სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ფიცის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.03.2013
ძალაში შესვლა 25.03.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №69
სარეგისტრაციო კოდი 140080000.10.003.017233
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/04/2013
matsne.gov.ge 158 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.03.2013 მიღება
25.03.2013 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ფიცის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №69 2013 წლის 28 მარტი ქ. თბილისი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ფიცის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „ნორმატიული  აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლისა და „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 10​4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ფიცი შემდეგი რედაქციით:           სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ფიცი მე, საქართველოს მოქალაქე, საქართველოს  სახელმწიფო  დაცვის სპეციალური სამსახურის რიგებში შესვლისას ვფიცავ: - პირნათლად მოვიხადო ჩემი მხედრული ვალი საქართველოს წინაშე; -  განუხრელად დავიცვა ქვეყნის კონსტიტუცია და კანონები, სამსახურის წესდებების ყველა მოთხოვნა, უპირობოდ დავემორჩილო მეთაურის ბრძანებებს; - მტკიცედ ვიდგე ქვეყნის კონსტიტუციური წყობისა და საზოგადოების უსაფრთხოების სადარაჯოზე, ღირსეულად განვაგრძო წინაპართა მხედრული ტრადიციები; - არსად, არასოდეს, არც ერთ ვითარებაში არ გავამჟღავნო ჩემთვის მონდობილი სახელმწიფო და პროფესიული საიდუმლოებანი;  - ვფიცავ, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე მტკიცედ ვიდგე სამშობლოს სადარაჯოზე;  - თუ გავტეხ ამ ფიცს, პასუხს ვაგებ ღვთისა და ქვეყნის წინაშე. გვფარავდეს ღმერთი!. მუხლი 2🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 25 მარტიდან.პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი