,,ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის 2010 წლის 13 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №4 |
|
2013 წლის 1 აპრილი ქ. ვანი |
,,მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
1.სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სტრუქტურული ქვედანაყოფის-განყოფილებისაგან და უმცროსი საჯარო თანამდებობის პირებისაგან.
2.სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია ეკონომიკის დაგეგმვისა და განვითარების განყოფილება. განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და დარგის სპეციალისტებისაგან. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურეობრივი ფუნქციები განისაზღვრება ამ დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსისა და გამგებლის წინაშე. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში გამგებლის დავალებით მის მოვალეობას ასრულებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე“.
,,მუხლი 31 ეკონომიკისა დაგეგმვისა და განვითარების განყოფილების ფუნქციები:
1. ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამის მომზადების ორგანიზება, პროგრამის განსახორციელებლად დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება.
2. ეკონომიკური განვითარების დასაგეგმად საჭირო ინფირმაციის შეგროვება.
3. ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და ანალიზი, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება.
4.წინადადებების მომზადება მუნიციპალური პროექტების განხორციელების მიზნით კერძო ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით.
5. საჭირო დოკუმენტაციის მომზადება მუნიციპალური პროექტების განხორციელების მიზნით კერძო ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით.
6. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კერძო ინვესტიციების ხელშეწყობისთვის წინადადებების მომზადება.
7. მუნიციპალური პროექტების კერძო ინვესტორებთან, მუნიციპალური განვითარების ფონდთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების წარმართვა.
8.მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების განხორციელების ზედამხედველობა.
9. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის, სამიჯნე ნიშნის მოშლის, დაზიანების ან სასაზღვრო ზოლის შეცვლის ფაქტების მიმართ წინადადებებისა და დასკვნების მომზადება.
10. მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება“.
|