალური ოდენობა – სწავლის საფასურის 50 პროცენტი, მაგრამ არა უმეტეს 1 125 ლარისა. 7. ამ დადგენილების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხის 7 პროცენტი თანაბრად განაწილდება ერთიანი ეროვნული გამოცდების ყოველ არჩევით საგანზე, ხოლო 93 პროცენტი პროპორციულად განაწილდება აბიტუ­რიენტების მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების ყოველი არჩევითი საგნის არჩევის რაოდენობის შესაბამისად. ამ პუნქტით დადგენილი განაწილების შედეგად მიღებული თანხების 25% განაწილდება სახელმწიფო სასწავლო გრა­ნტის სრული ოდენობით (100 პროცენტი) დაფინანსებისათვის, 25% განაწი­ლდება სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის მაქსიმა­ლური ოდენობით (70 პროცენტი), ხოლო 50% ნაწილობრივი ოდენობის მინი­მა­ლური ოდენობით (50 პროცენტი) დაფინანსებისათვის. 8. ამ დადგენილების მე-2–მე-7 პუნქტებით დადგენილი წესი არ გამოიყენება ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაი­ჯანულენოვანი, სომხურენოვანი და აფხაზურენოვანი ტესტის შედე­გე­ბის საფუძველზე ჩარიცხული იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსებისას, რომლებიც გადიან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას. ამ სტუდენტთათვის 2013-2014 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა შეადგენს 2 250 ლარს. 9. თუ ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი და აფხაზურენოვანი ტესტის შედე­გების საფუძველზე ჩარიცხულმა სტუდენტმა მოიპოვა სახელმწიფო სასწა­ვლო გრანტი, კერძო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანა­თლებლო დაწესებულების სტუდენტის ამ დაწესებულების მიერ დადგენილ სწავლის საფასურს სახელმწიფო ფარავს მხოლოდ ამ დადგენილების მე-8 პუნქ­ტით დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის ფარგლებ­ში. 10. პროფესიული განათლების დაფინანსება ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების ტესტის შედეგების საფუძველზე შეადგენს 360 000 (სამას სამოცი ათასი) ლარს. 11. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება შეადგენს 1 280 000 (ერთი მილიონ ორას ოთხმოცი ათასი) ლარს. 12. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-80 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დაფი­­ნანსება შეადგენს 200 000 (ორასი ათასი) ლარს, რომელიც გაიცემა საქა­რთ­ველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსა­ზღვრული სპეციალური სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად. 13. ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაი­ჯანულენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდე­ნტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსება შეადგენს 225 000 (ორას ოცდახუთი ათასი) ლარს. 14. ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების სომხურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსება შეადგენს 225 000 (ორას ოცდახუთი ათასი) ლარს. 15. ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აფხაზურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსება შეადგენს 10 000 (ათი ათასი) ლარს. 16. იმ აბიტურიენტთა დაფინანსება, რომელთაც ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგ­რა­მა­ზე აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულები მოიპოვეს და ყველა მათგანის დაფინანსებისათვის საკმარისი არ არის სახე­ლმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობებისათვის გამოყოფილი თანხა, განხორციელდება სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის მაქსიმალური ოდენობისათვის გამოყოფილი თანხიდან, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობისათვის გამოყოფილი თანხის დარჩენილი ნაწილი ემატება სახელ­მწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის მაქსიმალური ოდენობი­სათვის გამოყოფილ თანხას. 17. იმ აბიტურიენტთა დაფინანსება, რომელთაც ბაკალავრიატის, დიპ­ლო­მირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრა­მაზე აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულები მოი­პოვეს და ყველა მათგანის დაფინანსებისათვის საკმარისი არ არის სახელ­მწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის მაქსიმალური ოდენო­ბი­სა­თვის გამოყოფილი თანხა, განხორციელდება სახელმწიფო სასწავლო გრან­ტის ნაწილობრივი ოდენობის მინიმალური ოდენობისათვის გამოყოფილი თანხიდან, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში სახელ­მწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის მაქსიმალური ოდენო­ბისათვის გამოყოფილი თანხის დარჩენილი ნაწილი ემატება სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის მინიმალური ოდენობისათვის გამოყოფილ თანხას. 18. ის აბიტურიენტები, რომელთაც ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულები მოიპოვეს და ყველა მათგანის დაფინანსებისათვის საკმარისი არ არის სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობის მინიმალური ოდენობისათვის გამო­ყოფილი თანხა, დაფინანსებას არ მიიღებენ. 19. ამ დადგენილების მე-16–მე-18 პუნქტებით გათვალისწინებული განაწილება ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების ყოველი არჩევითი საგნის მიხედვით. ამ განაწილების შედეგად ყოველი არჩევითი საგნის მიხე­დვით დარჩენილი თანხები იკრიბება და განაწილდება ერთიანი ეროვნული გამოცდების ყოველ არჩევით საგანზე ამ დადგენილების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხის 93 პროცენტის ამ დადგენილების მე-7 პუნქტით გათვა­ლისწინებული განაწილების შედეგად მიღებული პროპორციით ნაწი­ლობ­რივი ოდენობის მინიმალური ოდენობით (50 პროცენტი) დაფინა­ნსე­ბი­სათვის. 20. ის აბიტურიენტები, რომელთაც აბსოლუტური ქულებით რანჟი­რე­ბის დოკუმენტით თანაბარი ქულები მოიპოვეს და ყველა მათგანის დაფი­ნანსე­ბისათვის საკმარისი არ არის სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილო­ბრი­ვი ოდენობის მინიმალური ოდენობისათვის გამოყოფილი თანხა, ამ დად­გე­ნილების მე-19 პუნქტით გათვალისწინებული განაწილების შედეგად დაფი­ნანსებას არ მიიღებენ. 21. ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხული ის სტუდენტები, რომელთაც აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულები მოიპოვეს და ყველა მათგანის დაფინანსებისათვის საკ­მა­რისი არ არის ამ დადგენილების მე-13 პუნქტით გათვალისწინებული თანხა, დაფინანსებას არ მიიღებენ. 22. ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების სომხურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხული ის სტუ­დე­ნტები, რომელთაც აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტით თანა­ბარი ქულები მოიპოვეს და ყველა მათგანის დაფინანსებისათვის საკმარისი არ არის ამ დადგენილების მე-14 პუნქტით გათვალისწინებული თანხა, დაფინანსებას არ მიიღებენ. 23. ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აფხა­ზურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხული ის სტუდენტები, რომელთაც აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულები მოიპოვეს და ყველა მათგანის დაფინანსებისათვის საკმარისი არ არის ამ დადგენილების მე-15 პუნქტით გათვალისწინებული თანხა, დაფი­ნანსებას არ მიიღებენ. 24. ამ დადგენილების მე-20, 21-ე, 22-ე და 23-ე პუნქტების შესაბამისად განაწილების შედეგად დარჩენილი თანხები, აგრეთვე ამ დადგენილების მე-13, მე-14 და მე-15 პუნქტებით გათვალისწინებული თანხების განაწილების შედეგად დარჩენილი თანხები დაემატება ამ დადგენილების მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ თანხას. 25. ის სტუდენტები, რომლებიც სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მოიპოვებენ სრულ სახელმწიფო სასწავლო გრანტს, ნაწილობრივ სახელმწიფო სასწავლო გრანტს ან ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდე­ნობის გაზრდის უფლებას მოპოვებული ქულების მიხედვით, ამ დადგე­ნი­ლების მე-16–მე-19 პუნქტებით დადგენილი წესით დაფინანსდებიან 200 000 (ორასი ათასი) ლარის ფარგლებში შემდეგი ოდენობებით: ა) სრული სახელმწიფო სასწავლო გრანტი – 65 000 (სამოცდახუთი ათასი) ლარი; ბ) ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობა – 65 000 (სამოცდახუთი ათასი) ლარი; გ) ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიმალური ოდენობა – 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარი. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი