⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (30.12.2016)
გაუქმებულია:

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 01.04.2013
ძალის დაკარგვა 30.12.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/69
სარეგისტრაციო კოდი 010320010.22.024.016261
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/04/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 667 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.04.2013 მიღება
30.12.2016 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/69 2013 წლის 1 აპრილი ქ. თბილისი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების საფუძველზე და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის “რ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული “საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები”. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი საქართველოს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მოხელეთა  დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მუხლი 1🔗.  საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი  განათლება  ჟურნალისტიკის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის  სფეროში; ბ) ჟურნალისტიკის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება; გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა (თავი III, 37-40 მუხლები) და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების ცოდნა; დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა. 2. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის  უფროსის მოადგილე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი  განათლება ეკონომიკის, ჟურნალისტიკის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში; ბ) ჟურნალისტიკის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის არანაკლებ 4 წლიანი გამოცდილება, მათ შორის  ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება; გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა (თავი III, 37-40 მუხლები) და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების ცოდნა; დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა. მუხლი 2🔗. ინფორმაციული უზრუნველყოფის სამმართველო 1. ინფორმაციული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი  განათლება; ბ) ჟურნალისტიკის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 6 თვიანი გამოცდილება;  გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა (თავი III, 37-40 მუხლები) და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების ცოდნა; დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა. 2. ინფორმაციული უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება; ბ) ჟურნალისტიკის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი  გამოცდილება; გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა (თავი III, 37-40 მუხლები) და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების ცოდნა; დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა. 3. ინფორმაციული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება; ბ) ჟურნალისტიკის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 6 თვიანი გამოცდილება; გ) საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების ცოდნა; დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა. მუხლი 3🔗. თანამედროვე ინტერნეტმედიასაშუალებებში სამინისტროს ინტეგრაციისა და კოორდინაციის სამმართველო 1. თანამედროვე ინტერნეტმედიასაშუალებებში სამინისტროს ინტეგრაციისა და კოორდინაციის სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი  განათლება; ბ) ჟურნალისტიკის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 6 თვიანი გამოცდილება;  გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა (თავი III, 37-40 მუხლები) და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების ცოდნა; დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა; ე) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა. 2. თანამედროვე ინტერნეტმედიასაშუალებებში სამინისტროს ინტეგრაციისა და კოორდინაციის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი  განათლება; ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა (თავი III, 37-40 მუხლები) და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების ცოდნა; გ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა.