⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (13.10.2014)
გაუქმებულია:

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.03.2013
ძალის დაკარგვა 13.10.2014
გამომცემი ორგანო ლენტეხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №06
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.115.016103
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/04/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,546 სიტყვა · ~13 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.03.2013 მიღება
13.10.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (14)
საკრებულოს თავმჯდომარე ვალოდია ქურასბედიანი საკრებულოს თავმჯდომარე
N ტრენინგის დასახელება
უცხო ენები უცხო ენების ცოდნა
ინგლისური სუსტად
რუსული სუსტად
ფრანგული სუსტად
გერმანული სუსტად
სხვა (მიუთითეთ რომელი) სუსტად
პროგრამები პროგრამების ცოდნის დონე
PC Maicrosoft office სუსტად
Windows სუსტად
Internet Exsplorer სუსტად
Photoshop სუსტად
N- ორგანიზაციის დასახელება
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №06 2013 წლის 29 მარტი დ. ლენტეხი ლენტეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის,   ,,საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №-47 ბრძანებულების შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება დანართი №-1-ის მიხედვით. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს სააპლიკაციო ფორმა დანართი №-2-ის მიხედვით. მუხლი 3🔗 დამტკიცდეს საატესტაციო ფურცლის ფორმა დანართი №-3-ის მიხედვით. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარევალოდია ქურასბედიანი დანართი №-1 ლენტეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო - საატესტაციო კომისიის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. გამოყენების სფერო 1. ლენტეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის (შემდგომში-საკონკურსო-საატესტაციო კომისია) დებულება შემუშავებულია ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №-46 ბრძანებულებისა და ,,საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №-47 ბრძანებულების შესაბამისად. 2. ეს დებულება ვრცელდება ლენტეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებზე, კონკურსის  წესით დაკავების მსურველ კანდიდატებზე. თავი II საკონკურსო - საატესტაციო კომისია მუხლი 2🔗. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის მიზნები და ფუნქციები 1. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის მიზანია:  დასაკავებელი თანამდებობისადმი  წაყენებულ მოთხოვნებთან კონკურსანტის ან დაკავებული თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან მოხელის შესაბამისობის შეფასება. 2. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ფუნქციებია: ა) პირის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შესაფასებელი პროცედურის წარმართვა; ბ) თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირისათვის შეფასების თაობაზე გადაწყვეტილების წარდგენა. მუხლი 3🔗. საკონკურსო -საატესტაციო კომისიის შემადგენლობა 1. ლენტეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობაში კონკურსსა და ატესტაციას ატარებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები. 2.კომისიის თავმჯდომარეს ნიშნავს ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო. 3. კომისიის თავმჯდომარე განსაზღვრავს კომისიის წევრთა რაოდენობას და შემადგენლობას აუცილებელი საჭიროების გათვალისწინებით. 4. კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრთაგან ნიშნავს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც ცვლის მას არყოფნის შემთხვევაში. 5. მოხელე არ შეიძლება იყოს იმ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრი, რომელმაც უნდა  მოახდინოს მისი ატესტირება. 6. კომისიის შემადგენლობაში შეიძლება მონაწილეობდნენ მოწვეული სპეციასლიტები, რომლებიც ინიშნებიან მათი თანხმობით. მუხლი 4🔗. კომისიის მუშაობის წესი 1.  კომისიის წევრებს შორის მოვალეობებს ანაწილებს და კომისიის მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. 2.  კომისიის სხდომა უფლებამოსილია თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს  აქვს ერთი ხმის უფლება. 3.   კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. 4.  კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. მუხლი 5🔗. კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა 1.  საჭიროების შემთხვევაში კომისია შეიძლება დაკომპლექტდეს სპეციალიზებული შემადგენლობით. 2.  კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობით დაკომპლექტების შემთხვევაში მის თავმჯდომარეს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე. მუხლი 6🔗. საპრეტენზიო კომისია 1. კონკურსისა ან/და ატესტაციის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით, საკრებულოს განკარგულებით იქმნება საპრეტენზიო კომისია. 2. საპრეტენზიო კომისიის წევრთა რაოდენობას და შემადგენლობას განკარგულებით განსაზღვრავს საკრებულო. 3. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში შედიან: კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები (მათ შორის მოწვეულები). კომისიის წევრი, რომელიც მონაწილეობდა კონკურსის ან/და ატესტაციის რომელიმე ეტაპის ჩატარებაში, არ შეიძლება იყოს საპრეტენზიო კომისიაში. 4.  საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე. 5. საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. 6. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება თავმჯდომარის ხმა. 7. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საპრეტენზიო კომისიის სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები. 8. საპრეტენზიო კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. 9. კონკურსის შემთხვევაში პირს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების გამოცხადებიდან არა უგვიანეს 2 (ორი) კალენდარული დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება არა უმეტეს 3 (სამი) კალენდარულ დღეში. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, შედგება ოქმი გამოვლენილი ხარვეზის შესახებ და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საკონკურსო-საატესტაციო კომისიას. 10. ატესტაციის შემთხვევაში მოხელეს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს ატესტაციის შედეგების გამოცხადებიდან/ საატესტაციო ფურცლის გაცნობიდან არაუგვიანეს 2 (ორი) კალენდარული დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება არაუმეტეს 3 (სამი) კალენდარულ დღეში. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, შედგება ოქმი გამოვლენილი ხარვეზის შესახებ და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საკონკურსო-საატესტაციო კომისიას. 11. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით. საკონკურსო-საატესტაციო კომისიას უფლება აქვს საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს გაფართოებული სხდომა საპრეტენზიო კომისიის წევრთა მონაწილეობით. მუხლი 7🔗. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის აპარატი (სამდივნო) 1. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ კონკურსის ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფის მიზნით კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია: შექმნას საკონკურსო-საატესტაციო კომისიის აპარატი (სამდივნო) (შემდგომში - აპარატი), დანიშნოს და გაათავისუფლოს აპარატის უფროსი. 2. აპარატი უზრუნველყოფს: ა) კონკურსსა და ატესტაციასთან დაკავშირებით გამოცემული სამართლებრივი აქტების საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას; ბ) კანდიდატთა განცხადებების მიღებას; გ) კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისობის შემოწმებას კონკრეტული ვაკანტური თანამდებობებისათვის დადგენილ მოთხოვნებთან, შესაბამისობის შემთხვევაში მის რეგისტრაციას და სარეგისტრაციო ბარათის გაცემას; დ) დოკუმენტების კომისიისათვის წარდგენას; ე) კანდიდატთა შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნას და განახლებას; ვ) ატესტაციის ჩატარებისათვის შესაბამისი დოკუმენტების მომზადებას. 3. აპარატის უფროსი პასუხისმგებელია აპარატის საქმიანობისათვის კომისიის თავმჯდომარის წინაშე. 4. კონკურსის ან/და ატესტაციის საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ აპარატი წყვეტს საქმიანობას. მუხლი 8🔗. კომისიის წევრთა შრომის ანაზღაურება კომისიის წევრთა საქმიანობა ექვემდებარება ანაზღაურებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. მუხლი 9🔗. კონკურსის მიზანი და ამოცანები 1.  კონკურსის მიზანია ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნათა გათვალისწინებით შესაბამისი კანდიდატის შერჩევა. 2. კონკურსის ამოცანებია; ა) კანდიდატის კვალიფიკაციის, პროფესიული დონის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შეფასება; ბ)  კანდიდატის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დონის განსაზღვრა. მუხლი 10🔗. კონკურსის პრინციპები კონკურსის პრინციპებია: 1. ობიექტურობა – კონკურსის პროცედურები უნდა იყოს არადისკრიმინაციული და მაქსიმალურად გამოირიცხოს სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა; 2. გამჭვირვალობა – გამოყენებული პროცედურები, მეთოდები და შეფასების  კრიტერიუმები უნდა იყოს ნათლად ფორმულირებული, გასაგები და  აღქმადი ყველა პრედენდენტისთვის; 3. არადისკრიმინაციულობა – კონკურსის პროცედურები უნდა უზრუნველყოფდეს მოქალაქეთა თანასწორობას განურჩევლად რასის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, საზოგადოებაში მათი მდგომარეობის, ეროვნული, ეთნიკური, და სოციალური კუთვნილებისა; 4. საჯაროობა – კონკურსის პროცედურასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები, საკონკურსო – საატესტაციო კომისიის ოქმები და კონკურსის შედეგები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის; 5. კოლეგიურობა – კონკურსის ეტაპები უნდა ჩატარდეს და შედეგები უნდა დამტკიცდეს საკონკურსო – საატესტაციო კომისიის მიერ; 6. კორექტულობა –  კონკურსის ჩატარების ფორმები და მეთოდები, დასმული შეკითხვები უნდა იყოს კორექტული, საკონკურსო-საატესტაციო კომისია უნდა იყოს კეთილგანწყობილი და არ ახდენდეს კანდიდატზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას. მუხლი 11🔗. კონკურსის გამოცხადება 1. საჯარო კონკურსს ლენტეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველი ორგანო  მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ამ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის წინადადებით, აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე ინდივიდუალური-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის  ან ადგილობრივი გაზეთის მეშვეობით. 2. ლენტეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს მიერ, მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ საჯარო კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა შეიძლება აგრეთვე არაელექტრონული ფორმით, შესაბამისი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართზე. 3. კანდიდატს განცხადების წარსადგენად ეძლევა არანაკლებ 14-დღიანი ვადა კონკურსის გამოცხადების დღიდან. კონკურსის გამოცხადების დღედ ითვლება ბოლო გამოცხადების მომენტი. 4. კონკურსის გამოცხადების ხარჯებს ანაზღაურებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველი ორგანო. 5. კონკურსის შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს მაინც: ა) შესაბამისი დაწესებულების და კონკურსის წესით შესავსები თანამდებობის დასახელებებს; ბ) კანდიდატის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს; გ) შესასრულებელ სამუშაოს; დ)თანამდებობრივი სარგოს ოდენობას; ე) განცხადებისა და სხვა აუცილებელი  დოკუმენტის წარდგენის ვადას; ვ) საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართს. 6. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა ტარდება კონკურსის გამოცხადების დღიდან არა უადრეს 10 დღისა. 7. ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან, რომელიც, ფლობს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს. 8. საჯარო მოსამსახურეს უფლება  აქვს მიიღოს კონკურსში მონაწილეობა საერთო წესის საფუძველზე, მის მიერ დაკავებული თანამდებობის მიუხედავად. მუხლი 12🔗. საბუთების წარდგენა კონკურსში მონაწილეობისათვის 1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა განცხადება უნდა წარადგინოს ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით. აგრეთვე არაელექტრონული ფორმით, საკონკურსო - საატესტაციო კომისიის მისამართზე. 2. კანდიდატმა ლენტეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოში უნდა წარადგინოს შემდეგი საბუთები: ა) ავტობიოგრაფია /cv; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) განათლებისა და  კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად); დ) შრომის წიგნაკის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ე) ფერადი ფოტოსურათი (ზომა 3 X4); ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები. 3. საბუთების ჩაბარებისას კანდიდატმა უნდა წარადგინოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ,,გ“    და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების დედნები, რომლის ასლის ნამდვილობის შემოწმების შემდეგ დაუბრუნდება კანდიდატს. მუხლი 13🔗. კონკურსის ჩატარების პროცედურა 1. კონკურსს ატარებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია. 2. კონკურსი შესაძლებელია მოიცავდეს შემდეგ ეტაპებს: ა) წერითი დავალება; ბ) სხვადასხვა სახის ტესტირება; გ) გასაუბრება. 3.  კონკურსის პროგრამას, ფორმებს, პირობებსა და ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს საკონკურსო-საატეცტაციო კომისია ლენტეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ხელმძღვანელთან (საკრებულოს თავმჯდომარესთან) შეთანხმებით. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე. მუხლი 14🔗. კომისიის მიერ კანდიდატურების განხილვა 1.  კომისია კანდიდატების წერით დავალების, ტესტირების ან გასაუბრების შემდეგ თავის სხდომაზე განიხილავს საკითხს მათ დაუსწრებლად. 2.  კომისია აფასებს კანდიდატის შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან, აუცილებლობის შემთხვევაში ისმენს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის მქონე პირის აზრს. მუხლი 15🔗. კონკურის შედეგები 1. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ დებულების მე-4 მუხლის შესაბამისად. 2. კონკურსის შედეგების მიხედვით, საკონკურსო-საატესტაციო კომისია თითოეულ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარადგენს ერთ კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე. 3. კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის სხვა უფლებამოსილი პირი, გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა, წერილობით აცნობებს ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, ხოლო თანამდებობაზე დამნიშვნელ პირს-კომისიის მიერ წამოყენებული კანდიდატის ან კანდიდატის წამოყენებაზე უარის შესახებ. 4. თუ კომისიამ უარი განაცხადა თანმდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წამოყენებაზე ან ამ თანამდებობაზე არ იქნა მიღებული არც ერთი განცხადება, ამ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსი  ითვლება ჩაშლილად. მუხლი 16🔗. კონკურსის შედეგების  გასაჩივრება კონკურსის პროცესთან და შედეგებთან დაკავშირებული დავა წყდება არსებული კანომდებლობის შესაბამისად. თავი III   მოხელის ატესტაცია მუხლი 17🔗. ატესტაციას დაქვემდებარებული  პირი ატესტაციის მიზანია: 1. მოხელის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შესაბამისობის განსაზღვრა დაკავებული (ან დასაკავებელი) თანამდებობის მოთხოვნებთან; 2. მოხელის მიერ საატესტაციო პერიოდში შესრულებული პროფესიული სამსახურეობრივი საქიანობის შეფასება; 3. საკლასო ჩინისა და სპეციალური წოდების მინიჭებასა ან ჩამორთმევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება; 4. მოხელის პროფესიული დონის გამოყენების პერსპექტივის განსაზღვრა; 5. მოხელის კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადების ან გადამზადების საჭიროების დადგენა; 6. მოხელის პროფესიული ზრდის სტიმულირება; 7. მოხელეთა კარიერის დაგეგმვა და მართვა. მუხლი 18🔗. ატესტაციის მიზნები ატესტაციის მიზანია: 1.  მოხელის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შესაბამისობის განსაზღვრა დაკავებული (ან დასაკავებელი) თანამდებობის მოთხოვნებთან; 2. მოხელის მიერ საატესტაციო პერიოდში შესრულებული პროფესიული სამსახურეობრივი საქიანობის შეფასება; 3. საკლასო ჩინისა და სპეციალური წოდების მინიჭებასა ან ჩამორთმევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება; 4. მოხელის პროფესიული დონის გამოყენების პერსპექტივის განსაზღვრა; 5. მოხელის კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადების ან გადამზადების საჭიროების დადგენა; 6.  მოხელის პროფესიული ზრდის სტიმულირება; 7. მოხელეთა კარიერის დაგეგმვა და მართვა. მუხლი 19🔗. ატესტაციის პრინციპები ატესტაცია ეფუძნება შემდეგ პრინციპებს: 1. ობიექტურობა – ატესტაციის პროცედურები უნდა იყოს არადისკრიმინაციული და მაქსიმალურად გამორიცხოს  სუბიექტური  გადაწყვეტილების   მიღების შესაძლებლობა; 2. გამჭვირვალობა – ატესტაციისას გამოყენებული პროცედურები, მეთოდები და შეფასების კრიტერიუმები უნდა იყოს ნათლად ფორმულირებული, გასაგები და ცნობილი ყველა მოხელისათვის; 3.  არადისკრიმინაციულობა – ატესტაციის პროცედურები უნდა უზრუნველყოფდეს მოქალაქეთა თანასწორობას განურჩევლად რასისა, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, საზოგადოებაში მათი მდგომარეობის, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა; 4. საჯაროობა – ატესტაციასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმები და ატესტაციის შედეგები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის; 5. კოლეგიურობა – ატესტაციის ეტაპები უნდა ჩატარდეს და შედეგები უნდა დამტკიცდეს საკონკურსო - საატესტაციო კომისიის მიერ; 6. კორექტულობა – ატესტაციის ჩატარების ფორმები და მეთოდები, დასმული შეკითხვები უნდა იყოს კორექტული, საკონკურსო-საატესტაციო კომისია უნდა იყოს კეთილგანწყობილი და არ ახდენდეს მოხელეზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას. მუხლი 20🔗. ატესტაციის დრო 1. ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს ლენტეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ხელმძღვანელი (საკრებულოს თავმჯდომარე) საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით. 2. ატესტაციას დაქვემდებარებულ მოხელეთა სიასა და ატესტაციის ჩატარების გრაფიკს ამზადებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის აპარატები და საკონკურსო-სააატესტაციო კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ხელმძღვანელი (საკრებულოს თავმჯდომარე). 3.  ატესტაციის გრაფიკი, ინფორმაცია ატესტაციის ჩატარების პრინციპების, პროცედურების, ფორმებისა და პირობების შესახებ ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს უნდა ეცნობოს ატესტაციის დაწყებამდე ორი კვირით ადრე მაინც. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე. მუხლი 21🔗. ატესტაციის ჩატარების პროცედურა 1. ატესტაციას ატარებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია. 2. ატესტაციის პროცესის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელის უშუალო ხელმძღვანელი შესაბამის (საკრებულოს ან გამგეობის) აპარატში წარადგენს  სააპლიკაციო  ფორმის თანდართული ფორმის მიხედვით (დანართი №-2). იგივე ფორმას ავსებს და წარადგენს შესაბამის (საკრებულოს ან გამგეობის) აპარატში ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელე. 3. მოხელეს უფლება აქვს ატესტაციის დაწყებამდე გაეცნოს ხელმძღვანელის მიერ მასზე შედგენილ დახასიათებას. 4. ატესტაციის ჩატარებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას უზრუნველყოფს შესაბამისი (საკრებულოს ან გამგეობის) აპარატი. 5. ატესტაცია შესაძლებელია ჩატარდეს შემდეგი ფორმით: სხვადასხვა სახის ტესტირება, წერითი დავალება ან/და გასაუბრება. 6. ატესტაციის ჩატარების ფორმებს, სატესტო მეთოდიკებსა და თემატიკას მოხელის  მიერ დაკავებული თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით, განსაზღვრავს საკონკურსო-საატესტაციო კომისია ლენტეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ხელმძღვანელთან (საკრებულოს თავმჯდომარესთან) შეთანხმებით. 7. გასაუბრების პროცესში, დაკავებულ თანამდებობასთან მოხელის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომისია ისმენს მოხელის ანგარიშს საატესტაციო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ, ამოწმებს მის პროფესიულ დონესა და კვალიფიკაციას დადგენილ თემატიკასა და სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ საკითხებში. 8. ატესტაციის დროს მოხელესთან გასაუბრების პროცესს შეიძლება დაესწროს იმ სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელი, რომელშიც მოხელე მუშაობს. 9. ატესტაციაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით, მოხელე იღებს  ამ დებულების 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შეფასებას. მუხლი 22🔗. მოხელის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება 1.  ატესტაციის დროს კენჭისყრისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ დებულების მე-4 მუხლის შესაბამისად. 2. საჭიროების შემთხვევაში, კომისია ისმენს მოხელის და მისი უშუალო ხელმძღვანელის განმარტებებს. 3. ატესტაციის შედეგების მიხედვით კომისიას გამოაქვს  ერთ-ერთი შემდეგი შინაარსის დასკვნა: ა) მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარება დაწინაურებას; ბ) მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას; გ) მოხელე ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას. დ) მოხელე არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას.(საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას); 4. საჭიროების შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას და ლენტეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ხელმძღვანელს  (საკრებულოს თავმჯდომარეს) წარუდგენს წინადადებას მოხელისათვის საკლასო ჩინის ან სპეციალური წოდების მინიჭების ან ჩამორთმევის შესახებ. მუხლი 23🔗. ატესტაციის შედეგები 1. საკონკურსო-საატესტაციო კომისია ვალდებულია თითოეული მოხელის ატესტაციის შედეგების შესახებ მოამზადოს დასკვნა.  დასკვნა ფორმდება სხდომის ოქმით და მას ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები. 2. ატესტაციის შედეგები შეტანილი უნდა იქნეს საატესტაციო ფურცელში, რომელიც ივსება ერთ ცალად  და დახასიათებებთან ერთად ერთვის მოხელის პირად საქმეს. საატესტაციო ფურცელს  (დანართი №-3) ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები. 3. მოხელე საატესტაციო ფურცელს ეცნობა და ხელს აწერს მისი შევსებიდან 2 დღეში. 4. ატესტაციის შედეგების შესახებ კომისია ლენტეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ხემძღვანელს (საკრებულოს თავმჯდომარეს) მოახსენებს ატესტაციის პროცესის დასრულებიდან ერთ კვირაში. 5. საკრებულოს თავმჯდომარე, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დასკვნისა  და რეკომენდაციის საფუძველზე ატესტაციის დასრულებიდან  ერთი თვის   განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას  მოხელისთვის სპეციალური წოდების ან/და საკლასო ჩინის მინიჭების ან ჩამორთმევის, მოხელის კვალიფიკაციის ამაღლების,  მოხელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ან მოხელის დაწინაურების ან დაქვეითების შესახებ. დანართი №-2   სააპლიკაციო ფორმა ფოტოსურათი პირადი ინფორმაცია სახელი და გვარი დაბადების რიცხვი, თვე, წელი და ადგილი ოჯახური მდგომარეობა მისამართი რეგისტრაციის მიხედვით საცხოვრებელი (ფაქტობრივი) მისამართი სახლის ტელეფონი/მობილური პირადობის მოწმობა N- პირადი N-, გაცემულია/გაცემის თარიღი სამხედრო სამსახურისადმი დამოკიდებულება და სამხედრო წოდება ელ-ფოსტა განათლება N სასწავლებლის დასახელება სწავლების წლები ფაკულტეტი კვალიფიკაცია და დიპლომი                      კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები (ტრენინგები) N ტრენინგის დასახელება ტრენინგის ჩატარების ადგილი, პერიოდი ორგანიზაციის დასახელება (ვის მიერ იყო ორგანიზებული) რა სახის ცოდნა და გამოცდილება მიიღეთ უცხო ენები (მიუთითეთ რომელ უცხო ენებს ფლობთ და რა დონეზე უცხო ენები                        უცხო ენების ცოდნა ინგლისური სუსტად საშუალოდ კარგად ძალიან კარგად რუსული სუსტად საშუალოდ კარგად ძალიან კარგად ფრანგული სუსტად საშუალოდ კარგად ძალიან კარგად გერმანული სუსტად საშუალოდ კარგად ძალიან კარგად სხვა (მიუთითეთ რომელი) სუსტად საშუალოდ კარგად ძალიან კარგად დამატებითი ინფორმაცია თქვენს შესახებ (ჯილდოები, სამეცნიერო ხარისხი და წოდება, მეცნიერული ნაშრომები და გამოგონებები კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (მიუთითეთ რომელი პროგრამები იცით?) პროგრამები პროგრამების ცოდნის დონე PC Maicrosoft office სუსტად საშუალოდ კარგად ძალიან კარგად Windows სუსტად საშუალოდ კარგად ძალიან კარგად Internet Exsplorer სუსტად საშუალოდ კარგად ძალიან კარგად Photoshop სუსტად საშუალოდ კარგად ძალიან კარგად სხვა (მიუთითეთ რომელი) სუსტად საშუალოდ კარგად ძალიან კარგად შრომითი საქმიანობა/სტაჟირება (გთხოვთ, ჩამონათვალში გაითვალისწინოთ ერთსა და იმავე ორგანიზაციაში თანამდებობის შეცვლის პროცესი და მიუთითეთ ამ შენაცვლების (დაწინაურება, დაქვეითება) მიზეზი. წარმოების და დაწესებულების დასახელება უნდა ჩაიწეროს ისე, როგორცეწოდებოდა მოცემულ ორგანიზაციაში თქვენი მუშაობის პერიოდში) N- ორგანიზაციის დასახელება თანამდებობა (ორგანიზაციის უწყების ჩვენებით) მუშაობის წლები სამუშაოდან წამოსვლის მიზეზი ვადასტურებ, რომ ჩემ მიერ განცხადებაში მითითებული ინფორმაცია შეესაბამება სინამდვილეს, თანახმა ვარ გადამოწმდეს აღნიშნული ინფორმაცია. შევსების თარიღი ---------------- პირადი ხელმოწერა -------------                                                                                                                                                      დანართი №-3                                            საატესტაციო ფურცელი მოხელის სახელი, გვარი -------------------------------------------------------- დაბადების თარიღი და ადგილი --------------------------------------------------------------------- დაკავებული თანამდებობა და დანიშვნის (არჩევის) თარიღი თანამდებობრივი რანგი, საკლასო ჩინი, სპეციალური წოდება განათლება (სასწავლო დაწესებულება, სპეციალობა) სამეცნიერო ხარისხი, სამეცნიერო წოდება შრომის საერთო სტაჟი (მათ შორის, საჯარო სამსახურში) საკონკურსო საატესტაციო ხელმოწერა ----------------------------------------------- თარიღი ---------------------------------------------------  კომისიის დასკვნა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის რეკომენდაცია შენიშვნა ---------------------------------------------------------------------------------------------------------------- კომისიის თავმჯდომარე ------------------------------------------------------------ კომისიის წევრები ------------------------------------------------------------------- თარიღი -------------------------------------------------------------------------------