თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 30.03.2013
ძალის დაკარგვა 07.03.2014
გამომცემი ორგანო თელავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №18
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.163.016117
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/04/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დიმიტრი ბოჭორიძე | თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 15.02.2013
დოკუმენტის ტექსტი
თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №18
2013 წლის 30 მარტი
ქ. თელავი
თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული
სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 თებერვლის №8 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე;თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედიმიტრი ბოჭორიძე
დანართი
თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის
დებულება
მუხლი 1🔗.
გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური
1.დებულება განსაზღვრავს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის (შემდგომში ,,სამსახური’’) დანიშნულებას, მის ფუნქციებს, ამოცანებს, უფლება-მოვალეობებს და მართვის ორგანიზებას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს ,,საქართველოს კონსტიტუციის’’, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს კანონებისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე.
მუხლი 2🔗.
სამსახურის ფუნქციები და ამოცანები:
ა) გამგეობის სტრუქტურული ერთეულების უზრუნველყოფა საჭირო ინფორმაციით;
ბ) მედიის საინფორმაციო საშუალებებთან ურთიერთობა;
გ) გამგეობის მუშაობის შედეგების საინფორმაციო ბაზის წარმართვა და ანალიზი;
დ) არქივის წარმოება;
ე) დოკუმენტაციის შეუფერხებელი ბრუნვის უზრუნველყოფა;
ვ) საკრებულოს, გამგებლის დავალებების და მათ მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების შესრულების კონტროლი;
ზ) გამგეობის თათბირების ორგანიზება;
თ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულების კოორდინირება;.
ი) საკადრო მონაცემების ინფორმაციის ბაზის წარმოება;
კ) გამგეობის სატიტულო ბლანკების, საქმისწარმოებისათვის საჭირო ბეჭდების და შტამპების გამოყენების კონტროლის უზრუნველყოფა;
ლ) ტრანსპორტისა და მატერიალურ ფასეულობათა მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფა;
მ) გამგეობაში შინაგანაწესის შესრულების უზრუნველყოფა;
ნ) ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის გატარება და მისი განხორციელების ორგანიზება, მოსახლეობის სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებთან და ფენებთან თანამშრომლობა, მათი ინტერესების შესწავლა-გაანალიზება, სხვადასხვა სოციალური და ჯანდაცვითი პროგრამების შემუშავება და განხორციელება.
მუხლი 3🔗.
სამსახურის მართვა, ორგანიზება
1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი.
2. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე;
ბ) წარუდგენს გამგებელს წინადადებებს ადმინისტრაციული სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინალური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ.
გ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
დ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
მუხლი 4🔗.
სამსახურის განყოფილების უფროსი
ა) ანაწილებს ფუნქციებს მისდამი დაქვემდებარებული განყოფილების მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ სათანადო მითითებებს;
ბ) ზედამხედველობას უწევს განყოფილების მოსამსახურეების მიერ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
გ) ხელს აწერს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტაციას;
დ) სამსახურის უფროსს აბარებს ანგარიშს განყოფილების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ე) ასრულებს ამ დებულებით და გამგეობის დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს;
მუხლი 5🔗.
სამსახურის მოსამსახურე
1. სამსახურის მოსამსახურეს „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ანთავისუფლებს გამგებელი.
2. მოსამსახურე პასუხისმგებელია გამგებლის, სამსახურის უფროსის წინაშე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე;
3. მოსამსახურე უზრუნველყოფს გამგებლის, სამსახურის უფროსის, აგრეთვე თვითმმართველობის სამართლებრივი აქტებით დაკისრებული უფლება–მოვალეობების შესრულებას.
მუხლი 6🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება შემდეგი განყოფილებებისაგან:
ა) საქმისწარმოების, კადრების, ანალიზის და ინფორმაციის განყოფილება;
ბ) მოქალაქეთა მომსახურების განყოფილება;
გ) ტრანსპორტისა და მატერიალურ ფასეულობათა ექსპლუატაციის და მოვლა – პატრონობის განყოფილება;
დ. სოციალურ საკითხთა განყოფილება.
მუხლი 7🔗.
განყოფილებების ფუნქციები
1. საქმისწარმოების, კადრების, ანალიზისა და ინფორმაციის განყოფილების ფუნქციები:
ა) ერთიანი საქმისწარმოების უზრუნველყოფა;
ბ) გამგეობის არქივის წარმოება;
გ) გამგეობის სატიტულო ბლანკების, ბეჭდების, შტამპის გამოყენების კონტროლი;
დ) საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება;
ე) მედიასაშუალებებთნ ურთიერთობის ორგანიზება.
2. მოქალაქეთა მომსახურების განყოფილების ფუნქციებია:
ა) წერილების, განცხადებებისა და საჩივრების მიღება-ჩაბარება;
ბ) მოქალაქეთათვის კონსულტაციებისა და განმარტებების მიცემა;
გ) ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში შემავალ ყველა საკითხთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა მოქალაქეთათვის.
3. ტრანსპორტისა და მატერიალურ ფასეულობათა ექსპლუატაციის და მოვლა – პატრონობის განყოფილების ფუნქციებია:
ა) მუნიციპალური ტრანსპორტის მოვლა – პატრონობა და სწორი ექსპლუატაციის უზრუნველყოფა;
ბ) სადეფექტო აქტების შედგენა;
გ) სხვა მატერიალურ ფასეულობათა მოვლა – პატრონობის უზრუნველყოფა.
დ) მატერიალურ ფასეულობებზე და მის გადაადგილებაზე ზედამხედველობა.
4. სოციალურ საკითხთა განყოფილების ფუნქციებია:
ა) ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის გატარება და მისი განხორციელების ორგანიზება. მოსახლეობის სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებთან და ფენებთან თანამშრომლობა, მათი ინტერესების შესწავლა-გაანალიზება, სხვადასხვა სოციალური და ჯანდაცვითი პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
ბ) მოიპოვებს, ამუშავებს და აანალიზებს ინფორმაციას მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის შესახებ.
გ) თანამშომლობა სოციალური მომსახურების სააგენტოსთან, მათი მონაცემთა ბაზით მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინფორმირებული უზრუნველყოფა გამგეობის ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულების დახმარებით;
დ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ვეტერანებისა და იძულებით გადაადგილებული პირების, ბავშვთა სახლების აღსაზრდელების სოციალური დახმარების პროგრამაში მათი ინტერესების გათვალისწინება და კანონით დადგენილი უფლებების რეალიზაცია;
ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახებისათვის დახმარების გაწევის ორგანიზება;
ვ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა;
ზ) დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში გასატარებელ ღონისძიებათა შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია.
მუხლი 8🔗.
დასკვნითი დებულება
1. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, კანონით დადგენილი წესით.